x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი, ბექა ხოფერია მეორე ქალიშვილის მამა გახდა
image
თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე, ბექა ხოფერია სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. ის და მისი რჩეული მოსკოვში ცხოვრობენ. ბექას ახალი სიყვარული
24 წლის ინა ოსიპოვაა, გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. "ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ"-განაცხადა ბექამ.

ჟურნალისტებმა სოციალური ქსელის მეშვეობით შეიტყვეს ინას ორსულობის ამბავი, რაც მოგვიანებით თიკა ჯამბურიამაც დაადასტურა. წყვილი ამ ყველაფრის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როგორც ჩანს, არ სურდათ ახალი ამბავი პრესისა და საზოგადოების განსახილველ თემად ექციათ.

სულ ცოტა ხნის წინ ბექა მეორე ქალიშვილის მამა გახდა. ინფორმაციის წყარო თავად მამაა, რომელიც ახალ ამბავს სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებს. "ორგზის მამა ვარ! ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ! ალექსანდრა ხოფერია დაიბადა! მიყვარხარ ინა ხოფერია, მადლობა ყველაფრისთვის!"-წერს ბექა "ფეისბუქის" პირად გვერდზე. წყვილი მილოცვებს უკვე იღებს. image

ბექა მანძილის გამო, უფროსი ქალიშვილის, ნინას ხშირად ნახვას ვერ ახერხებს."ჩემს შვილს მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, რადგან ბექას ახალი ოჯახი ჰყავს და ნინასაგან შორს არის, მოსკოვში ცხოვრობს. ნინასთვის ვერ იცლის, მეორე შვილს ელოდება"-აღნიშნავდა თიკა რამდენიმე კვირის წინ. მომღერალს სურს დებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ სამომავლოდ, თუმცა არ იცის ეს რამდენად გამოვა.


ვულოცავთ ბექას და ინას ქალიშვილის დაბადებას, პატარას კი ჯნმრთელობას ვუსურვებთ.image

0
397
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0