x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
უმშვენიერესი ვარსკვლავები და მათი ულამაზესი საქორწინო ბეჭდები
საქორწინო ბეჭდის ტარების აუცილებლობის ტრადიცია მრავალ საუკუნეს ითვლის. ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცაღა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ტრადიცია და მოსაზრება დაინერგა ძველ ეგვიპტეში, რომ სწორედ ე.წ. "არა" თითიდან გულამდე გადის ერთი უწყვეტი ვენა, რომელსაც სიყვარულის არტერიასაც უწოდებენ და შესაბამისად, ამიტომ იკეთებენ საქორწინო ბეჭედს (რგოლს) სწორედ ამ თითზე, რომელიც ასევე დიდი ენერგიის მატარებელია წყვილს შორის.


image


არსებობს კიდევ ერთი ჩინური სიბრძნე, რომელიც გაგაოგნებთ. მაშ ასე, ჩინური სიბრძნის თანახმად ცერა თითები ასოცირდება თქვენს მშობლებთან; საჩვენებლი თითები- ძმებთან და დებთან; შუა თითი- თავად თქვენს თავს განსაზღვრავს; უსახელო- "არა"თითი თქვენს მეორე ნახევარს; ნეკი თითები კი შვილებს. ეხლა კი ხელების ფალანგა (თითების ძვლები) ერთმანეთს შეაერთედ ისე, რომ ცერა თითი ცერას, საჩვენებელი საჩვენებლს და ა.შ ყველა შესაბამისი თითები შეერთდეს, ხოლო შუა თითები კი შეერთებულ მდგომარეობაში ძირს დახარეთ (გააკეთეთ ისე, როგორც ფოტოზეა).


image




არ აუშვათ თითები ერთმანეთს და მხოლოდ ცერა თითები გაწიეთ ერთმანეთისგან. ნახავთ, რომ განცალკევდება, რაც აიხსნება იმით, რომ თქვენ ადრე თუ გვიან დატოვებთ მშობლის სახლს (ზემო ახსნიდან გამომდინარე). ისევ შეაერთედ თითები. ეხლა მოაცილეთ ერთმანეთს მხოლოდ საჩვენებელი თითები, სხვა დანარჩენი თითები დატოვეთ უცვლელ პოზიციაში. ნახავთ, რომ თითები განცალკევდა ერთმანეთისგან, რაც აიხსნება იმით, რომ და-ძმასთანაც მოგიწევთ ადრე თუ გვიან განშორება. ანალოგიური მოხდება ნეკა თითების შემთხვევაშიც და ახსნა აქაც ერთია, ვერც შვილები იქნებიან თქვენზე მოჯაჭვულნი, ადრე თუ გვიან შექმნიან ოჯახს და წავლენ. უსახელო- "არა" თითებს კი რაც არ უნდა ეცადოთ, ვერ განაცალკევებთ, რაც აიხსნება იმით, რომ ცოლი და ქმარი უნდა იყოს ერთად მთელი ცხოვრება.


რელიგიური სამყაროს წარმომადგენლები საქორწინო, ე.წ. "ჯვარნაწერ რგოლს" ვატარებთ მარჯვენა ხელის "არა" თითით და იხსნება, თუ რატომ უნდა იყოს ქორწინების სიმბოლო ბეჭედი და არა მაგალითად ყელსაბამი ან სამაჯური- ბეჭედი წარმოადგენს დაუსრულებელი წრის, სრულყოფილებისა და განუყოფელობის სიმბოლოს.



აი, ასეთი საინტერესო ინტერპრეტაციებია. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რომელ თითზე, ან საერთოდ გვეკეთება თუ არა ქორწინების ბეჭედი, მთავარი ხომ ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა და გაგებაა. ყველა ქალი კი, (დამეთანხმებით მანდილოსნები) თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე ყოველთვის ოცნებობს ეზიაროს ამ სიხარულს და მოირგოს საქორწინო ბეჭედი თითზე. ვისაც გაქვთ ამ სიხარულის გამოცდილება, ჩემზე უკეთ იცით რაოდენ ემოციური და დასამახსოვრებელი პროცესია, რომელიც მთელს ცხოვრებას გაგყვებათ.


ეს ყოველივე ისე, ზოგადად, ეხლა კი მინდა სტატიის უმთავრეს თემაზე გადავიდე და წარმოგიდგინოთ თუ როგორ გამოიყურება ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავების თითები, რომელთაც მათი საქორწინო ბეჭდები ამშვენებს.


1. Chrissy Teygen. მოდელი.

imageimage



2. Sofia Vergara. მსახიობი.

imageimageimage



3. Jessica Simpson. მომღერალი.

imageimage



4. Natalie Portman. მსახიობი.

imageimage



5. Ciara. მომღერალი.

imageimage



6. Anne Hathaway. მსახიობი.

imageimage



7. Kate Middleton. ჰერცოგინია. (ყოფილი მოდელი)

imageimage



8. Scarlett Johansson. მსახიობი.

imageimage


9. Angelina Jolie. მსახიობი.

imageimageimage




10. Kim Kardashian. მოდელი.

imageimage



11. Christina Aguilera. მომღერალი.

imageimage



12. Blake Lively. მსახიობი.

imageimage



13. Olivia Wilde. მოდელი.

imageimage



14. Salma Hayek. მსახიობი.

imageimage



15. Halle Berry. მსახიობი.

imageimage



16. Beyonce. მომღერალი.

imageimage



17. Drew Barrymore. მსახიობი.

imageimage



18. Mila Kunis. მსახიობი.

imageimage



19. Reese Witherspoon. მსახიობი.

image

image



20. Italia Ricci. მსახიობი.

imageimage

P.S. მართალია მთავარი ბრილიანტები არაა, თუმცა გვილამაზებენ ცხოვრებას.

2
392
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
392
  
2016, 8 იანვარი, 13:54
გაიხარეეე ;)
2016, 8 იანვარი, 12:25
ყოჩაღ მაკააა....ამ მასალაზე შეთავაზება მიღებულიაო
0 1 2