x
ზაზა ფაჩულია მიმართვას ავრცელებს-"მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ!"
8 იანვარი, 11:30

image
ქართველი კალათბურთელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია, რომელიც ახლა NBA-ის "დალას მავერიკსში" იმყოფება, ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგების მიხედვით უკვე მერვე ადგილზეა. მას მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ქართველი გულშემატკივრების დახმარებით და აქტიურობით ზაზა ფაჩულია წინ მიიწევს.

"სრულიად საქართველოს გილოცავთ დამდეგ 2016 წელს! ახალი 2016 წელი ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, ბედნიერების და წარმატების მომტანი.
ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის და ასეთი მხარდაჭერისათვის! თქვენი თითოეული სტატუსი უდიდეს ენერგიას და სტიმულს მაძლევს. დიდი მადლობა ყველას ვინც ერთხელ მაინც მომცა შანსი და მომცა ხმა, რომ ოცნება ავიხდინო და ჩემი გუნდის და ჩემი ქვეყნის სახელით ვითამაშო All Star ის თამაში."-ასე მიულოცა მთელ საქართველოს ზაზა ფაჩულიამ ახალი წლის დადგომა.
ხოლო მას შემდეგ რაც იგი საგრძნობლად დაწინაურდა, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გაავრცელა მიმართვა, სადაც შობა მიულოცა ყველას და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის:
"გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!
ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია."

მისი გულშემატკივრებისთვის და მთელი საქართველოსთვისაც ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია:

"ერთი ქართველის წარმატება მთელი საქართველოს წარმატებაა... ჩვენ ამას ერთად ნამდვილად შევძლეეებთ... ზაზა ყველაფერი საუკეთესოს ღირსია... #NBAvote zaza pachulia... ცოტა დარჩა... აბა ჩვენ ვიცით... ზაზა, შენთანაა მთელი საქართველო!"

"სიამოვნებით ვაკეთებთ ამას, ჩვენც გვიხარია თქვენი მხარდაჭერა..."

"სულ ცოტაც და პირველი ქართველი გვეყოლება All Star -ში!"

წარმატებები ჩვენს ქართველ კალათბურთელს!image

377
3-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ზაზას ექვსიანებიზაზას ექვსიანები
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, მორიგი მატჩი მოიგო ატლანტა ჰოუქსმა. ჯორჯიელებმა საკუთარ ...
დავეხმაროთ ზაზა ფაჩულიას!დავეხმაროთ ზაზა ფაჩულიას!
სოციალურ ქსელ ფეისბუქში NBA-ს კენჭისყრა ტარდება, რომელშიც ქართველი კალათბურთელი, ზა...
მთავარი მწვრთნელის ვინაობა 11 მარტს გახდება ცნობილიმთავარი მწვრთნელის ვინაობა 11 მარტს გახდება ცნობილი
ჯერჯერობით, უმწვრთნელოდ მყოფი საქართველოს ვაჟ კალათბურთელთ...
ზაზას უქულო მატჩი დენვერშიზაზას უქულო მატჩი დენვერში
ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" გასვლით მატჩში "დენვერ ნაგეტსთან" 95:106 დამარცხდა. ფა...
მხოლოდ მანუ არ კმარამხოლოდ მანუ არ კმარა
საკალათბურთო ევროლიგის მორიგი ტური წარუმატებელი აღმოჩნდა მანუჩარ მარკოიშვილის კანტუსთვის. ...
ზაზას 8 ქულა და მარცხი კალიფორნიაშიზაზას 8 ქულა და მარცხი კალიფორნიაში
ზაზა ფაჩულიას მილუოკი ბაქსი კალიფორნიაში ლოს ანჯელეს ლეიკერსთან 93:101 დამა...
ფლინ კლაიმენი: „ჩემი მიღწევები დაუღალავი შრომის შედეგია“ფლინ კლაიმენი: „ჩემი მიღწევები დაუღალავი შრომის შედეგია“
24 წლის ფლინ კლაიმენისთვის წლევანდელი სუპერლიგის სეზონ...
ზაზა ფაჩულია: “ამ ეტაპზე ალბათ აღარცაა საჭირო ლეგიონერის ჩამოყვანა”ზაზა ფაჩულია: “ამ ეტაპზე ალბათ აღარცაა საჭირო ლეგიონერის ჩამოყვანა”
ოპერაციის შემდეგ ზაზა ფაჩულიას სარეაბილიტაც...
მარკოიშვილი კვლავ გამორჩეულიამარკოიშვილი კვლავ გამორჩეულია
მანუჩარ მარკოიშვილის გალათასარაი თურქეთის ჩემპიონატში დამაჯერებელ ლიდერობას განაგ...
ცინცაძე ფინალისკენ მიიწევსცინცაძე ფინალისკენ მიიწევს
გიორგი ცინცაძის ბუდიველნიკმა ლვოვის პოლიტექნიკა-ჰალიჩინას ნახევარფინალური სერიის მე-...