x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადა(ვიდეო)
image6 იანვარს ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი წარმატებით გამოსცადა.წინასწარი მონაცემებით აფეთქების სიმძლავრე 6 კილოტონა იყო.აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა დააფიქსირა მიწისქვეშა ბიძგები 5, 1 მაგნიტუდით.



"ეს გამოცდა ნიშნავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ძალების ახალ ეტაპზე გადასვლას"-ნათქვამია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.


წყალბადის ბომბის გამოცდა ეს არის "მოვლენა, რომელმაც მსოფლიო შესძრა, შევა ჩვენი ერის ისტორიაში და მიგვაახლოებს ჩუჩხეს რევოლუციურ იდეებს"-ნათქვამია განცხადებაში.

image


ამ მოვლენასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას მოიწვევს.


წყალბადის ბომბის გამოცდამ განსაკუთრებით იაპონია და სამხრეთ კორეა შეაშფოთა.სეულმა გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.


შეგახსენებთ, რომ წყალბადის ბომბი ბევრად უფრო მძლავრია და ეფექტური ვიდრე ატომური ბომბი.


დეკემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი შექმნა, თუმცა საერთაშორისო ძალები მის განცხადებას სკეპტიკურად შეხვდნენ.


1
320
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
320
  
2016, 7 იანვარი, 12:33
ეს იგივეა ბავშვს ანტებული ასანთი მისცე ხელში.გიჟია ეს კაცი
0 1 1