x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
"ტელეფონისკენ ხელი წავიღე და გამახსენდა რომ"... -რას წერს ანრი ჯოხაძე
1980 წლის 6 ნოემბერს დაბადებული, ქართველი მომღერალი ანრი ჯოხაძე საქართველოს მაყურებელმა მუსიკალური შოუების წყალობით გაიცნო. ანრი ჯოხაძემ პირველად მონაწილეობა 1998 წელს მუსიკალურ საერთაშორისო კონკურსში მიიღო, რომელიც უკრაინაში ჩატარდა.


1999 წელს მომღერალმა „სლავიანსკი ბაზარსა“ და „ზალატოი შლიაგერში“ («Золотой Шлягер») მონაწილეობა მიიღო, სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია. 2000 წელს ანრიმ გრან-პრი დაიმსახურა საერთაშორისო კონკურსზე „რადუგა კავკაზა-2000“ («Радуга Кавказа-2000»). გრან-პრი მიიღო ასევე ჩატარებულ კონკურსებში “ვარნა 2003” (ბულგარეთი) და „ასტანა2004“ (ყაზახეთი). 2004 წელს ჩინეთსა და რუმინეთში ჩატარებულ კონკურსებში მიიღო მონაწილეობა და ორჯერ მე-2 ადგილზე გავიდა.
დიდ წარმატებებს მიაღწია ფესტივალებში „მორე დრუზეი იალტა –კიევი ტრანზიტი“ («Море друзей Ялта - Киев Транзит»). ასევე მონაწილეობას იღებდა 2009 წელს ევროვიზიის შიდა შესარჩევ ტურებში, თუმცა ევროვიზიის ეროვნული კონცერტის გამარჯვებული მხოლოდ რიგით 57-ე კონკურსზე გახდა, რომელსაც ამ წელს აზერბაიჯანი მასპინძლობდა. საქართველოს სახელით წარსდგა სიმღერით I'm a Joker, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ვერ მოიპოვა დიდი კონკურენციის გამო.


ის ასევე 13 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული და ლაურეატია. სიმღერა 4 წლის ასაკში დაიწყო. თავად წერს სიმღერებს და საკუთარი კლიპების სცენარებსაც. მონაწილეობს თითქმის ყველა კონცერტსა თუ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რაც საქართველოში იმართება. ანრიმ ბევრ დამწყებ მუსიკოსს გაუწია პროდიუსერობა და დღეს ის დამსახურებული და აღიარებული მომღერალია, რითაც თავი შეაყვარა მაყურებლის უმეტესობას, ხშირად კი თავისი ექსტრავაგანტული და არაორდინალური სტილითა თუ პიკანტური კლიპებით, განკითხვის ქარ-ცეცხლში გაეხვა.


როგორც სხვა დანარჩენი ცნობადი სახე, ანრი მაინცდამაინც გამორჩეული არ არის "პოსტების" საშუალებით საკუთარი აზრის ამ სტილში გამოხატვით, თუმცა ზოგჯერ მასაც უხდება გულის ნადები საკუთარი ფეისბუქის პირადი გვერდით გაასაჯაროვოს, გუშინ კი აი ეს სევდიანი პოსტი დადო, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ:




"წეღან საჭესთან მჯდომი რადიო ტალღებზე ვეძებდი რამე ჩემთვის საინტერესო მუსიკას და უცებ ერთერთ ტალღაზე ჩემი ეთერ კაკულია მღეროდა... ვუსმენდი ეთოს და მომინდა შობა მიმელოცა, ტელეფონისკენ ხელი წავიღე და გამახსენდა რომ ის აღარ არის ...
სიმღერის ბოლოს ვიგრძენი რომ თვალები ცრემლებით მქონდა სავსე, ალბათ ძალიან მომენატრა.
ჩემო ეთო, სადაც არ უნდა იყო ახლა, გილოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! ❤❤❤"- წერს მომღერალი.


imageimage

0
123
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0