x
"აფროამერიკელმა ქალს ტანი გაუსწორა და პირის გაღებას შეეცადა" - რა მოხდა თბილისის მეტროში
6 იანვარი, 13:23

image
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ერთ ამბავს ყვება, რომლის თვითმხილველიც თავად გახდა თბილისის მეტროთი მგზავრობისას:


image
"ვიჯექი მშვიდად და წიგნს ვკითხულობდი. მეტროს მატარებლის ჩაქჩაქიც კი იავნანასავით ჩამესმოდა. სადგურებზე კარი რომ გაიღებოდა, შეიძლება, გამეხედა, რომ სასურველი გაჩერება არ გამომპარვოდა. ამ დროს თვალს მოვკრავდი ხოლმე მოპირდაპირედ, დიაგონალურად მჯდარ აფროამერიკელს. მგონი, ყურსასმენიც ჰქონდა გაკეთებული. ის კი შევნიშნე, რომ ვეებერთელა ზომის ბოტასი ეცვა.

წიგნს რომ ჩავხედავდი, ყველაფერი მავიწყდებოდა. ის იყო, მატარებელი "მარჯანიშვილზე" შევიდა და წიგნიც გადავფურცლე, რომ დავინახე, ეს დიდი ბოტასები როგორ სწრაფად წამოიმართა და კარისკენ გავარდა. თვალი გავაყოლე. ჯერ გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ეს რა სიმაღლის კაცია მეთქი და დავინახე კიდეც, ხალხის გროვაში როგორ ჩაიხარა. ვითარება ჩოჩქოლად შევაფასე და მატარებლიდან სასწრაფოდ გამოვედი.


ძირს დავარდნილი ქალი დავინახე. აფროამერიკელმა ტანი გაუსწორა და პირის გაღებას შეეცადა.


ბნედა აქვს - წამოიძახა ვიღაცამ.


უცხოელი გრძელი და დახვეწილი ხელებით ძლიერად ცდილობდა პირის გაღებას. ნაქსოვქუდიან გოგონას ბოთლში წყალიც აღმოაჩნდა და ყურების დაზელვა დაუწყო.
ქალი გონს მალე მოეგო. ჯერ თვალები აქეთ-იქით ატრიალა. მგონი, იმის თქმა უნდოდა, სად ვარ, ან რა ხდებაო. მერე ოდნავ წამოიწია, დაინახა მოღიმარი უცხოელი და ქართულად ჰკითხა:


- კარგად ვარ?
-ქი, დეიდა, ქარგად ხარ. მანაც ქართულად უპააუხა.
- შვილო, ვინა ხარ?
- სამუელი.
- დედა გიხუტებდეს შვილო, რა ეროვნებისა ხარ?
- დეიდა, ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს? უთხრა მან, წამოდგა და ფართო ღიმილი გაისწორა.


გრძელი ბოტასები უკვე მშვიდად შევიდა ხელახლა ჩამომდგარი მატარებლის ვაგონში...


‪ადამიანისთვის‬ ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს?" - წერს ფოტოგტაფი.



3373
8-ს მოსწონს
1-ს არა
21
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
სამუელის წასვლის მერე....ზოგს პორთფელი დაეკარგა....ზოგსაც მობილური ტელეფონი. გაგრძელება იქნება....
7 იანვარი, 15:26
კაი ზღაპარია ხომ იცი
7 იანვარი, 13:40
ძალიან საინტერესოა მართლაც რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ,, გიყვარდეს მოყვასი შენი" - მთავარი პრინციპი რომელიც გადაგვარჩენს
6 იანვარი, 13:33
ჩემთვის არანაირი....რათქმაუნდა გავაზიარე ძალიან საინტერესო იყო
0 1 4
500 წლის  ტყვე გოგონა იპოვეს.500 წლის ტყვე გოგონა იპოვეს.
ათასი სასწაულებრივი, წარმოუდგენელი ფაქტის მომსწრე ხდება ადამიანი და მიუხედავად ი...
უცნაური მოვლენები დედამიწაზე, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ ხსნიან..უცნაური მოვლენები დედამიწაზე, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ ხსნიან..
დედამიწა მრავალფეროვანია, უცნაური და დღემდე ა...
იდუმალებით მოცული 12 ცხოველიიდუმალებით მოცული 12 ცხოველი
ბუნებაში ბევრი უცნაური ცხოველია, თევზი და ფრინველი, რომელთა არსებობის შესახებ, ...
როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ?!როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ?!
როგორ იცვლება მამაკაცის ცხოვრება დაოჯახების შემდეგ?! ...
ავსტრიაში აღმოაჩინეს XIII საუკუნეში დამზადებული "მობილური ტელეფონი"ავსტრიაში აღმოაჩინეს XIII საუკუნეში დამზადებული "მობილური ტელეფონი"
უცნაური საგანი იპოვეს ავსტრიელმა არქეოლოგებ...
ბედნიერი უბედური შემთხვევა ნოვოსიბირსკში.ბედნიერი უბედური შემთხვევა ნოვოსიბირსკში.
ნოვოსიბირსკში მეთხუთმეტე სართულის აივნიდან მამაკაცი გადმოვარდა.ბედნიე...
საჭირო დროს და საჭირო ადგილას გადაღებული  გამაოგნებელი ფოტოებისაჭირო დროს და საჭირო ადგილას გადაღებული გამაოგნებელი ფოტოები
ფოტოგრაფები წლობით და თვეობით ელოდებიან იმ ერთად...
მკვლევარებმა ადამიანის მოდელირებული მომავლის სახე შექმნესმკვლევარებმა ადამიანის მოდელირებული მომავლის სახე შექმნეს
დრო მოძრაობს, არ ჩერდება , არაფერი არ არის მუდმივი, ა...
2015 წლის სელფი,რომელიც ისტორიაში შევიდა2015 წლის სელფი,რომელიც ისტორიაში შევიდა
გავაცილეთ 2015 წელი, კიდევ ერთი 365 დღე....გვსურდა ეს დღეები ყოფილიყო ...