x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61747
  • ვიდეო:311220
  • სურათი:412166
როგორ გამდიდრდა სამხრეთ კორეა

image

image

ეს ქ. სეულის სანაპიროა, სამხრეთ კორეა, 1961 წელს.

image

image

ხოლო ეს (ფოტოზე მარცხნივ) – გენერალი პაკ ჩონ ხი არის, რომელმაც სახელმწიფო
გადატრიალება მოაწყო 1961 წელს.

image

image

იმ დროინდელი მონაცემებით – აბსოლუტურად ღარიბი ქვეყანა, მხოლოდ მოწყალებით ირჩენდა თავს. მთლიანი შიდა პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე, წელიწადში – 78–80 დოლარი იყო.
გადატრიალების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებაში მეტისმეტად საეჭვო წარსულის მქონე ადამიანი მოვიდა: იაპონელი კოლაბორაციონისტი, მგზნებარე კომუნისტი, სასტიკი ანტიკომუნისტი, ადამიანი, რომელიც ღვიძლ ძმას ჩაუშვებდა, საკუთარი გამორჩენის მიზნით, დიქტატორი “მუხრუჭების" გარეშე. მის მიერ გაცემული ბრძანიების საფუძველზე, ოფიციალურად, 1 500 ადამიანი დახვრიტეს, მონაცემები არ არის, არაოფიციალური მსხვერპლის შესახებ.

ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, გენერალმა ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო-სამთავრობო რეგულირებაზე გადაიყვანა და სახელმწიფო კაპიტალიზმი აფსოლუტურ დონეზე აიყვანა. ყველა სფეროს სახელმწიფო კორპორაციები მართავდნენ: ტრანსპორტიდან დაწყებული, საბანკო სექტორით და სოფლის მეურნეობით დამთავრებული. კერძო ბიზნესი მსხვილ ოჯახურ კლანებს გადასცა სამართავად – ჩამოყალიბდა ე. წ. ჩებოლი (სამხ. კორ. საფინანსო-სამრეწველო ჯგუფი, რომელიც ქვეყანას ფორმალურად მართავდა, სინამდვილეში კონგლომერატის უკან გარკვეული ოჯახები იდგნენ). სწორედ ამ ოჯახების მფლობელობაში არსებული ფირმები აწარმოებენ ქვეყნის შიდა პროდუქციის 50–80 პროცენტს დღესაც, ყველაფერს: ხელსახოცებიდან დაწყებული - გემებით დამთავრებული. ამასთან, ჩებოლის წარმომადგენლებს არა აქვთ ქვეყნის პოლიტიკურ და სახელმწიფო მმართველობაში ჩარევის უფლება. ინვესტიციების მიზიდვის მიზნით, ადრეც და ახლაც, ნებისმიერი ინვესტიცია, დიდი და პატარაც, სახელმწიფო გადასახადებისგან თავისუფლდება რამოდენიმე წლით.

ქვეყნის განვითარებისთვის, განათლებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარდა, განსაკუთრებული აქცენტი, პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაზე კეთდება. ამის შედეგი ის არის, რომ კორეელების უმრავლესობა, მხოლოდ ისეთ საქონელს ყიდულობს, რომელსაც აწერია: “დამზადებულია სამხ. კორეაში“.
და ბოლოს – ქვეყანაში აკრძალულია პროტესტის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა (მიტინგები, დემონსტრაციები...). ითვლება რომ კორეელი ხალხისთვის, მხოლოდ ორი სულიერი ღირებულება არსებობს: ოჯახი და დიდი პატივისცემა სახელმწიფო ლიდერის მიმართ.
image

ეს ქ. სეულის იგივე სანაპიროა, დღეს.

image



3
1164
11-ს მოსწონს
11
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
12 იანვარი, 9:56
ახლა გასაგებია,მადლობა
11 იანვარი, 23:15
ყვარყვარესავით იყო. როდესაც იაპონელები იყვნენ შესულები, მათთან თანამშრომლობდა, ომის შემდეგ, იაპონია რომ დამარცხდა, კომუნისტი გახდა, სამხრ. კორეაში ამერიკელები რომ შევიდნენ, ანტიკომუნისტი გახდა.
8 იანვარი, 17:29
კარგი სტატიაა,საერთოდ შედარებას თუ გავაკეთებთ ჩრ.კორეასთან შედარებით სამოთხე აქვთ ამათ,
ეს აზრი ვერ გავიგე

მგზნებარე კომუნისტი, სასტიკი ანტიკომუნისტი,

ერთდროულად ორივე იყო? :)
0 1 3