x
"დღეს საქართველოში შობის აღნიშვნა არის ოკუპანტების მხარდაჭერა " - სკანდალურმა განცხადებამ საზოგადოება აღაშფოთა
7 იანვარი, 12:54

imageილიაუნის ყოფილი რექტორის, გიგი თევზაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მოკლე სტატუსი ნამდვილ სკანდალად იქცა.


"არ გეწყინოთ, მაგრამ, დღეს, საქართველოში, შობის აღნიშვნა, არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ." - წერს პროფესირო გიგი თევზაძე თავის გვერდზე.


image

აღნიშნულ განცხადებას, როგორც მოსალოდნელი იყო, მომხმარებლებისგან კრიტიკის ქარ-ცეცხლი მოჰყვა, რომელიც პოსტის ავტორის მიმართ უცენზურო და მუქარის შემცველ გამონათქვამებშიც კი გადაიზარდა.


"ამის დამწერი ორჯონიკიძეზე და ყორღანაშვილზე მურტალი ანტიქართული აზროვნების მატარებელია. გიგი თევზაძე, მოვა დრო და შენის"სულიერ ძმებთან" ერთად პასუხს აგებ იმ ნეობოლშევიკური საქმიანობისთვის რაც აქამდე გიკეთებიათ. თქვენ ხართ სარეველა."


"ეს არის დაავადება სახელად იდიოტიზმი, ანუ როცა გგონია რომ პროგრესულად აზროვნებ, არადა ძალზედ მარტივი ხარ, იმდენად მარტივი რომ ნებისმიერი შენი ფრაზოვნული გამოხატულება მიახლოვებულია იდიოტიზმთან! ზუსტად ამიტომაც ჰქვია ამ დაავადებას იდიოტიზმი!!!"


" უფრო ხშირად დაწერეთ ხოლმე თქვენი აზრები, გავერთობით მაინც ცოტას"


"უეჭველი ჯოჯოხეთში მოხვდება"


"ამ პოსტით შენ უფრო უჭერ მხარს ოკუპანტებს, ვინაიდან გამოდის რომ მართმადიდებლობა მათი რელიგიაა, კარგი იქნება თუ დააკვირდები რას წერ.." - ასეთია ყველაზე "რბილი" და კორექტული კომენტარები, რაც აღნიშნულ პოსტს მოჰყვა.


თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მიხვდნენ, რისი თქმა სურდა გიგი თევზაძეს ამ ერთი შეხედვით პროვოკაციული პოსტით:


Tini Katsitadze: "15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან, დღეს საღმოს შობის დღესასწაულს შეხვდება 5 - რუსეთის, საქართველოს, იერუსალიმის, სერბეთისა და პოლონეთის ეკლესიები.

კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ამერიკის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ქრისტეშობა 25 დეკემბერს იზეიმეს." და რატომ არა 25-ში?"


Tengiz Verulava: "ილია ჭავჭავაძეს თავის წერილში გარკვევით უწერია შობის თარიღი 25 დეკემბერი."


Shota Qemashvili : "დღემდე არის დავა მეცნიერებს შორის თუ რომელი კალენდარია სწორი გრიგორიანული თუ იულიუსის, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. როცა სასულიერო პირები და მრევლი შევა ეკლესიაში და დაწიყებს ლოცვას ამას შეიწწირავს უფალი მიუხედაად იმისა თუ როდის მოხდება ეს 7 იანვარს თუ 25 დეკემბერს. დღეს რა რიცხვია ეს მეცნიერების შესწავლის საგანია და რელიგიას ეს არ ეხება."






604
7-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
7 იანვარი, 20:19
უფლის შობას თუ არ აღნიშნავ ადამიანი და მის შემობრძანებას თუ სახლისა და გულის კარს არ გაუღებ, სხვა რაზეა საუბარი. ვის გულშიც არ უშვია მაცხოვარს, არ შეიძლება მას ადამიანური გააჩნდეს რამე.
7 იანვარი, 17:22
ეს იყო იმის გამომჟღავნება თუი როგორ ფიქრობს ბატონი გიგი თევზაძე საქართველოზე და ქრისტიანობაზე.
0 1 2
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...
იესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეაიესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეა
მე ვარ იესო ქრისტე, მარიას შვილი და მესია, უთხრა ვიაჩესლავ პოლუშკინმა საპასპორტ...
ინგა გრიგოლიას შვილი - მარიამი (ფოტოები)ინგა გრიგოლიას შვილი - მარიამი (ფოტოები)
მარიამ გრიგოლია ცნობილი ტელეჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას ქალიშვილია. რ...