x
"მიმაჩნია, რომ საჯარო სექსი არის ამორალობა, ცხოველური საქციელი"- ნინო ლაბარტყავას პასუხი საზოგადოებას +13
6 იანვარი, 11:44

რამოდენიმე დღეა ვინმე ნინო ლაბარტყავას მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილმა" ამბავმა, სადაც მოგვითხრობს ახალი წლის ღამეს თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს", მთელი ინტერნეტსივრცე და არა მარტო- აალაპარაკა.



"მოკლედ, ცოტა დიდი ამბავია, მარა მაინც უნდა დავწერო, რა და წაიკითხეთ... წინასწარ გეუბნებით, რომ ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა თბილისში... ოღონდ თან მეცინება, თან სულ ვბრაზდები გახსენებაზე squint ემოცია ))

დღეს ლაზარე "ვარდების მოედანზე", "საახალწლო ქალაქში" წავიყვანე სასეირნოდ, ძალიან კარგად გავერთეთ, ვიმხიარულეთ, სხვადასხვა მულტფილმის გმირებთან ფოტოები გადავიღეთ... სადღაც 6-ის ნახევარი იყო უკვე, როცა უცებ თინეიჯერი ბავშვები ახარხარდნენ და ზემოთ ყურება დაიწყეს. უი, ალბათ ფოიერვერკს უშვებენ-თქო, გავიფიქრე და მეც ზემოთ ავიხედე, მაგრამ არაფერი მსგავსი. თინეიჯერები კი ისევ იცინოდნენ... მათ მზერას გავაყოლე თვალი, "რედისონ ბლუ ივერიასკენ" იყურებოდნენ (ეს სასტუმრო ხომ პირდაპირ დასცქერის "საახალწლო ქალაქს") და რას ხედავს ჩემი თვალები? - "რედისონის" მე-15-ე სართულზე ერთ-ერთ ნომერში ფარდები ბოლომდე არის გადაწეული, ოთახი გაჩახჩახებულია და ვიღაც ***** წყვილს პირდაპირ ფანჯარასთან არ აქვთ სექსი?... აესე, ზედ ფანჯარასთან იყო გოგო მოკრული, სახით ჩვენსკენ და ვიღაც ბუღა "ლაივში" უქუნქურებდა...
გამოვშეტრდი.... მეთქი მეჩვენებააა... დავხუჭე თვალი, გავახილე და - ისევ ქუნქურებენ, კაცო!... იკლაკნება ეს გოგო, კაწრავს ფანჯარას და არის ერთი ამბავი!
ნელ-ნელა ყველამ იქით დაიწყო ყურება, იმ **** წყვილს კიდე მაგრად ეხატა, რომ პირდაპირ ბავშვების თვალწინ (უფროსებს რაღას დავეძებ) ჰქონდათ სექსი....
ლაზარე მეკითხება:
-დედიკო, რას შვებიან ისინი?
-ჩხუბებონ (?!) - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე უცებ....
-პატრულს დავურეკოთ, რა - მეუბნება ლაზარე.
პატრული კი არა, მოვკიდე ხელი ბავშვს (ის რეგვენი წყვილი ისევ არ ჩერდება, პოზა შეიცვალეს დაჟე) და შევქანდი "რედისონში", ლაზარე შესასვლელში, ნაძვის ხესთან დავაყენე, ყურებზე ხელი აიფარე-თქო ვუთხარი და მისაღებში მდგომ გოგოს და ბიჭს ვეუბნები:
-ვიცი, რომ არ გაქვთ უფლება სასტუმროს რომელიმე ნომრის ბინადართა ვინაობა მითხრათ, ამიტომ ასე გეტყვით: 15-ე სართულზე, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ "საახალწლო ქალაქს" დასცქერის, წყვილი ხალხის თვალწინ ტ@@@ობს და რამე იღონეთ, თორე სახის ძვლით ვათრევ ახლა მაგათ-მეთქი.
მისაღებში მდგარი გოგო უემოციო სახით მიყურებს, ვაბშე არ აქვს რეაქცია. მივუტრიალდი ბიჭს და ვეუბნები:
-ეს რა წესია, რა უბედურებაა, ვერ გავიგე? დროზე ვინმემ რამე იღონეთ, თორემ სასწაულ ამბავს ავტეხავ ახლა-მეთქი.
ბიჭი შეწუხდა - რას ამბობთ, მართლა? კი, კი, დაცვას ვეტყვი და აუცილებლად ავა, გაარკვევს ვითარებას, მართლა არაესთეტიური ამბავია ეგო.
-არაესთეტიური კი არა, მაგ **** გადაეცით, მე მაგათი @@@@@@@!! და თქვენგანაც მიამატეთ ერთი-ორი "თბილი" სიტყვა და მე მომაწერეთ-თქო...
მოვკიდე ლაზარეს ხელი და გამოვედი გარეთ დედის ტრაკის გინებით (გულში).
სანამ "რედისონის" დაცვა იმ ნომერში ავიდოდა (საკითხავია, ავიდნენ თუ არა საერთოდ?!) და წყვილს გააფრთხილებდა, ისევ იგივე სიტუაცია იყო: "რედისონის" მე-15-ე სართულზე "პობაი საკვირველი" გრძელდებოდა... ლაზარე რომელიღაც ზღაპრის გმირს შევაჩეჩე, ყურადღების გადასატანად და მე ვეცადე ფოტო მაინც გადამეღო იმ ყველაფრისთვის, მაგრამ ვერ მოვახერხე, არ მოახლოვდა ტელეფონით ის კადრი....
სადღაც 5 წუთში ის ჯიშაძაღლებულები მოშორდნენ ფანჯარას, ცოტა ხანში ქალი ხალათით გაიჩითა, კაცი ისევ ტიტლიკანა დადიოდა და უკვე თავისი დაკუნთული ტრაკი მოგვიშვირა ძირს შეკრებილ საზოგადოებას.....
სადღაც ორიოდე წუთში ორივე მოშორდა ფანჯარას და ოთახის სიღრმეში შეეთრა. მეთქი ამათ კიდევ არ დაიწყონ შობელძაღლობა, მოვკიდე ხელი ლაზარეს და სასწრაფოდ გავეცალეთ "საახალწლო ქალაქს"...
ლაზარესთან ერთად რომ არ ვყოფილიყავი, იქ ამბავს დავატრიალებდი - მტერს!!! მარა ბავშვთან ერთად როცა ხარ, სხვა რა გინდა რო ქნა?!
აი, ასეთი საქონლებიც არსებობენ, ამის დედა ვატირე მე....
და აი, ასეთ საზიზღრებს მთელი გულით და სულით მ@@@ან აღმზრდელი, მასწავლებელი და ყველა ის პირი, ვინც მათ "აღზრდაში" ოდესმე მაინც იღებდა მონაწილეობას".



ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ნინოს პოსტმა, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა სექსუალურად დაუკმაყოფილებელი უწოდა მას და არ წყდებოდა კომენტარები, სადაც ნინოს თამამმა ლექსიკონმა უფრო იმოქმედა ყველაზე, ვიდრე იმ ფაქტმა, რომ წყვილი ხალხის დასანახად სექსით დაკავდა. აი რას წერენ ნინოს:


"მათი ფანჯარაში სექსი, თქვენი აღგზნებული "გაპროტესტება", ინტელიგენტური მანერები და ნატიფი ტერმინოლოგია შეესაბამება ერთმანეთს ძალიან... "



"ის რომ ბავშვის ზნეობრივი სიმწიფე და ზოგადად ზნეობა გაღელვებთ, რასაკვირველია მოსაწონია... ოღონდ ვშიშობ ერთ უბრალო რამეს ვერ ათვითცნობიერებთ... კი, რა თქმა უნდა სექსის ასე სახალხოდ თეატრალიზება ნორმისგან შორს დგას და არც ისე მოსაწონია, მაგრამ დამიჯერეთ ამ "საშინელ ინციდენტს" ბავშვი დაივიწყებს და მის მორალურ სტაბილურობაზეც არანაირად არ იმოქმედებს... აი ის კი, რომ დედა ყოველ მეორე წინადადებაში "საპოჟნიკივით" ბილწსიტყვაობს, მის ზნეობრივ განვითარებაზე თავის უარყოფით გავლენას ერთმნიშვნელოვნად იქონიებს... და სულ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი @-ით შეცვლით ამა თუ იმ ასოს.
ასე რომ მე პირადად, თქვენს ადგილზე, სულ სხვა მიმართულებით მექნებოდა სამუშაოც და სანერვიულოც".



"ზემოთ ეჭვი გამოვთქვი. ამ კომენტარების შემდეგ დავრწმუნდი. არც არაფერი დაგინახიათ. ვერც დაინახავდით მანძილის გამო. დაინახეთ უბრალოდ გოგო და ბიჭი ერთად. დანარჩენი თქვენმა ფანტაზიამ იმუშავა".



და სხვა მრავალი...


მითქმა-მოთქმა რომ აღარ ჩაცხრა, განკითხვის ქარ-ცეცხლში გახვეულმა ნინომ, გუშინ საპასუხო პოსტი გამოაქვეყნა ასევე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ:


"მოკლედ, ისეთი ამბავი ატყდა ჩემს პოსტზე "რედისონში" მოქუნქურე წყვილთან დაკავშირებით, კოლეგები მწერენ – სიგარეტის გაძვირების ამბავიც კი გადაფარაო )))))
ათასი აზრია, ათასი შეხედულება, ბევრი წერს, რომ მოვიგონე, რომ შეუძლებელია მე–15–ე სართულზე იმის დანახვა, რაც დავინახე და საერთოდ, რა ჩემი საქმეა ვინ სად იქუნქურებს?
კი, ბატონო, ჩემი საქმე არაა, არც არავის ვუხტები საწოლში და არც მაინტერესებს ვინ რა პოზაში გორაობს, მარა როცა ხალხის, მითუმეტეს, ბავშვების დასანახად ხდება ასეთი მარაზმი, ეს ჩემთვის ყოვლად ამაზრზენია, ამორალურია და უზნეობაა!!!
ვინც ფიქრობთ, რომ ეს ნორმალურია და ვინც თვლით, რომ ასეთი სექსი მისაღებია, ყველას თავზეც გადავიარ–გადმოვიარე, შეგიძლიათ, დაახვიოთ აქედან, არ მეწყინება, რაც არ უნდა ახლობელი იყოთ, სამ "მეგობარს" უკვე თავად დავახვევინე აქედანაც და ჩემი ცხოვრებიდანაც.
ხო, რა ვქნა, ასეთი ბნელი ვარ, გოიმი და ჩამორჩენილი, მიმაჩნია, რომ საჯარო სექსი არის ამორალობა, ცხოველური საქციელი და რა ვქნა, მე მაპატიეთ smile ემოცია
რაც შეეხება ჩემს ლექსიკას, რაზეც უკვე ბევრგან დაიწერა, რომ "საპოჟნიკივით" ვიგინები )))) ჩემი ლექსიკა ვისაც აშფოთებს და ის ფაქტი არა, რაც პოსტში მეწერა – აეს რა მომენტია, ძალიან საინტერესო დაკვირვების თემაა :))
პ.ს. – ერთი–ორგან წავიკითხე კომენტარი, რა ჭირს ამ გოგოს, სექსი არ გაუგია? ლაზარე კომბოსტოში იპოვაო?
აი, აქ კი გაფრთხილებთ: პოსტზე რაც გინდათ ის თქვით, მარა ლაზარეს არავინ შეეხოს, თუნდაც მსუბუქად, თორემ საგვარეულოში დიდს და პატარას არ დაგიტოვებთ უგინებელს!!!"



ესეც ნინო და მისი ლაზარე:


image


334
10-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
6 იანვარი, 13:27
მეც იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც ამ ქალბატონის ტერმინოლოგიამ უფრო აღმაშფოთა რატომღაც :)
0 1 1
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ!!!
ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ერთჯერად იცვლება თანხის მოთხოვნისა ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...
იესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეაიესო ქრისტე რუსეთის მოქალაქეა
მე ვარ იესო ქრისტე, მარიას შვილი და მესია, უთხრა ვიაჩესლავ პოლუშკინმა საპასპორტ...
რეალური და ძალზე სახალისო ისტორია რომელიც ბევრს გაამხიარულებსრეალური და ძალზე სახალისო ისტორია რომელიც ბევრს გაამხიარულებს
სამეგრელოს რეგიონის ერთერთი რაიონის ლამაზ სოფელში...