x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ჩვენთან სექსი მხოლოდ ღამით მოსულა..."-ნანუკა ჟორჟოლიანი

image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთი ჟურნალისტის, ნინო ლაბარტყავას სტატუსს ეხმიანება, რომელიც სასტუმრო "რედისონის" მე-15 სართულის ფანჯარაში დანახულ წყვილის ინტიმურ დეტალებს დაწვრილებით აღწერდა და გაოგნებული იყო მატი ასეთი საქციელით:

"მთელი წელი ელოდები შვებულებას. თან, პარალელურად სულ ეძებ ადგილს, სადაც უნდა წახვიდე. გუგლავ, მეგობრებს ეკითხები...
გადახედავ ბიუჯეტს, რომელიც მეგობრების მიერ შემოთავაზებული ქვეყნიდან ერთ-ერთს აშკარად არ გყოფნის, მეორემ არ მოგხიბლა. არადა გინდა ეს შვებულება მაგარი გამოვიდეს.

1. იმიტომ რომ მთელი წელი ელოდებოდი;

2. თან მეგობარ ბიჭთან ერთად მიდიხარ.
ზუსტად ამ დროს იგებ, რომ არის ასეთი ქვეყანა საქართველო. მაგარი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობის თუ ვერა, ვიზა ლიბერალიზაციის ღირსი გახდა.
არკვევ დეტალებს და კი იგებ უცნაურ ამბებს ( მაგალითად, იმას რომ აქ არ იბიარდობენ, ან იმას რომ დედაქალაქის ქუჩებში ბეგემოტს უსეირნია, ან იმას რომ ქალაქის ცენტრში, უცნაურ სახლში ცხოვრობს, ჟირაფი, ზვიგენი, პინგვინი ერთად), მაგრამ ასევე იგებ, რომ ამ ქვეყანაში საოცარი რაღაცეების ნახვაც შეიძლება და მიფრინავ,
ჩადიხარ (სხვათაშორის კარგად იმგზავრე), არ დაღლილხარ. უკვე დაჯავშნილი გაქვს ადგილი გაბრიაძის კაფეში. გირჩიეს რომ გემრიელად შეჭამ და ქალაქის დათვალიერება ამ ადგილიდან ჯობია.
მოკლედ, შედიხარ სასტუმროში, ივლებ შხაპს, და მაშინ როდესაც ყველაზე სასიამოვნო წუთებს შხაპგადავლებული (ეს მთავარი დეტალია) ატარებ შენს ბიჭთან ერთად, ანუ სექსი გაქვს მასთან და იმ ყველაზე მაგარ წამს იხედები ფანჯარაში (სასტუმრო ხედის გამო შეარჩია), რას ხედავ, შენს ფანჯარას უყურებს ქალი(ჭოგრიტით ხელში) და თან თვალებზე ხელს იფარებს. (ისე რომ ჩანდეს) ეს ქალი გაოგნებული იყურება... იმიტომ რომ ვერ გაუგია ამ ყველაფერს როგორ აკეთებ დღე (ჩვენთან სექსი მხოლოდ ღამით მოსულა), მერე გაოგნებულია, რომ ეს ყველაფერი ფეხზე დამდგარი ხდება (აქამდე ასე არ ენახა) და ბოლოს გაოგნებული იყურება იმიტომ, რომ ეს ხდება საერთოდ.
და ისე შურს შენი, ისე შურს, რომ მიდის და დაცვას ეუბნება -გაჩერდესო...
იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ბეგემოტიც დადის ქუჩაში. ზვიგენი, პინგვინი და ჟირაფიც ერთად ცხოვრობენ, მაგრამ სექსი არა აქვთ.

ვიცი ჩამქოლავთ, მაგრამ არ მადარდებს ამჯერად ეგ ამბავი..."image

8
1739
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1739
  
2016, 6 იანვარი, 22:15
ალიას ჟურნალისტია
2016, 6 იანვარი, 22:01
ნანუკა არ თქვა სადმე ჟურნალისტი ვარო-სირცხვილია, ბეგემოტი არა?! :))
ბეჰემოთი ან ჰიპოპოპოტამი მაინც დაგეწერა.
მოკლედ "კაპუტ" ქართული ჟურნალისტიკა...
2016, 6 იანვარი, 11:47
ვინ იცის?...
2016, 6 იანვარი, 11:28
იმაზე ვიღადავე თავიდან ბოლომდე რო უყურა და აღწერა თან დეტალებში. აშკარად ისიამოვნა ხო აბა ამდენი ხანი რო უყურებდა მაზოხისტი იყო?
2016, 6 იანვარი, 11:15
არა, არ ნანობს, ის აშფოთებს მის გინებაზე რომ ირეაგირა ხალხმა და არა იმაზე, რომ ვიღაც წყვილი სექსით სახალხოდ დაკავდა. :))
2016, 6 იანვარი, 11:13
ძაან ქაჯურად კი გამოუვიდა არამკითხე მოამბესავით დარწმუნებული ვარ თვითონაც ნანობს
2016, 6 იანვარი, 11:06
ნინო ლაბარტყავა როდიდან გახდა ჟურნალისტი?? არაა ჟურნალისტი, მცდარია ეგ მოსაზრება. ისე ბავშვობაში რა ზრდილობიანი იყო, სამაგალითო და შესაშური იყო და ეხლა რა დაემართა.
2016, 6 იანვარი, 10:55
საღოლ ნუნუკა, ეს ლაბარტყავა მაგარი ქაჯია, ალბათ არავი არ ტ..ავს და დაბოღმილია
0 1 8