x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ია ფარულავას უცენზურო და 100%-ით რეიტინგული გადაცემა, რომელიც ტელევიზიებმა დაბლოკეს

image
მსახიობი ია ფარულავა ტელეეკრანებზე იშვიათად ჩანს. პროექტ "ნიჭიერის" წყალობით მისი ხილვა ყოველ ორშაბათს შეგვიძლია, თუმცა ია ყვითელ გადაცემებში მონაწილეობისაგან თავს იკავებს. მსახიობი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მობეზრდა. "ბევრს აინტერესებს რატომ არ ვაკეთებ რაიმე მაგარ გადაცემას, რატომ ვზარმაცობ, რატომ ვარ მხოლოდ ჟიურის და რეიტინგული სტუმრის აპლუაში მუდამ და ა.შ. ჩემი პასუხია: დავწერე უმაგარესი პროექტი 100% რეიტინგული იქნება, მაგრამ ერთი ტელევიზია მეუბნება მე ამას ვერ გავქაჩავ არ მეყოფა ამის რესურსი მეორეს ეშინია და ამბობს ჩემი ფორმატი არაა (უცენზუროა) და რა ვქნა ახლა მე"-წერს ია სოციალურ ქსელში.

მსახიობს ისეთი ფორმატის გადაცემები, რომლებიც დღესაა ტელეეკრანებზე ნაკლებად ხიბლავს: "მე ან ძალიან გიჟური გადაცემა უნდა გავაკეთო ან არანაირი... მომბეზრდა ის რასაც ვუყურებ, გამაჯობათ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ღალატზე და სტუმრად მოვიწვიეთ ფსიქოლოგი და სექსოლოგი და..... ისა და ესა... ან კიდევ აი შენ შენ რომელიც ახლა ჩვენ გვიყურებ ბლა ბლა ბლა".

მეგობრებსა და გულშემატკივრებს ძალიან უნდათ იას წამყვანის ამპლუაში ხილვა და მისი სკანდლური გადაცემის ცქერა. არიან ისეთებიც, ვისაც იას უცენზურო გადაცემა აშინებთ.

მსახიობი თავადაც ხშირად ეხვევა სკანდალებში. მომავალმა მეუღლემ მას ცოლობა "ნიჭიერის" სცენაზე თხოვა. სამწუხაროდ ურთიერთობა მალევე დაეძაბათ. ტარიელმა საყვარელი მეუღლე "მიშა პარიკმახერთან" მიმოწერაში ამხილა. წყვილმა სკანდალების შემდეგ ურთიერთობა დაალაგა და კვლავ ერთად განაგრძობს თანაცხოვრებას. როგორც ამბობენ, ტარიელი საკმაოდ მკაცრი ქმარია, თუმცა ეს იას ბედნიერებაში ხელს სულაც არ უშლის. წყვილი ერთად კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ცდილობს.image

0
960
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
960
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0