x
კოსმეტიკასთან დაკავშირებული შემაძრწუნებელი ფაქტები
8 იანვარი, 9:33

image


კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე სილამაზე "მსხვერპლს მოითხოვდა, " ამასთან, ზოგჯერ მხოლოდ ტკივილითა და ტანჯვით არ შემოიფარგლებოდა –საქმე სიკვდილითაც კი მთავრდებოდა.


ადმიანები კოსმეტიკას ათასობით წლის წინ, ჩვ.წ. აღ.-მდეც იყენებდნენ, რომელიც შეიცავდა ყველა ტიპის ტოქსიკურ ნივთიერებებს, მათ შორის ტყვიას, ვერცხლისწყალსა და დარიშხანს. მსგავსი სახის კოსმეტიკის აკრძალვა ზოგიერთ ქვეყნებში 20-ე საუკუნის შუა ხანებში დაიწყეს. სტატიაში მოგითხრობთ იმ შემაძრწუნებელ კოსმეტიკურ საშუალებებზე, რასაც ადამიანები სილამაზისთვის იყენებდნენ.


საცხი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის (ზეთი და ბალზამი )


image


ჩვ.წ. აღ.-მდე უძველეს ეგვიპტეში კოსმეტიკას დიდ პატივს სცემდნენ. ქალები და კაცებიც კი მაკიაჟს ატარებდნენ, იყენებდნენ ფერუმარილის, ტუჩსაცხისა და თვალის კონტურის ძველებურ ვარიანტებს. კოსმეტიკას მხოლოდ ესთეტიური დატვირთვა არ ჰქონდა; ზეთები და საცხები კანს მცხუნვარე მზისა და ქარისგან იცავდა. ლხინის დროს ყველა სტუმარს მსახურები თავზე არომატიზებულ ცხიმს უსვამდნენ, რომელიც დნებოდა, სახეზე ჩამოდიოდა და ამით გამაგრილებელ ეფექტს იძლეოდა.


ტყვიის შემცველი თვალის ფანქარი


image

სტიბიუმი, უძველეს დროში პოპულარული კოსმეტიკური საშუალება იყო, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ეგვიპტურ და ინდურ კულტურებში თვალებისა და წარბების გამოსაკვეთად. ამ ნაერთს ამზადებდნენ ნახშირბადის, ტყვიისა და განსაკუთრებული ცხიმისგან. თვალის ირგვლივ მგრძნობიარე კანის წყალობით ამ ნივთიერებებს სწრაფად იწოვდა ორგანიზმი, დროთა განმავლობაში კი იწვევდა გაღიზიანებას, უძილობასა და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას.


შავი კბილები და თეთრი სახე


image


იაპონელი გეიშების ტრადიციული მაკიაჟი 18-ე საუკუნიდან არის ცნობილი. თუმცა, დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ მე-8 საუკუნიდან, იაპონიაში სილამაზის სტანდარტები დაადგინეს, რომელიც სახის გათეთრებას გულისხმობდა.


გარდა ამისა, არსებობდა ოჰაგუროს (ohaguro) ტრადიცია, რომლის თანახმადაც, არისტოკრატები (ძირითადად გათხოვილი ქალები) კბილებს იშავებდნენ. საღებავი, რომელსაც კბილების შესაღებად იყენებდნენ ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა ტოქსიკური გამხდარიყო. სახეს ბრინჯის ფქვილით ითეთრებდნენ, თუმცა, ზოგჯერ იქ ფრინველის სკორეს (ფეკალია) უმატებდნენ უფრო თეთრი ტონის მისაღებად.


ტყვიის შემცველი პუდრა სახისთვის

image


ძველ საბერძნეთში ფერმკრთალი სახე ლამაზად ითვლებოდა, ამიტომ ქალები მსგავსი ეფექტის მისაღებად სახეზე ტყვიის შემცველ პუდრას ისმევდნენ, რომელიც კოროზიას იწვევდა, მაგრამ ქალები კვლავ იყენებდნენ მას, გაჩენილი ლაქების დასაფარად. ტყვიის პუდრას შესაძლოა ასევე უნაყოფობისა და სიგიჟის პროვოცირება მოეხდინა. ძველმა რომაელებმა მოგვიანებით გადაიღეს ამ კოსმეტიკური საშუალების გამოყენება, მაგრამ მის შემადგენლობაში წითელი ტყვია დაამატეს, იმ მიზნით რომ ვარდისფერი ბრწყინვალების ეფექტი მიეღოთ.


ახალგაზრდობის ნიღაბი


image


მაკიაჟმა ტყვიის შემცველი პუდრას გამოყენებით ახალი პოპულარობა 16 საუკუნეში შეიძინა. დედოფალმა ელისაბედ I "ახალგაზრდობის ნიღბით" გაითქვა სახელი –სახის უჩვეულოდ თეთრი ფერით. ზოგიერთი ქალბატონი კვერცხლის ცილასაც კი ისმევდა კანზე, სასურველი სითეთრე რომ მიეღო. თეთრი კანი მაღალი საზოგადოების სიმბოლოს წარმოადგენდა, რადგან ადამიანებს დაბალი ფენებიდან სამუშაოს გამო ღია ცის ქვეშ უწევდათ ყოფნა, რის გამოც მათი კანი უფრო მუქი შეფერილობის იყო.


ცხიმიანი თმა

image


ეს მოდა მე-18 საუკუნეში გავრცელდა. იმ პერიოდის ქალბატონები, მაგალითად, საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა, გამოირჩეოდნენ უჩვეულოდ მაღალი თმის ვარცხნილობებით, რომლის გასაკეთებლად ხშირ შემთხვევაში ხისა და მავთულის აქსესუარებს იყენებდნენ. ასევე, ქალები იყენებდნენ ქონს, რომ ვარცხნილობის ფორმა შეენარჩუნებინათ და ამასთან, დიდი ხნის მანძილზე არ იბანდნენ თავს. ზოგიერთი ქალბატონი იძულებული იყო ღამით თავზე გალია ჩამოეცვა, იმ მიზნით რომ თმა ცხიმის სუნით გაღიზიანებული ვირთხებისგან დაეცვა.


დაბერების საწინააღმდეგო კრემი


image


სიბერე თუ ახალგაზრდა ასაკში სიკვდილი? ასეთი არჩევანის წინაშე იდგნენ ქალები, რომლებიც Laird-ის ანტიასაკობრივ გამათეთრებელ კრემს იყენებდნენ. იყიდებოდა, როგორც "კანის მოვლის გასაოცარი უსაფრთხო საშუალება, " სინამდვილეში კი შეიცავდა ტყვიის აცეტატსა და კარბონატს. 1869 წელს ამერიკულმა სამედიცინო ასოციაციამ კვლევის შედეგებიც კი გამოაქვეყნა, რომელიც კრემის ზემოქმედებას ასახავდა. მასში აღწერილი იყო ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლა, წონის დაკარგვა, გულისრევა, თავის ტკივილები, კუნთების ატროფია და დამბლაც კი. მის ალტერნატივას დარიშხანის შემცველი ტაბლეტები წარმოადგენდა.


წამწამების მკვლელი


image


მე-20 საუკუნის დასაწყისში ზოგიერთი ქალბატონი წამწამებისთვის მოცულობის მისანიჭებლად იყენებდა ტუშს. ზოგიერთები კი ხმარობდნენ LashLure -ის სიცოცხლისთვის მეტად სახიფათო საღებავს წარბებისა და წამწამებისთვის. მის ძირითად ინგრედიენტს ტოქსიკური ქვანახშირის კუპრი წარმოადგენდა. ამ კოსმეტიკურმა საშუალებამ გამოიწვია სულ ცოტა 16 დაბრმავების შემთხვევა და ერთი სიკვდილი, სანამ 1940 წელს პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარულმა ზედამხედველობის სამსახურმა არ ამოიღო ის მაღაზიებიდან.


ჭორფლის მოსაცილებელი ვერცხლისწყლის შემცველი კრემი


image


მე-20 საუკუნის დასაწყისში მოდის მიმდევრებმა ჭორფლებს ომი გამოუცხადეს, რისთვისაც კოსმეტიკურმა წარმოებამ შესთავაზა მათ ახალი "საოცარი საშუალება." მკვლევარები თვლიან, რომ ექიმი ბერის ჭორფლის საწინააღმდეგო კრემის შეფუთვა ცნობილ მფრინავს ამელი იერჰარტს ეკუთვნის. მსგავსი ტიპის პრეპარატები შეიცავდა 10-დან 15 პროცენტამდე ვერცხლისწყალს. მხოლოდ გასული საუკუნის 40-იანი წლებისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარულმა ზედამხედველობის სამსახურმა პრეპარატებში ვერცხლისწყლის შემცველობა 5%-მდე განსაზღვრა, ხოლო მისი გამოყენება 70-იან წლებში სრულიად აკრძალა.




401
10-ს მოსწონს
1-ს არა
6
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
მარადიული ახალგაზრდობის საიდულო ამოხსნილიამარადიული ახალგაზრდობის საიდულო ამოხსნილია
მეცნიერები დაამტკიცეს, რომ დაბერების პროცესის შეჩერებე , უკვე აღარ...
მხოლოდ ერთი მალამო აფთიაქიდან და ნაოჭები აღარაა!მხოლოდ ერთი მალამო აფთიაქიდან და ნაოჭები აღარაა!
ვინ თქვა, რომ ნაოჭებზე გამარჯვებისთვის მხოლოდ ძვირიანი პრეპარ...
საკვები სოდა უნაკლო სახის კანის მისაღებად. შედეგი გაგაოცებთ!საკვები სოდა უნაკლო სახის კანის მისაღებად. შედეგი გაგაოცებთ!
თუ სურვილი გაქვთ საგრძნობლად გაიუმჯობესოთ თქვენი კ...
მარტივი მეთოდი მაზოლის მოშორებისათვისმარტივი მეთოდი მაზოლის მოშორებისათვის
შრომის კვალს, ეგრეთ წოდებულ (მაზოლს) ადვილად გაგიქრობთ, ფოთოლი მცენარის...
სამხრეთ კორეის პლასტიკური ქირურგიის სასწაულებისამხრეთ კორეის პლასტიკური ქირურგიის სასწაულები
სამხრეთ კორეას უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელი აქვს პლასტიკური ქ...
აქტივირებული ნახშირი – არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავისთვის!აქტივირებული ნახშირი – არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავისთვის!
აქტივირებული ნახშირის საოცარი თვისება, ადსორბირება გაუკეთო...