x
image
ეკო 28
კოკა-კოლამ უკრაინას ბოდიში მოუხადა!

image



კომპანია კოკა-კოლას წაარმომადგენელი ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს ესტუმრა და ბოდიშის ოფიციალური წერილი გდასცა ელჩს.მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ კორპორაციას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ჰქონდა რუსეთის რუკა ყირიმთან ერთად.



2016 წლის 6 იანვარს კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი კეიტ ირვინი მივიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩოში იმისთვის, რომ ოფიციალურად მოეხადა ბოდიში რუსეთის იმ რუკის გამოქვეყნებისთვის, სადაც ყირიმის ნახევარკუნძულიც იყო აღნიშნული.-საგანგებო განცხადებას აქვეყნებს ამის თაობაზე უკრაინის საელჩო თავის საიტზე.



ირვინმა უკრაინის ელჩს ამერიკაში გადასცა კოკა-კოლის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის ბოდიშის წერილი იმ გამოცემისთვის, რომელიც კომპანიისთვის კონტრაქტორმა მოამზადა.პოსტი რუკით ამოღებულია მაშინვე, როგორც კი ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა ფაქტი ყირიმთან დაკავშირებით-ნათქვამია წერილში.

0
177
8-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0