x
მეტი
  • 10.12.2016
  • სტატია:61810
  • ვიდეო:311381
  • სურათი:412236
ცოტნე გამსახურდია:ჩაქოლეთ ამაღლობელი თუ კიდევ ცოცხალია?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქით" გამოეხმაურა რატი ამაღლობელის ლექსს "პატრიარქი გაიყინა", რომელმაც ასეთი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში.


"ბრავო, რატი ამაღლობელს! გაბედა და დაწერა, რასაც ჩვენი მხცოვანი
ინწილიგენცია და გაინწილიგენტებული ახალგაზრდა კულტმუშაკები ვერ ამბობენ.
აბა, საპატრიარქოს კეთილგანწყობას ხომ არ დაკარგავენ? ქართუბანკის მადლის
დაკარგვის მერე ასეთ დარტყმას ვერ გადაიტანენ!

მასაც იმეორებს წინამძღვართა საგალობლის ტექსტს:

პოეტს ხან რეალიზმისგან დაშორებაში დებენ ბრალს, თითქოს რეპორტიორი იყოს,
ხან – უკიდურეს ნატურალიზმში… მავანი აპროტესტებს, მოხუცი კი არ გაიყინა,
გული გაუსკდაო! დიდი შეღავათია, ღმერთმანი… თითქოს ჯერ არავინ გაყინულა
მიუსაფრობითა და გულგრილობით ამ ქვეყანაში და ჩვენ ეკლესიის მსახურთა
აპარტამენტები – ღიაა გულგახეთქილთა და ქუჩაში დარჩენილთა
გამასპინძლებისათვის!

ბევრს აღარ გავაგრძელებ. ჯობს, თავად პოეტის “გაყინული პატრიარქი”
წაიკითხოთ. ერთს დავამატებ მათ პასუხად, ვინც გულწრფელი დ. ღვთაებრივი
რისხვით აღაპყრობს ხელთა და იკითხავს: რა შუაშია პატრიარქი, ხელები შორს
პატრიარქისგანო! ტავარიშჩი, სანამ პატრიარქმადიდებლობას დაეუფლებოდეთ,
იქნებ ქრისტეზეც წაგეკითხათ რამე… ფორმალურად მაინც…

“44. მაშინ მიუგებენ ისინიც და ეტყვიან: უფალო, როდის გნახეთ შენ მშიერი,
ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან უძლური, ან საპყრობილეში, და არ
გემსახურეთ შენ?

45. მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ამინ გეუბნებით თქვენ: რაც არ გაუკეთეთ
ერთ ამ მცირეთაგანს, მე არ გამიკეთეთ.” – იესო ქრისტე, მათეს სახარება."



შემდგომ ცოტნე გამსახურდიამ ინტენრეტმომხმრებლების აგრესიულ კომენტარებსაც უპასუხა:


"ჩაქოლეთ ამაღლობელი უკვე თუ ჯერ ცოცხალია? მოდით, არ და ვერ ვიტყვი
კომენტარს ლექსთან დაკავშირებულ მოვლენებზე - რელიგიურ, სოციალურ,
ფსიქოლოგიურ ასპექტში, გაკერპების ნეგატიურობაზე და ა.შ.
უბრალოდ გეტყვით, გლეხურად, ძვირფასებო:
როგორ გეტყობათ, რომ ოცდაათიანი წლების შემოქმედთა შთამომავალნი ხართ!

და საერთოდ, ვკითხულობ კომენტარებს და გაოგნებული ვარ... არაფერი,
აბსოლუტურად არაფერი არ არის ამაღლობელის ლექსში ანტიქრისტიანული! მეტიც,
სრულიად ქრისტიანული დისკურსი და პათოსია, რომ ადამიანი, მწყემსი,
მღვდელმსახური და უბრალოდ, მოყვასი ეწამოს, აღესრულოს სხვის გულისთვის! აი,
ამიტომ არის ქართული ეკლესია დღეს ბოროტების მსახური, რომ აქ მისი
წინამძღვარისათვის კუთვნილ ადგილად მხოლოდ ფუფუნება და აპარტამენტები
წარმოუდგენიათ და აზროვნების არე საერთოდ დახშული აქვთ! აი, ესაა
უბედურება..."



"ვინც მიცნობთ, იცით ალბათ: არაფერზე პრეტენზია არ მაქვს. თქვენი იყოს,
წაიღეთ, სამოთხეც და ედემიც, ძალაუფლებაც, სიმდიდრეც, ბედნიერებაც,
იმედიც... ძალიან მარტივ პრინციპებს ეყრდნობა ჩემი შინაგანი სამყარო, თუ
ასეთი რამ არსებობს საერთოდ. ბევრი ვიარე, სანამ მივაგნებდი და მაგრად
მკიდია, ვინ როგორ მიიღებს, გაიგებს. და როდესაც დამთავრდება ეს სიზმარი და
დაიშლება ჩემი სხეული, სანამ იქნება ჩემი სახსენებელი, ასე მინდა ჟღერდეს:
"იგი ვერ იტანდა მათ, ვინც თავისუფლად აზროვნებას უკრძალავს ადამიანებს".
და მორჩა.


image


"შარშანაც ვთქვი და გავიმეორებ. ძალიან მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს:
ყველამ, ვისთვისაც მიუღებელია ჩემი შეხედულებები, ან არ აღმოჩნდა ის, რასაც
ელოდნენ საკუთარი გადასახედიდან, წამშალეთ ფრენდებიდან! ხდება ხოლმე ასე,
რომ ერთი წარმოდგენა გაქვს ადამიანზე და მეორე აღმოჩნდება ხოლმე. ზოგჯერ
ისე ხდება, ვიღაც მომაწერს საკუთარ წარმოდგენებს არათუ ჩემ, არამედ ჩემ
წინაპართა შესახებ, რაც წმინდა გრუზინული სისულელეა! მე მქონდა ბედნიერება
საკუთარი ცხოვრებით მეცხოვრა ვინმეს გავლენის და მფარველობის გარეშე და არ
ვაპირებ თქვენი გემოვნების მიხედვით შეცვლას, თუმც ყველა და ყველაფერი
იცვლება... იყავით მიმდევრებში, არაფერი გიჭირთ, თუ ასე გინდათ ნახოთ, რას
ვწერ. არაფერი ესაქმებათ ჩემ ფრენდებში მათ, ვისთანაც მენტალურად თითქმის ა
რ ა ფ ე რ ი მაქვს საერთო!
წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად წავშლი ყველა ასეთ სუბიექტს."




0
250
8-ს მოსწონს
2-ს არა
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0