x
სიბრძნის კონა – III ნაწილი. მოკლე იგავების კრებული
7 იანვარი, 20:34

image

image

მეგობრები და მტრები

imageმეფემ თავის მმართველს დაავალა, რომ ყველა სასახლე და მიწები მოევლო და მასთან შობაზე, რაც შეიძლება მეტი მეგობარი დაეპატიჟა.
მმართველმა მართლაც მოიარა სასახლეები და მიწები, მაგრამ მეგობრების ნაცვლად, მისი მტრები დაპატიჟა. როდესაც მეფემ ისინი დაინახა, კინაღამ გული შეუღონდა და გაკვირვებულმა ჰკითხა, თუ რატომ მოიქცა ის ასე. მმართველმა კი უპასუხა:
— თქვენი მეგობრები, მეფეო, თქვენთან ნებისმიერ დროს მოდიან და თქვენ მათ ყოველთვის სიხარულით ღებულობთ. მაგრამ როდესაც შემთხვევით ხვდებით თქვენს მტრებს, თქვენი სახე შავი ღრუბელივით მოღუშული ხდება. სწორედ ამიტომ დავპატიჟე ეს ადამიანები, რომ როდესაც ისინი თქვენს ალერსიან სახეს დაინახავენ და თქვენთან ერთად ამ საზეიმო სუფრას მიუსხდებიან, ისინი მეგობრებად გადაიქცევიან.


imageimageგლეხი და ადამიანი ჩალმით

imageერთ გლეხს სიგელი ჰქონდა, რომელიც თურქულ ენაზე იყო შედგენილი. ის კარგა ხანს ეძებდა ადამიანს, ვინც ამ სიგელის წაკითხვას შეძლებდა! მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ვერავინ იპოვა. როგც იქნა, ის ერთ ხანშიშესულ კაცს შეხვდა, რომელსაც ქათქათა თეთრი ჩალმა ეხურა.
— ბატონო, კეთილო ბატონო! — მიმართა მან ჩალმიანს. — ძალიან გთხოვთ, მითხარით, აქ რა წერია?
— არ შემიძლია, შვილო, ამის წაკითხვა, — უპასუხა კაცმა, მას შემდეგ, რაც ქაღალდს დახედა. — არა, არ შემიძლია! ეს ენა არ ვიცი!
— ეს როგორ — თქვენ ჩალმას ატარებთ, კითხვა კი არ იცით?
— თუ, საქმე მხოლოდ ჩალმაშია, აიღე ის, შვილო, — დაიხურე და წაიკითხე შენი სიგელი!


image
image

გუგული და თევზები

image

ერთხელ, ფრინველები შეიკრიბნენ და დაიწყეს ერთმანეთის კრიტიკა და ნაკლოვანებებზე მითითება. ერთს ერთი რამისთვის კიცხავდნენ, მეორეს - მეორესთვის და ყველამ, ვინც რამეში დაადანაშაულეს, აღიარა შეცდომა და გამოსწორების პირობა დადო. მივიდა რიგი გუგულამდეც.
— ეჰ, გუგულო, გუგულო, შენ ყველაზე მეტად უნდა გრცხვენოდეს, შენ ხომ შენს კვერცხებს სხვის ბუდეებში დებ!
ყველას ეგონა, რომ ის სირცხვილისგან თავს დახრიდა და თავის დასაცავად, ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ შეცდნენ. გუგული გაიფხორა და ნისკარტი გააღო:
— დიდი ამბავი! თქვენ მე მსაყვედურობთ, რომ მე სხვის ბუდეებში ვდებ კვერცხებს, ხოლო თევზებს არაფერს ეუბნებით, ისინი ხომ თავიაანთ ქვირითს, საერთოდ, წყალში ყრიან.
— მაგაზე ნუ დარდობ, გუგულო, — უთხრა ერთმა ხნიერმა ფრინველმა, რომელმაც გუგულის არაერთი ბარტყი გამოჩეკა, — ჩვენ რომ თევზების შვილების გამოკვება გვიწევდეს, მაშინ თევზებსაც მოვთხოვდით პასუხს!


image
image

ორი მათხოვარი მეჩეთთან

image

კაიროში, მეჩეთის სიახლოვეს, ორი მათხოვარი იჯდა. თითოეულის წინ ჭიქა იდგა ხურდა ფულისთვის და დაფა, რომელზეც ერთს ეწერა: «დაეხმარეთ გაჭირვებულ ებრაელს», ხოლო მეორეს: «მოწყალე ალაჰის სახელით, დაეხმარეთ არაბს, რომელიც ისრაელთან ბროლის დროს დაიჭრა».
მეჩეთიდან გამოსულები, დემონსტრაციულად ჩაუვლიდნენ ხოლმე ებრაელს და მონეტებს არაბს უყრიდნენ ჭიქაში.
ერთი ტურისტი, რომელმაც ებრაელის წინ მდგარი ცარიელი ჭიქა დაინახა, მივიდა მასთან და უთხრა:
— მომისმინე, წარწერა შეცვალე, თორემ მშიერი დარჩები - დაწერე, რომ არაბი ხარ.
როდესაც გამვლელი წავიდა, ებრაელი მიბრუნდა თავის მეზობლისკე და უთხრა:
— გესმის, იზია (ებრაული სახელი)? ეს ტიპი გვასწავლის ჩვენ კომერციას!



image


სპილოს გამყიდველი



ერთმანეთს ორი მეგობარი შეხვდა. ერთი მეორეს უყვება:
— ცოტა ხნის წინ, პატარა სპილო ვიყიდე. ახლა ჩვენი ცხოვრება ზღაპარს დაემსგავსა: ის ისეთი საყვარელია, ბავშვებს ზურგით ასეირნებს, ხორთუნით ბუჩქებს რწყავს, სახლშიც გვეხმარება, ცოლს მოსწონს, ბავშვები აღფრთოვანებულები არიან...
— მომყიდე, — სთხოვა მეორემ.
— არა, არ შემიძლია. ის უკვე ოჯახის წევრივით არის.
— ძალიან გთხოვ, — დაყოლიება დაუწო, ყიდვის სურვილით ანთებულმა, მეგობარმა.
— კარგი წაიყვანე!
ერთი კვირის შემდეგ, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს:
— აბა, რა ხდება? — დაინტერესდა სპილოს ყოფილი მეპატრონე.
— ყველაფერი ძალიან ცუდად არის: ძალიან ბევრს ჭამს, მთელი ბუჩქები გაგვიგლიჯა, ბავშვები შეშინებულები არიან, ცოლი ისტერიკაშია…
— ჰო, ასეთი განწყობით, შენ სპილოს ვერ გაყიდი — დაასკვნა სპილოს ყოფილმა პატრონმა.

image

image

ორი ბაყაყი

image

ორი ბაყაყი, როდესაც მათი ჭაობი დაშრა, ახალი საცხოვრებლის მოსაძებნად წავიდნენ. მივიდნენ ისინი ერთ ჭასთან. ერთს დიდ ხანს არ უფიქრია და შიგნით ჩახტა. ხოლო მეორემ თქვა:
— ამ ჭაშიც რომ დაშრეს წყალი, იქიდან როგორ ამოვალთ?
მორალი: არასოდეს არ უნდა მოკიდოთ ხელი საქმეს, ვიდრე ყველაფერს კარგად არ გაანალიზებთ.

image

image

გლეხი და განძი

image

გლეხი კვდებოდა და სურდა, რომ თავისი შვილები კარგი მევენახეები გამხდარიყვნენ. დაუძახა მათ და უთხრა:

— შვილებო, ერთი ვაზის ძირში, განძი მაქვს დამარხული.
და მოკვდა. კონკრეტულად სად იყო განძი, იმის თქმა ვერ მოასწრო.

როგორც კი შვილებმა ყველა წესის დაცვით, უკანასკნელი ვალი მოიხადეს მამის წინაშე, აიღეს ბარები და თავიანთი ნაკვეთი, მთლიანად გადაბარეს. განძი ვერ იოპვეს, სამაგიეროდ, დაბარულ ნაკვეთზე, ყურძნის იმხელა მოსავალი მიიღეს, რომ მამის მიერ ნათქვამ, განძის თანხას, ბევრად აღემატებოდა.
აქედან, დასკვნა: შრომა — განძი არის ადამიანებისთვის.

107
7-ს მოსწონს
3
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ზარი ღმერთისგანზარი ღმერთისგან
ერთხელ, შაბათ საღამოს, ვიდრე სახლში წავიდოდა, პასტორმა ცოლთან დარეკვა გადაწყვიტა. უკვე საღამ...
არაბული სიურეალიზმიარაბული სიურეალიზმი
სიურეალიზმი 1920-იან წლებში ცამოტალიბდა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. პირველი მანიფესტი გა...
30 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ30 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ
30 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ ...
რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?
ერთხელ მეფე არტური სხვა მეფემ დაიჭირა და ციხეში ჩასვა. შემდეგ, შეეცოდა და უთხრა,...
იგავი კაცის და გველის მეგობრობაზეიგავი კაცის და გველის მეგობრობაზე
ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ერთი ძალიან ღარიბი კაცი. ამ კაცს ჰყავდა ერთი ბიჭ...
ყველაზე ძვირფასი  ქვეყანაზეყველაზე ძვირფასი ქვეყანაზე
ერთ პატარა ბიჭს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოხუც მეზობელთან. მაგრა...
ყველაზე  ძლიერი ამ ქვეყანაზეყველაზე ძლიერი ამ ქვეყანაზე
ერთხელ ღამით, გარიჟრაჟამდე ცოტა ხნით ადრე, მეფე შაპურს, რომელიც საწოლში იწვა, ...
ჟევოდანის მხეცის საიდუმლოებაჟევოდანის მხეცის საიდუმლოება
ეს ისტორია ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბით დაიწყო. 1764 წლის 1-ელ ივნისს სოფელ ლან...
თერთმეტი  ყველაზე  ცნობილი   აკრძალული წიგნითერთმეტი ყველაზე ცნობილი აკრძალული წიგნი
ფართო აუდიტორიის წასაკითხად გამიზნული თითოეული წიგნი ადრე თუ გვიან...
ექვს სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთექვს სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ
ერთხელ, ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა ძალი...
სიყვარულის გამო გაღებული უდიდესი მსხვერპლისიყვარულის გამო გაღებული უდიდესი მსხვერპლი
უსინათლო გოგონას, იმის გამო, რომ უსინათლო იყო, საკუთარი თავი სძულ...