x
ფაქტები და მითები თავის ტვინის შესახებ
7 იანვარი, 0:33




არსებობს ბევრი მითი და გასაოცარი ფაქტი, რომელიც ეხება ჩვენი თავის ტვინის მუშაimageობას . The Daily Mail ყურადღებას ამახვილებს რუხი ნივთიერების ყველაზე კურიოზულ საიდუმლო -ებებზე .

შემოგთავაზებთ გავრცელებულ მითებსა და ფაქტებს თავის ტვინის შესახებ.


ფაქტი: ადამიანს არ შეუძლია მოუღიტინოს საკუთარ თავს. საქმე ისაა რომ თავის ტვინის აღგზნება შეუძლიათ მხოლოდ გარე გაგამღიზიანებლებს, რათა შინაგანმა გამღიზიანებლებმა (საკუთარი ქმედებიდან გამოწვეულმა) არ გადაფარონ გარემოდან მომდინარე მნიშვნელოვანი სიგნალები.


ფაქტი: სურათის იდენტიფიკაცია უფრო რთულია, ვიდრე ჭადრაკის თამაში, იმიტომ, რომ სურათი შეიცავს ბევრ დეტალს .ობიექტების ამოცნობისათვის განსაკუთრებული დაკვირვებაა საჭირო. მაგალითად ადამიანი, რომელიც დგას გაუნათებელ ტრასაზე დაუკვირვებლობის გამო შეიძლება გვეგონოს საგზაო ნიშანი.ამრიგად, ჭადრაკის თამაშის დროს საჭიროა აზროვნების ჩართვა, ხოლო სურათის იდენტიფიკაცის შემთხვევაში : ყურადღება, ხანგრძლივი მეხსიერება და მუშა მეხსიერება აქტიურდება.


მითი:ადამიანს შეუძლია საკუთარი ტვინის მხოლოდ10%-ის გამოყენება. სინამდვილეში ადამიანი მთელი დღის განმავლობაში იყენებს თავს ტვინის ყველა ნაწილს. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ სულ უბრალო ქმედების განსახორციელებლადაც კი ადამიანს სჭირდება თავის ტვინის თითქმის ყველა უბნის ჩართვა.


ფაქტი: მთქნარება აჩქარებს გამოფხიზლებას. ითვლება რომ მთქნარება ძილის ნაკლე -ბობის ნიშანია, სინამდვილეში მთქნარების დროს პირს ვაღებთ ფართოდ სასუნთქი გზები იხსნება, რის შედეგადაც მეტი ჟანგბადი მიეწოდება თავის ტვინს, ჟანგბადი კი ტვინის მუშაობისთვის აუცილებელია.


მითი: უსინათლოებს მხედველებზე უკეთესი სმენა აქვთ.გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უსინათლოებს არ ესმით სუსტი ბგერები სხვებზე უკეთ, მათ განვითარებული აქვთ არა სმენა, არამედ სმენითი მეხსიერება ამიტომ ისინი, სხვებთან შედარებით, უფრო სწრაფად იგებენ სიტყვის შინაარსს და არჩევენ ბგერის წყაროს.

ფაქტი: კომპიუტერული თამაშების საშუალებით ვსწავლობთ რამდენიმე საქმის ერთ -დროულად კეთებას, თამაშებში სადაც სროლაზეა აქცენტი მოთამაშე იგერიებს რამდენიმე მტერს. ისინი მას სხვადასხვა მრიდან ესხმიან თავს. ასეთი თამაშები აიძუ- ლებენ ადამიანს გადაანაწილოს ყურადღება და ელვისებურად ირეაგიროს სიტუაციის მცირედ ცვლილებაზეც კი.


მითი: დიდი ტვინი ნიშნავს კარგ გონებას ( იგულისხმება მაღალი ინტელექტი). მაღალი
ინტელექტი დამოკიდებულია სინაფსების ეფექტურ და სწრაფ მუშაობაზე, (სინაფსი არის ნეირონის დაბოლოება, რომელიც უკავშირდება მეორე ნეირონის აქსონს და აუცილებელია იმპულსის გადასაცემად). სინაფსების რაოდენობა იზრდება ბავშვობისა და გარდამავალ ასაკში. სინაფსების მუშაობა პირდაპირ კავშირშია ინტელექტთან.


ფაქტი: ფიზიკური ვარჯიში ეხმარება თავის ტვინს ფორმის შენარჩუნებაში. საქმე ისაა, რომ ფიზიკური დატვირთვის შედეგად იზრდება კაპილარების რაოდენობა, შესაბამისად ადვილად მიეწოდება თავის ტვინს სისხლი, რომელიც ჟანგბადითა და გლუკოზითაა
მდიდარი. ყოფილი სპორტსმენებიც კი უფრო იშვიათად კარგავენ ფსიქიკურ ჯანმრთე -ლობას, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. იმისათვის რომ ვარჯიშმა შედეგი გამოიღოს, უნდა ვივარჯიშოთ კვირაში რამდენჯერმე, არანაკლებ ნახევარი საათისა.


ფაქტი: ადამიანის თავის ტვინი მოიხმარს ძალიან ცოტა ენერგიას. თავის ტვინის უჯრედებს შორის ინფორმაცია ელექტრული იმპულსების საშუალებით ვრცელდება,
თუმცა ამ სიგნალისთვის საჭირო ენერგია სულ რაღაც 12 ვოლტია, ეს უფრო ნაკლებია
ვიდრე მაცივრის პატარა ნათურის მუშაობისთვისაა საჭირო.


ფაქტი: თავის ტვინს შეუძლია დაიმახსოვროს ბევრი წვრილმანი, რომლისგანაც შედგება ჩვენი ყოველდღიურობა, ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დღის დაგეგმვა. წვრილმანებს ვიხსენებთ როგორც სისტემურად, ასევე შემთხვევითად.






456
4-ს მოსწონს
2-ს არა
3
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მედეა ბარბარიანი
მედეა ბარბარიანი
   ქართული კლავიატურა
8 იანვარი, 1:08
არ ვიცი თორემ სიამოვნებით დაგეხმარებოდი..
8 იანვარი, 1:07
ვსწავლობ ფსიქოლოგიას, მე-4 კურსზე ვარ და გავლილი მაქვს ნეიროფსიქოლოგია სადაც განვიხილავდით მსგავს საკითხებს. სამაგიეროდ საკუთარ სტატიაზე "არ მომწონს" დამეჭირა და ვეღარ ვშლი, თუ იცი დამეხმარე
8 იანვარი, 1:01
ვსწავლობ ფსიქოლოგიას, მე-4 კურსზე ვარ და გავლილი მაქვს ნეიროფსიქოლოგია სადაც ასეთ საკითხებს განვიხილავდით. სამაგიეროდ საკუთარ სტატიაზე შემთხვევით "არ მომწონს " მივუთითე და ვეღარ ვშლი თუ იცი დამეხმარე
8 იანვარი, 0:54
ამდენი საიდან იცი ?? :))) ვიცი ბავშვური კითხვაა , მაგრამ მართლა მაინტერესებს...
7 იანვარი, 19:18
თავის ტვინი შედგება ნეირონებისაგან, ეს ყველამ ვიცით. ,რომელთა რიცხვიც მხოლოდ მცირდება დაბადების შემდეგ ისინი აღარ იბადება მთელი სიცოცხლის მანძილზე, უფრო მეტიც 40 წლის შემდეგ ნეირონები ინტენსიურად კვდება . შესაძლებელია ფორმის შენარჩუნებაც იმ შემთხვევაში თუ მუდმივად მიმდინარეობს ტვინის "ვარჯიში", ასევე სასარგებლოა გლუკოზა და ჟანგბადი ნეირონების ფუნქციონირებისათვის.მიუხედავად ამისა გარკვეულ ასაკში (ინდივიდუალურია ეს ასაკი) ნეირონების რაოდენობა იმდენად მცირდება რომ კავშირები ძალიან სუსტდება ასე რომ, მე ვფიქრობ, დაუსრულებლად ფუნქციონირება შეუძლებელია.
7 იანვარი, 13:32
ტვინი ცვდება? "ანუ ვადა გასდის"? თუ შეუძლია სამუდამოდ, დაუსრულებლად იფუნქციონეროს?
0 1 6
დეპრივაციადეპრივაცია
დეპრივაცია სტატიის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ:თუ რა არის დეპრივაცია ?დეპრივაციის რა...
უცნაური უძველესი გვამი იქნა აღმოჩენილი ტაილანდში...უცნაური უძველესი გვამი იქნა აღმოჩენილი ტაილანდში...
მუკდახანში (ტაილანდი) ძველ სასაფლაოზე წარმოებული გათხრების ...
მომავალი სამყაროს პროგნოზი 2099 წლამდემომავალი სამყაროს პროგნოზი 2099 წლამდე
რეი კურცვეილი არის ერთ-ერთი თანამედროვე მიღწევების სფეროში უძლიერესი და ...
საუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდანსაუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდან
პაკისტანში ექიმები ორი ადგილობრივი მცხოვრების, ორი ...
იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?
თქვენმა სხეულმა გაცილებით მეტი იცის თქვენზე, ვიდრე თ...
გემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთადგემოვნება რატომ იცვლება ასაკის მატებასთან ერთად
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ პროდუქტების ნაწილს ჩვენ მხოლოდ 20 წ...
იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?იცოდით თუ რას განსაზღვრავს თქვენი დაბადების რიცხვი?
შემთხვევით ალბათ არაფერი ხდება ამ ქვეყნად. როგორც ჩვენს დაბ...
ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთ
სახის ძვლისა და თავის ქალის რეკონსტრუქციის შედეგ...
NASA-მ პლანეტა მარსის ახალი, გამაოგნებელი ფოტოები გამოაქვეყნაNASA-მ პლანეტა მარსის ახალი, გამაოგნებელი ფოტოები გამოაქვეყნა
მარსი სიშორით მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. მის...