x
image
მანჩო 777
ის უხერხული გრძნობა, როცა ცოლი წელამდე გწვდება...
ცნობილი სპორტსმენის ცოლობა იოლი როდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქმარი კალათბურთელია და მეუღლეების სიმაღლეებს შორის განსხვავება 50 სანტიმეტრზე მეტია. მეორე მხრივ, ასეთი წყვილები მეტად კოლორიტულად გამოიყურებიან. მათი შეხედვისას გამოთქმა " ცოლი წელამდე წვდებაო" გასაოცარ რეალობას იძენს.


image


მოდით ვნახოთ, რომელი ცნობილი წყვილის სიმაღლეებს შორისაა ყველაზე მეტი განსხვავება და როგორ გამოიყურებიან ისინი ერთმანეთის გვერდით.



მეჯიკ ჯონსონი და ერლიზა კელი



image

მეჯიკ ჯონსონი ცნობილი ამერიკელი კალათბურთელია, რომელიც "ლოს-ანჯელეს-ლეიკერსში" თამაშობს. მისი სიმაღლე 206 სანტიმეტრია, ხოლო ცოლის-ერლიზას სიმაღლე 168 სანტიმეტრი.


კობი ბრაიანტი და ვანესა ლეინი


image

კიდევ ერთი პროფესიონალი კალათბურთელი "ლოს-ანჯელეს-ლეიკერსიდან" კობი ბრაიანტი 198 სანტიმეტრი სიმაღლისაა, მიის მეუღლე კი 164 სანტიმეტრი სიმაღლის.


კარმელო ენტონი და ლა ლა ენტონი


image

კარმელო "ნიუ-იორკ-ნიქსის" ფორვარდია. მისი სიმაღლე 203 სანტიმეტრია, ხოლო ლალას სიმაღლე 168 სანტიმეტრი.


კროს ბოში და ადრიანა უილიამსი


image

კროსიც კალათბურთელია, ის "მაიამი სიტის" გუნდში თამაშობს. ბოშის სიმაღლე 211 სანტიმეტრი, ხოლო მისი ცოლის ადრიანას სიმაღლე 152 სანტიმეტრია


ჯო ფლაკო და დანა გრეიდი


image

ჯო ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს "ბალტიმორ რეივენსის" გუნდში. მისი სიმაღლე 198, ხოლო დანას სიმაღლე 155 სანტიმეტრია.


პო გაზოლი და სილვია ლოპესი


image

ესპანელი კალათბურთელი პო გაზოლი ამჯამად NBA-ს გუნდ " ჩიკაგო ბულზში" თამაშობს. მისი სიმაღლე 213 სანტიმეტრი, ხოლო სილვიას სიმაღლე - 177 სანტიმეტრია.


შაკილ ონილი და ნიკოლ ალექსანდერი


image

ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ სჭირდება, მსოფლიო კალათბურთის ლეგენდა, შაკილ ონილი 216 სანტიმეტრი სიმაღლისაა, ხოლო მისი საცოლის ნიკოლის სიმაღლე 160 სანტიმეტრია.


ვლადიმერ კლიჩკო და ჰეიდენ ჰანეტერი


image

უკრაინელი პროფესიონალი მოკრივის სიმაღლე 198 სანტიმეტრია მაშინ, როცა მისი შეყვარებულის ჰეიდენის სიმაღლე 155 სანტიმეტრს ძლივს აღწევს.


შონ ბრედლი დაა ანეტ ევერსტონი


image

შონი გერმანული წარმოშობის ყოფილი ამერიკელი კალათბურთელია. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის NBA-ს სამ გუნდში თამაშობდა. შონის სიმაღლე 229 სანტიმეტრია, ხოლო მისი მეუღლის - 160 სანტიმეტრი.


ნიკალაი ვალუევი და გალინა ვალუევა


image

რუსი პროფესიონალი მოკრივის სიმაღლე 213 სანტიმეტრია, ხოლო მისი მეუღლისა - 163 სანტიმეტრი.


იო მინი და ე ლი


image

უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთჩამოთვლილი სპორტსმენებიდან ყველაზე ჭკვიანურად ჩინელი პროფესიონალი კალათბურთელი იო მინი მოიქცა, როცა ყოფილ კალათბურთელ ე ლიზე დაქორწინდა. იო მინი 229 სანტიმეტრი, ხოლო ე ლი 190 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

2
1468
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1468
  
2016, 4 აპრილი, 23:34
ეს დისლაიქი მე არ დამიწერია:(
2016, 6 იანვარი, 22:35
სტატია კარგია მთლიანობაში....კროს ბოში არა ოგონდ კრის ბოში უნდა იყოოს
0 1 2