x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილი სიმბოლოები აქამდე უცნობი და უკვე დაკარგული მნიშვნელობებით
სანამ სტატიის უმთავრეს თემაზე გადავიდოდე, რომლის მიზანია გამცნოდ ცნობილი სიმბოლოების აქამდე უცნობი მნიშვნელობები, ორიოდე სიტყვით განგიმარტავთ თუ რას ნიშნავს სიტყვა "სიმბოლო". სიმბოლო (ბერძნ. σύμβολον „ნიშანი“) — გრძნობად-აღქმადი ობიექტი, რომელსაც შეთანადებული აქვს ნებისმიერი ბუნების სხვა ობიექტი, როგორც მისი მნიშვნელობა. არ არის აუცილებელი, რომ სიმბოლო ჰგავდეს თავის მნიშვნელობას. სიმბოლოს მნიშვნელობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური საგანი ან მოვლენა, ისე აზროვნებისეული ობიექტი — საგანთა თვისება, საგნობრივი ვითარება. სიმბოლო აღქმად-მატერიალურ სახეს აძლევს აზროვნების პროცესებს და ამით ქმნის ცოდნის დაგროვებას, შენახვისა და გადაცემის საშუალებას. ზოგჯერ სიმბოლოს იყენებენ „პირობითი ნიშნის“ სინონიმად და განსაზღვრავენ მას, როგორც აშკარა შეთანხმებით შემოღებულ ნიშანს.

image


მაშასადამე სიმბოლოს გააჩნია გარკვეული მნიშვნელობა, რომლებიც დროდადრო, საუკუნეების მანძილზე ღონისძიებებისა თუ სხვა ფაქტორების გავლენის შედეგად იცვლებოდა. ეხლა სწორედ, რომ ამ სიმბოლოთაგან ისეთები უნდა გამცნოდ, რომლებმაც დღეს უკვე დაკარგეს საკუთარი მნიშვნელობა.




1. დავითის ვარსკვლავი.

დავითის ვარსკვლავი ექვსკუთხა ფიგურაა, სადაც ორი ტოლგვერდა სამკუთხედის გადაკვეთა ქმნის ვარსკვლავის ფორმას. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ყველაზე მაიდენტიფიცირებადი, იუდაიზმის გამომხატველი სიმბოლოა, თუმცა განსხვავებით იმ ელემენტებისგან, როგორებიცაა მენორა და შოფარი, ის არ არის ებრაული. სანამ გახდებოდა ებრაული სიმბოლო, ფიგურირებდა ბუდიზმსა, ინდუიზმსა და ჯაინიზმში. ყველაზე ხანგრძლივად კი მას გამოიყენებდა ინდუიზმი, რომელიც მათთვის ქმნიდა ანახატს- მეოთხე ძირითად ჩაკრას (ჩაკრა- ინდუიზმში ადამიანის სხეულის ენერგეტიკული ცენტრი). არ არის ცნობილი ამ სიმბოლოს გამომგონებლებს ჰქონდათ თუ არა საერთო წარმომავლობა და მიუხედავად იმისა, რომ არ არის ებრაული წარმომავლობის, როგორც სიმბოლო ოფიციალურად ებრაელმა ხალხმა 1897 წელს აღიარა.
image






2. იხტისი.

საზოგადოების უმეტესი ნაწილი იხტისს აღიარებს, როგორც "იესოს თევზის" სიმბოლოს. ხშირად ვხედავთ სტიკერებზე, ბამპერებსა და ტაბლოიდებზე ამ სიმბოლოს, რომელსაც საკმაო ძლიერი ქრისტიანული დატვირთვა აქვს. იმ დღეებში, როდესაც რომაელები ქრისტიანებს დევნიდნენ, ქრისტიანები გამოიყენებდნენ ამ საიდუმლო სიმბოლოს ერთმანეთის საცნობად. უფრო კონკრეტულად კი, როდესაც ორი უცხო ქრისტიანი ხვდებოდა ერთმანეთს, ერთი მათგანი ხატავდა ერთ რკალს, შესაბამისად კი თუ მეორე მათგანიც ქრისტიანი აღმოჩნდებოდა, დახატავდა მეორე რკალს. თუმცა ამ სიმბოლოს ასევე სხვადსხვაგვარად განმარტავდა წარმართული კულტურები- ასოცირდებოდა სიუხვით; სიმბოლო ეკუთვნოდა "დიდ დედას" და აღნიშნავდა "საშვილოსნოს". დროთა განმავლობაში კი დაკარგა სიმბოლომ პრაქტიკულობა და "დარვინის თევზობა", რომელსაც აქვს ფეხები და პაროდიების წყალობით გახდა კვლავ პოპულარული.

image






3. წმ პეტრეს ჯვარი.

წმ პეტრეს ჯვარი ან ინვერსიული ჯვარი (ამობრუნებული) მთელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ანტიქრისტიანული სიმბოლოა, თუმცა ოდესღაც ყველაზე ქრისტიანულ სიმბოლოს წარმოადგენდა. როდესაც პეტრეს სიკვდილით დასჯას აპირებდნენ ჯვარზე გაკვრით (იმ დროისათვის ჯვარზე გაკვრა სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო), იგი ფიქრობდა, რომ არ იყო ასეთი სიკვდილის ღირსი იესოს მსგავსად წაღმა ეცვათ ჯვარს და ითხოვა ჯვარზე თავდაყირა გაეკრათ, რის შემდეგაც ამობრუნებული ჯვარი თავმდაბლობის გამომხატველი გახდა. ბევრი ტაძრის ხატზე შეამჩნევთ ჯვარს ასეთ მდგომარეობაში, თუმცა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები სატანას ეთაყვანებიან. მოგვიანებით კი საშინელებათა ჟანრის ფილმებში სატანისტურ დარგში ხშირად იწყეს ამობრუნებული ჯვრის გამოიყენება, სადაც ის აღნიშნავს ანტი-ავტორიტარიზმს.

image





4. ჩონჩხის ქალა ძვლებით.

ამ სიმბოლოს ორი მნიშვნელობა გააჩნია, რომელიც დღეს ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის. ერთის მხრის ის აღნიშნავს "შხამს"- შხამქიმიკატებს და აკრძალვას; ხოლო მეორეს მხრივ კი ისტორიულად მეკობრეებს, რომლებიც თავიანთი გემების აფრებზე ხატავდნენ. ამ ყოველივეზე ადრე კი ესპანელები ხატავდნენ სასაფლაოებზე, დღეს კი უძველეს ტაძრების ფრესკებზეც შევამჩნევთ. ( აქვე კი მინდა დავამატო ჩემი მოძღვარის- მამა შოთას ქადაგებიდან, რომ ქრისტიანულ მართლმადიდებლურ, მაცხოვრის ჯვარცმის ზოგიერთ ხატზეც ნახავთ ჯვრის ქვეშ ჩონჩხის ქალასა და ძვლებს, რომელიც პირველი ადამიანის- "ადამის" თავისქალას წარმოადგენს, რომელიც სწორედ რომ გოგლგოთას მთაზე (გოლგოთა ქართულად ნათხემს ნიშნავს) იქნა დაფლული სემის მიერ და უფლის დიდებითა და განგებით სწორედ იქ მოხდა საუკუნეების შემდგომ ჯვარცმა მაცხოვრისა, რომლის მიერ დანთხეული სისხლით განიწმინდა ადამის მოდგმა და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა. ) ნათელი მაგალითისთვის, მათთვის ვისაც შემჩნეული არ გქონდათ- ხატსაც დავდებ.


imageimage




5. "საპარიკმახერო" სვეტი.

ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ "საპარიკმახეროების" გარეთ სვეტებია მათი აღმნიშვნელი, რომელიც შეფერილია თეთრი და წითელი ფერებით- სპირალისებურად, თუმცა ცოტა თქვენგანმა თუ იცის რას აღნიშნავს სინამდვილეში ეს სიმბოლო. მთელი ისტორიის მანძილზე საპარიკმახერომ უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე ჭრიდა თმას და წვერს. "პარიკმახერებად" უმეტესად ქირურგები მუშაობდნენ, რომლებიც სამედიცინო დახმარებასაც უწევდნენ ადამიანს, ძირითადად კი თავის ძლიერი ტკივილების დროს ახდენდნენ სისხლდენას, რომელიც შეასუსტებდა ტკივილს და ამ ყველაფერს აკეთებდნენ სრულიად უსტერილოდ და გაუტკივარების გარეშე, სამედიცინო ბაფთების (ბინტი) და სუფთა პირსახოცების გამოყენებით. დასვრილ ბაფთებს კი გამოკიდებდნენ იმის აღმნიშვნელად, რომ ამ დაწესებულებაში- "საპირიკმახეროში" შეგეძლოთ ამ პროცედურის ჩატარება ტკივილებისგან თავის დაღწევის მიზნით, შემდეგ კი დაიხვეწა "რეკლამა" და სისხლიანი ბაფთები თეთრ-წითელ სპირალისებრი ზოლების სვეტმა ჩაანაცვლა. მართალია დღეს გადაშენდა ეს პროცედურა, თუმცა სვეტები მაინც ძველი ხასიათის ფერებშია.

image







6. სიმბოლო OK.

ყველასთვის კარგად ნაცნობი ჟესტი, რომელიც დღევანდელ პრაქტიკაში ხშირად იხმარება იმის გამოსახატად, რომ ყველაფერი კარგად არის, ზოგიერთ ქვეყანაში სულაც არ აღნიშნავს დადებით ვითარებას და ამიტომ მათი ყველგან გამოყენებით თავი უნდა შეიკავოთ, ვინაიდან ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ის შეურაცხმყოფელი ჟესტია, რომელსაც იყენებენ "ნულოვანი" ადამიანის მიმართ. თუმცა ნამდვილად გააჩნია დადებითი კონოტაცია, რადგან ჟესტს ინდუიზმსა და ბუდიზმში რიტუალებში იყენებდნენ და სწავლულსა და ექსპონატს აღნიშნავდა.

image




7. თხის ჟესტი.

ჩვენს დროში თხის და ეშმაკის რქებს ჟესტად მძიმე მეტალის კონცერტებზე თუ შეხვდებით, თუმცა ბევრმა თქვენგანმა ალბათ არც იცის თუ რას აღნიშნავს ეს სიმბოლო და რქები სულაც არ აღნიშნავს სატანას. ბევრ ქვეყანაში მას გააჩნია ვულგარული მნიშვნელობა, ხოლო ბალტიისპირა ქვეყნებში კი კონფლიქტური ურთიერთობის გამომხატველია.

image





8. კადუციის სიმბოლო.

ხშირად დაგაბნევთ ეს სიმბოლო, რომელიც გხვდებათ როგორც რაიმე ორგანოზაციებში, ასევე ჯანადაცვის- ექიმების პრაქტიკაში. ფრთებიან სვეტზე შემოხვეული ორი გველი არის შეცდომა, ვინაიდან ძველმა ბერძენმა მეფემ ვინმე ასკლეპიოსმა, რომელსაც ჰყავდა ორი ქალიშვილი ჰიგეა და პანაცეა და წარმოადგენდნენ მედიცინის ფუძემდებლებს, შექმნეს მხოლოდ ერთი სიმბოლო- ფინჯანზე შემოხვეული გველი, რომელიც ჯანმრთელობის ხასიათს ატარებდა მხოლოდ.

imageimageimage




9. მშვიდობის სიმბოლო.

ყველაზე მტკიცედ კონტრკულტურებისა და "ხიპების" მოძრაობას აკავშირებდა ერთმანეთთან ეს სიმბოლო 1960 წელს, თუმცა არის უძველესი წარმოშობის და წარმოადგენს სასოწარკვეთილი, შეშინებული ადამიანის მდგომარეობას, რაც გამოიწვია ბირთვული იარაღის გამოყენების მცდელობამ.

image




10. სვასტიკას სიმბოლოები.

დასავლეთის ქვეყნების ადამიანები მიიჩნევენ, რომ სვასტიკა ნაცისტურ მნიშვნელობას ატარებს, თუმცა ეს უნივერსალური სიმბოლო ერთ-ერთი უძველესია, რომელსაც ღრმა ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია. ის წარმოადგენს ბუდიზმის, ინდუიზმის და ჯაინიზმის რელიგიების მნიშვნელოვან სიმბოლოს და ბერძნების, ეგვიპტელების, რომაელებისა და კელტების ცივილიზაციას ატარებს. მასზე ასევე გამოსახულია ჭურჭელი, რომელიც წინ უსწრებს ისტორიას. ძველი აღწერილობით კი პირველად ის გამოჩნდა ინდუიზმში და გამოხატავდა ღმერთ ვიშნუს. თუმცა სიმბოლოებს განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ როტაციიდან გამომდინარე. დღევანდელ დროშიც შევხვდებით მას, მაგალითად ძველი ირლანდიის სამრეცხაოში; დანიაში- Carlsberg-ში ლუდსახარშში; ფინეთისა და ლატვიის სამხედრო-საჰაერო ძალებში.

image





P.S. ისე ცნობისათვის, სტატია ჩემია და ავტვირთე ბოლო აპრილის 7 რიცხვში, ახალი ადმინისტრაციის მოსვლის დროს კი ტექნიკურმა სამუშაოებმა დაბლოკა სტატიასთან არსებული ყველა ფოტო, ვინაიდან და რადგანაც ვერ გამოასწორეს ხარვეზი, რაზეც ადრე 2-ჯერ განვაცხადე, გადავწყვიტე სტატიის ხელახლა ატვირთვა და აქამდე ვინ, როდის და რა საიტზე წაიღო ჩემი სტატია, რაც ხშირად ახასიათებთ, ნაკლებად მადარდებს. ესეც ფოტო-ფაქტი, რომ სტატია ნამდვილად ჩემია.

image

image

6
2059
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2059
  
2016, 13 იანვარი, 14:51
იინ :*
2016, 13 იანვარი, 14:44
შრომისმოყვარე ავტორის არაჩვეულებრივი სტატია
2016, 8 იანვარი, 13:53
ლეელ
2016, 8 იანვარი, 13:53
მადლობა ალექს ;)
2016, 8 იანვარი, 12:38
ნამდვილად, ძალიან საინტერესო სტატიაა!!!
2016, 8 იანვარი, 12:23
ძალიან მაგარია
0 1 6