x
"მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარის წერილები"-რატი ამაღლობელი
7 იანვარი, 0:29

image
პოეტ რატი ამაღლობელის ლექსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების უმრავლესობა მას აკრიტიკებს, ზოგიერთები კი პირიქით, მხარს უჭერენ და გულშემატკივრობენ. "მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარის წერილები, თუმცა გაცილებით მეტნი ხართ ისინი, ვინც თანადგომასა და სითბოს გამოხატავთ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ მადლიერების განცდით და არა მათ, ვინც ზიზღში და ბოღმაში განლევს წუთისოფელს,

ძალიან დიდი მადლობა თანადგომისათვის, გილოცავთ შობას და გისურვებთ ისეთ სკოლებს საქართველოში, სადაც მოწაფეები “შპარგელკების” გარეშე ისწავლიან ლიტერატურას, პოეზიას, შეძლებენ წაკითხულიდან შინაარსის დამოუკიდებლად გამოტანას, მსჯელობას, საკუთარი აზრების კონსტრუირებას, მათ ჰარმონიაში მოყვანას სამყაროსთან, უნივერსუმთან, ხილულთან და უხილავთან, არა კომპრომისებისა და კონფორმიზმის ხარჯზე, არამედ სხვათა მოსმენის, გაგების, სწორი აღქმისა და მათში ერთგვარი შეღწევის, სხვად-ყოფნის, სხვად-ქცევის მეშვეობით, საშუალებით. სხვაგვარად გაუგებარი, ბენლით მოცული, ყრუ და არაფრის მთქმელია სამყარო, ასეთივენი ვართ ჩვენც მის მიმართ.

როგორ გვჭირდება კარგი სკოლები და მასწავლებლები, ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეშვას კაცი და ერთი კარგი სკოლა გააკეთოს, სადაც ბოლომდე დაიხარჯება ახალგაზრდებისათვის"-წერს პოეტი სოციალურ ქსელში.

ახლა კი გთვაზობთ ლექსს, რომელსაც დიდი გამოხმაურებ მოჰყვა.


„პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში“


პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ."


194
4-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ორი მეზობელი და თოვლიორი მეზობელი და თოვლი
ორი მეზობელი ერთმანეთთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა. მოვიდა ზამთარი და ირგვლივ ყველაფერი თოვლ...
გულისამაჩუყებელი იგავი ადამიანზე, რომელსაც სულელს ეძახდნენ…გულისამაჩუყებელი იგავი ადამიანზე, რომელსაც სულელს ეძახდნენ…
პატარა ქერა ბიჭუნა ხტუნვა-ხტუნვით მიჰყვებოდა ახალგა...
თქვენ რომელს აირჩევდით?თქვენ რომელს აირჩევდით?
ყოველ ჩვენგანს აქვს არჩევანის უფლება. ვაკეთებთ რა არჩევანს, ამით ვქმნით ჩვენს მომავალს...
ჩინური სიბრძნე (II ნაწილი)ჩინური სიბრძნე (II ნაწილი)
მრავალი წლის მანძილზე, ჩინური ერი აგროვებდა ანდაზებს და გამონათქვამებს, რომლებიც უ...
მოხუცი ინდიელი ბანკშიმოხუცი ინდიელი ბანკში
მოხუცი ინდიელი ბანკში შევიდა და 500 დოლარი ითხოვა სესხის სახით. ბანკის თანამშრომელმა საბუ...
ვისაც ჩურჩული არ ესმის...ვისაც ჩურჩული არ ესმის...
ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ახალი იაგუარით მიდიოდა. ის შესანიშნავ ხასიათზე იყო და რაღაც ...
" მეძავი კაცის" ისტორია..." მეძავი კაცის" ისტორია...
საკითხი რომელიც რეალობაა, პრობლემა რომელიც აქტუალურია, თემა რომელიც არსებობდა და ა...
დუმილი და ნებისყოფადუმილი და ნებისყოფა
ვისაც გაჩუმება შეუძლია, ის ყველაზე დიდი სიბრძნის მფლობელი არის. გონება ყოველთვის ცდილობს ჩ...
ბრმა  სიყვარული და სიგიჟებრმა სიყვარული და სიგიჟე
ოდესღაც, სიგიჟემ თავისთან მეგობრები დაპატიჟა. ყველა მივიდა, დრო მხიარულად გაატარეს ...
დღეები შენიდღეები შენი
ყოველთვის ღმერთს ბედნიერ დღეებს შეთხოვ და არ აქვს მნიშვნელობა რამდენს, თანახმა ხარ თუნდაც ორი დღე გ...
იგავი კაცის და გველის მეგობრობაზეიგავი კაცის და გველის მეგობრობაზე
ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ერთი ძალიან ღარიბი კაცი. ამ კაცს ჰყავდა ერთი ბიჭ...
ცოლი, ქმარი, საყვარელი — არანაირი კითხვები  და ეჭვიანობაცოლი, ქმარი, საყვარელი — არანაირი კითხვები და ეჭვიანობა
ბუტიკში შედის ქალი. ასე, 30 წლის იქნება. მოვლილი, მო...