x
8 მოდელი წარმოუდგენელი ფიზიკური დეფექტით, რომელთაც დაიპყრეს მსოფლიო მოდა
8 იანვარი, 10:53

მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ნიჭს საზღვრები არ აქვს. არ არსებობს დედამიწაზე ინდივიდი, რომელსაც რაიმეში თავის წარმოჩენა არ შეეძლება, თუმცაღა დღევანდელი სტატიის თემით თუ ვიმსჯელებ, მხოლოდ ნიჭი როდი კმარა, იმისათვის, რომ შეძლო გახდე წარმატებული მოდელი, ბუნებამაც უნდა დაგაჯილდოვოს სილამაზით, რომელიც შენი წარმატების საწინდარი გახდება, სამოდელო კარიერაში ხომ მთავარი სხეულის პარამეტრებია- 60-90-60, რომელიც წარმოადგენს სამოდელო ასპარეზზე შემავალი ყველა კარის გასაღებს. თუმცა აქვე მინდა ვაღნიშნო, რომ დღეს ეს სტერეოტიპი დამსხვრეულია და დიდი ხანია ჟურნალის ყდებსა თუ პოდიუმის ბილიკს უჩვეულო გარეგნობის, არასტანდარტული მოდელები ამშვენებენ. ეს ის მომენტია, როდესაც არასტანდარტული სილამაზე არის ძლიერი ტენდენცია, რომელიც არამხოლოდ წარმატების საწინდარია აღნიშნულ ბაზარსა და სამომხმარებლო საქონლისთვის, არამედ დიდი შთაგონება იმ ხალხისა, რომლებსაც სცხვენიათ საკუთარი ფიზიკური ნაკლოვანებების.


image


წარმოგიდგენთ 8 მოდელს, რომლებმაც გაარღვიეს პოდიუმის ყველა კარი წარმოუდგენელი დეფექტების მიუხედავად და გახდნენ ცოცხალი მაგალითნი, რომ იამაყონ ყველა ნაკლის მიუხედავად.


1. Moffy Gathorne.

წარმოშობით ინგლისელი მოდელი სამოდელო ასპარეზზე 2013 წელს მოგვევლინა და ძალიან მალე დაიპყრო მსოფლიო მოდა. მისი უჩვეულობა ჩვეული მოდელებისგან განსხვავებით კი არის თვალის სიელმე, რომელსაც ბავშვობიდან განიცდის. თუმცა ცხადია პოპულარიზაციაში ამან ხელი სულაც არ შეუშალა და იძლევა ცოცხალ მაგალითს ყველა ელამისთვის, რომ მოიშორონ არსებული კომპლექსი. კონტრაქტი აქვს ძალიან ცნობილ სამოდელო სააგენტო «Storm Models»-თან, სადაც სწორედ რომ ჩვენმა ცნობილმა მოდელმა Kate Moss-მა დაიწყო კარიერის პირველი ეტაპები.
imageimageimageimage




2. Hanna Gaby Odil.

წარმოშობით ბელგიელი მოდელი გამოირჩევა მაღალი შუბლის, სახის ძვლოვანი სტრუქტურის და ყინულოვანი თვალების უცნაურობით, თუმცა მოფის მსგავსად არც მას შეეშალა ხელი, რათა ფეხი მოეკიდა სამოდელო კარიერაში და სწორედ ამ უნიკალური დეფექტებით გახდა Valentino-ს აქსესუარების ახალი კოლექციის სახე და მიიღო მონაწილეობა Mulberry, Balenciaga და Vera Wang-ის ჩვენებებში.

imageimageimage




3. Chantel Brown Young.

კანადელი მოდელი Chantel Brown Young-ი ცნობილია Winnie Harlow-ის ფსევდონიმით. მისი უცნაურობა კი პიგმენტური ლაქებია კანზე, რომელსაც 3 წლიდან განიცდის. მისი ორი ტონალობის კანი კი იძლევა მეტად ეფექტურ ფოტოსესიას შესაბამის პრინტებთან ერთად. ამჟამად არის ბრენდული ტანსაცმლის Desigual-ის მწარმოებელი.

imageimageimageimageimageimage





4. Diandra Forrest.

ზანგი ალბინოსის ტუჩებისა და მაღალი შუბლით თუ ვიმსჯელებთ, ამართლებს ნაციონალიზმს, თუმცა თმისა და კანის ფერის გამო არავინ იტყვის ამას. დიანდრა დაიბადა ბრონქსში- New York-ის ტერიტორიაზე. სკოლის პერიოდში იტანდა უამრავ დაცინვას და შვებას მხოლოდ სახლში პოულობდა. მისი ძმაც ალბინოსია. 2009 წლიდან იგი გახდა ფრანგული და ამერიკული სააგენტოების მოდელი. მალევე შენიშნეს ბრენდებმა- MAC, Mirza Mperial, Norma Ishak-მა და Beyoncé-მ კი საკუთარ კლიპ "Pretty Hurts"-ში გადაიღო.

imageimageimageimage






5. Маша Тельна.

მაშა წარმოშობით უკრაინელი მოდელია საოცრად დიდი ზომის თვალებით, რომელიც ბევრი მხატვრის მუზას წარმოადგენს, ვინაიდან მის თვალებში მათ შეუძლიათ გააცნობიერონ ნებისმიერი რამ, თუნდაც ყველაზე ექსტრემალური სილამაზის იდეა. მაშა დაიბადა ხარკოვში და პირველი ფოტოსესიაც სწორედ იქ ჰქონდა. როდესაც დაიბეჭდა რამოდენიმე უკრაინულ პრიალა ყდაზე (ჟურნალი) მისი ფოტო, მაშინვე გაემგზავრა მიწვევით საფრანგეთში- პარიზის მაღალი მოდის Givenchy, Nina Ricci, Dries Van Noten და YSL-ის პოდიუმზე.

imageimageimageimage






6. Lily McMenamy.

ლილის ფიზიკური კრიტერიუმებიც სულაც არ შეესაბამება მოდელის პარამეტრებს, თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ მას აქვს დიდი პირი და კბილები; ამოშვერილი ქუთუთოები და უშნო ცხვირი, მაინც დაიპყრო მსოფლიო მოდის პიდიუმი. მისი წარმატება ამ სფეროში კი მისი დედის, ცნობილი ამერიკელი მოდელის Kristen McMenamy-ს დამსახურებაა, გაუკაფა შვილს გზა და ლილიც გულმოდგინედ ასპარეზობს მსოფლიო მოდის სამყაროში.

imageimageimageimageimage





7. Daphne Self.

85 წელს გადაცილებული, გასული საუკუნის 50-ნი წლების ბრიტანელი მოდელი დღესაც დგას პოდიუმზე. იგი კატეგორიულად წინააღმდეგია პლასტიკური ქირურგიის და ბერდება ბუნებრივად. 2012 წელს მიღებული აქვს მონაწილეობა Dolce & Gabbana-ს შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაში და იღებს მაღალ ჰონორარს წამყვანი ბრენდებისგან.

imageimageimageimageimage




8. Erika Ervin.

Amazon Eve-ს ფსევდონიმით ცნობილი ერიკა მსოფლიოს ყველაზე მაღალ მოდელად ითვლება, რომლის სიმაღლე შეადგენს 205 სმ-ს, ხოლო წონა კი 100 კგ-ზე მეტია. 14 წლის ასაკში ის უკვე 177 სმ-ი იყო. ამჟამად "გოლიათი" მოდელი ცდილობს წონაში დაკლებას, რათა მიიღოს მონაწილეობა ფოტოსესიაში Playboy-ს ჟურნალისათვის.

imageimageimageimage



P.S. ისე ცნობისათვის, სტატია ჩემია და ავტვირთე ბოლო მარტის 31 რიცხვში, ახალი ადმინისტრაციის მოსვლის დროს კი ტექნიკურმა სამუშაოებმა დაბლოკა სტატიასთან არსებული ყველა ფოტო, ვინაიდან და რადგანაც ვერ გამოასწორეს ხარვეზი, რაზეც ადრე 2-ჯერ განვაცხადე, გადავწყვიტე სტატიის ხელახლა ატვირთვა და აქამდე ვინ, როდის და რა საიტზე წაიღო ჩემი სტატია, რაც ხშირად ახასიათებთ, ნაკლებად მადარდებს. ესეც ფოტო-ფაქტი, რომ სტატია ნამდვილად ჩემია.

image


1561
11-ს მოსწონს
120
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
8 იანვარი, 13:54
დიდი მადლობა.
8 იანვარი, 12:24
გავაზიარე
0 1 2
კოსმეტიკასთან დაკავშირებული შემაძრწუნებელი ფაქტებიკოსმეტიკასთან დაკავშირებული შემაძრწუნებელი ფაქტები
კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე სილამაზე "მსხვერპლს მოით...
13 "უდანაშაულო" ფოტო, რომლებიც პიკანტური აზრებისკენ გვიბიძგებს13 "უდანაშაულო" ფოტო, რომლებიც პიკანტური აზრებისკენ გვიბიძგებს
რა უცნაურია ადამიანი... ძალიან ხშირად ჩვენივე ქვ...
მარიამ მღებრიშვილი:მიდი და ჩააბარე აღსარება ასეთებს!!!"მარიამ მღებრიშვილი:მიდი და ჩააბარე აღსარება ასეთებს!!!"
სოციალურ ქსელში მოქალაქე მარიამ მღებრიშვილმა გაასაჯაროვ...
ცნობილი მოდელების საახალწლო  ფოტოები ინსტაგრამიდანცნობილი მოდელების საახალწლო ფოტოები ინსტაგრამიდან
ცნობილი სუპერმოდელების საახალწლო ფოტოები ინსტაგრამიდან, მოდ...
სად გაქრა ანანო მჟავია და ვის წაართვა მან ქმარისად გაქრა ანანო მჟავია და ვის წაართვა მან ქმარი
ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღარალი და "ჯეოსტარის" თანაწამყვან...
საშინლად ლამაზი მოდელები.....საშინლად ლამაზი მოდელები.....
მსოფლიო მიჩვეულია ადრიანა ლიმას და სინდი კროუფორდის მსგავს ულამაზეს მოდელებს, მ...
ნამდვილი შოკი-ვისი ქალიშვილია ამ ფოტოზენამდვილი შოკი-ვისი ქალიშვილია ამ ფოტოზე
წარმოიდგინეთ ასეთი სურათი-გაიცანით მამაკაცი, სრულიად ნორმალური, გაქვთ უ...
უცნაური მოვლენები დედამიწაზე, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ ხსნიან..უცნაური მოვლენები დედამიწაზე, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ ხსნიან..
დედამიწა მრავალფეროვანია, უცნაური და დღემდე ა...
ნაპოვნია გოგონა ,რომელიც 2600 წლის წინ ცხოვრობდა.ნაპოვნია გოგონა ,რომელიც 2600 წლის წინ ცხოვრობდა.
გერმანელმა კრიმინალისტებმა და ანტროპოლოგებმა შესძლეს 16-17 წლ...
ვლადიმერ კლიჩკოს ყოფილი შეყვარებული აღარ ხუმრობსვლადიმერ კლიჩკოს ყოფილი შეყვარებული აღარ ხუმრობს
ალბათ ზედმეტია გამცნოთ თუ ვინ არის ვლადიმერ კლიჩკო, რადგანაც ...