x
მეტი
  • 10.12.2016
  • სტატია:61810
  • ვიდეო:311381
  • სურათი:412236
რატომ ჰქონდა ოდითგანვე ქალს მამაკაცზე დაბალი სტატუსი?

რატომ ჰქონდა ადრე და ახლაც ზოგიერთ ქვეყანაში ქალს მამაკაცზე დაბალი სტატუსი?ალბათ ყველა დამეთანხმება რომ უსამართლობაა, მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს, მინდა გავიგო რა არის ამის მიზეზი.

სავარაუდოდ მამაკაცი ფიზიკური უპირატესობის გამო გაბატონდა ქალზე.

"კაცი ოჯახს ინახავს", "კაცი ბავშვებს აკეთებს", "კაცს ყველაფრის ნება აქვს"...

ძალიან მწყინს, რომ ქალები ამდენ ხანს ითმენდნენ ამას.რაც მეტხანს იქნება ეს ჩვეულება

მით უფრო არ გაიდგამს ფესვს! საბედნიეროდ განათლების, დასაქმების და თვითრეალიზაციის წყალობით ქალებს თვალი აეხილათ. ბევრმა ქალმა თანაბარი უფლე-ბა მოიპოვა. უკვე ბევრი აცნობიერებს (მამაკაციც კი) რამდენად არასწორად იყო

მოწყობილი სამყარო საუკუნეების მანძილზე. თანამედროვე ქალები კი უკვე სრულ

დამოუკიდებლობას ესწრაფვიან.

ეს კიდევ არაა ყველაფერი, ქალის მიმართ პატივისცემა უნდა დამკვიდრდეს! აიღეთ

ნებისმიერი ქვეყანა, როგორც წესი მამაკაცს ყველგან უფრო მეტად აფასებენ. რატომ არ

შეიძლება, რომ ქალი წამოვწიოთ წინ? ჯარისკაცებსა და ომის გმირებს სამარადისო

ხსოვნა ხვდებათ წილად, მაგრამ ვინმე ხვდება, რომ ქალიც არანაკლები ჯარისკაცია???



image



ძველ რომში ქალთა მდგომარეობა

დამოკიდებული იყო პოლიტიკურ რეჟიმზე. არ შეეძლო განეგო რაიმე ქონება, რადგან თვითონ წარმოადგენდა ქონებას.













image




ძველ გერმანელებში ქალები მუდმივ

მეურვეობაში იმყოფებოდნენ,

ცდილობდნენ კანონებით

შეევიწროვებინათ ქალები.

















image ქალის სამართლებრივი მდგომარეობა

ძველ საქართველოში გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე მაშინდელ მსოფლიოში. საქართველოში ქალი სარგებლობდა მემკვიდრეობის უფლებით, იღებდა მზითევს, ყმა-გლეხობის, მდაბიოთა წრის გამოკლებით. ქალები მფლობელობისა და საკუთრების სუბიექტი იყო და არა ობიექტი.





დღეს მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში არებობს უცნაური კანონები, რომლითაც

აშკარად ირღვევა ქალთა უფლებები. მაგალითად ალაბამაში ქმრებს უფლება აქვთ სცემონ ცოლები ჯოხით. არაკანზასში სულ ერთია რით სცემს ქმარი ცოლს, ეს თუ კი არაუმეტეს ერთხელ ხდება.

დღესდღეობით გენდერული თანასწორობის კუთხით აქტიურობენ ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი.

საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ჩადგეს იმ ქვეყნის რიცხვში, სადაც ამ კუთხით ინიციატივები ჯერ საზოგადოებრივ მხარდაჭერას, ხოლო შემდგომ პოლიტიკურ კურთხევას მოიპოვებს.

გენდერული თანასწორობა არ წარმოადგენს ჩვენს მიზანს, ეს აუცილებელი

წინაპირობაა იმისათვის, რომ შევქმნათ უკეთესი მომავალი, დავძლიოთ სიღარიბე, დავამარცხოთ ექსტრემიზმი, მივაღწევთ ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობასა და კეთილდღეობას მთელს მსოფლიოში.

3
411
4-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
   ქართული კლავიატურა
8 იანვარი, 11:29
საწყენად ნუ მიიღებ ჩემო კარგო, უბრალოდ მიუხედავად იმისა, რომ არაა ჩვენს ქვეყანაში თანასწორუფლებიანობა, ეგ საკითხი "ძალიან" არ მაწუხებს და ალბათ სწორედ მაგიტომ, რომ ღვთის წყალობით საღად მოაზროვნე მამაკაცი მყავს მეგზურად. ძლიერი სქესი, ვფიქრობ მაინც უნდა რჩებოდეს ძლიერ სქესად და რაღაც მეტი უპირატესობებით, რაშიც არ ვგულისხმობ "შედი ქალო კუხნაში, ნასკი გამხადე და ა.შ."... ყველამ უნდა ჩაიხედოს სულიერ სამყაროში. უბრალოდ ეს ჩემი პირადი აზრია.
8 იანვარი, 11:22
შენიშვნის მიუხედავად მომწონს თქვენი აზრი, რეალურად არავითარ კავშირში არ უნდა იყოს, რიგ შემთხვევაში ქალები ანიჭებენ კაცებს უპიტაესობას . რაც უფრო მეტი დამოუკიდებელი ბედნიერი ქალი იქნება უკეთესი ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც .
8 იანვარი, 11:08
ოდითგანვე არ ჰქონია ქალს მამაკაცზე დაბალი სტატუსი, თავდაპირველად მატრიარქატი იყო და ქალის სარგებლობდა ოჯახში მეტის უფლებით, მენადირეობის განვითარებამ კი საგრძნობლად შეცვალა ქალის უპირატესობა და მას შემდეგ გაბატონდა პატრიარქატი- ეს უძველესი ისტორიაა. ის მოსაზრება, რომ ჯარისკაცების მეტი სამარადისო ხსოვნა ხვდებათ წილად, მგონია ეგეც მცდარია, ისტორიას მრავლად ახსოვს ქალთა გმირობები- დედა ქართლისა და მისი ძეგლი თბილისში, მაია წყნეთელი, დედა ენის ძეგლი- დედა ხმლით ხელში ორ ჩვილთან ერთად, გუთნის დედა და ა.შ. რამდენი კიდევ ასეთი. ჩემი აზრით თანასწორუფლებიანობა ეკონომიკასთან, მშვიდობასა და კეთილდღეობასთან არაფერ შუაშია, ადამიანი-კაცი ბუნებით უნდა იყოს ყველა ამ თვისების მატარებელი, რომ იგრძნო ოჯახში თავი "ბედნიერ ქალად". ვფიქრობ მთავარი ერთმანეთის სიყვარული, ურთიერთგაგება და პატივისცემაა.
0 1 3