x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რაზე მეტყველებს ტკივილი თავის სხვადასხვა ნაწილში

image


სავარაუდოდ, თავის ტკივილი პერიოდულად ყველას აწუხებს. ზოგჯერ ამაში ბრალი თავად თქვენ მიგვიძღვით. კარგმა საღამომ და მიღებულმა ალკოჰოლმა შესაძლოა მეორე დღე სრულიად გააფუჭოს. მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც ტკივილი არსაიდან ჩნდება? ის თითქოს გვეუბნება, რომ უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენს ორგანიზმს შესაძლოა რაღაც ჭირდეს. რა არის ეს "რაღაც"?

image


1. უცაბედი ტკივილი, რომელიც ძლიერდება საფეთქლებისა და თავის გვირგვინის არეში – ძალიან საშიშია, რადგანაც მოულოდნელად ჩნდება და ძალიან სწრაფად ძლიერდება. ის თითქოს ზემოდან გატყდებათ თავს. ასეთ ტკივილს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება და ექიმს მიმართოთ, რადგანაც ის შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის ინდიკატორი აღმოჩნდეს, მათ შორის სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის, რომელიც ძალზე სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვის.


2. ტრამვის შემდგომი ტკივილი

თუ თავის ტრამვა მიიღეთ, არ დაივიწყოთ დრო და დრო ექიმს მიმართოთ შემოწმებისთვის. ხშირ შემთხვევაში თავის ტრამვები უკვალოდ არ ქრება და დროთა განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს ხშირი თავის ტკივილის სახით.


3. თავის ტკივილი დილაობით

თუ გაღვიძებისთანავე საშინელ თავის ტკივილს გრძნობთ – ეს იმის ნიშანია, რომ დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ. ნევროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ასეთი ტკივილი – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების არსებობის უტყუარი სიმპტომია. ეს შეიძლება იყოს მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონია), ძილის აპნოე (სუნთქვის დარღვევა ან შეჩერება ძილის დროს) და თავის ტვინის სიმსივნეც კი.


4. ტკივილი ერთ თვალში ან მის ირგვლივ

"კლასტერული" იგივე ჯგუფური თავის ტკივლი, რომელიც ჩვეულებრივ თვალბუდის არეს მოიცავს, იმდენად ძლიერია, რომ ბევრი მეცნიერი მას ყველაზე ძლიერ და მტანჯველ ტკივილად მიიჩნევს, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა განიცადოს. მიუხედავად უამრავი კვლევისა, ჯგუფური თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი კვლავ უცნობი რჩება. შეტევების სამკურნალოდ მეტწილად 100%-იანი ჟანგბადის შესუნთქვას (ინჰალაციას) მიმართავენ, რისთვისაც საჭიროა ჟანგბადის ბალონი, ნაკადის სიჩქარის რეგულატორი და შესაბამისი ნიღაბი. მსგავსი ტკივილის შემთხვევაში ნუ ეცდებით თვითმკურნალობას! სწორი მკურნალობის შესარჩევად აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.


5. თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს გულისრევა, პრობლემები მხედველობასთან დაკავშირებით, გაღიზიანება, ტკივილი კისრის არეში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.



– თუ ყვირმლის ძვლების ან თვალების ზედა ნაწილში ტკივილს გრძნობთ, მიზეზი შესაძლოა ჰაიმორიტი იყოს.

– თუ კეფისა და კისრის არეში გაწუხებთ ტკივილი, მაშინ პრობლემა კისერს უკავშირდება (გამრუდება, ოსტეოჰონდროზი).

– შაკიკისთვის დამახასიათებელია პულსირებული ტკივილი, გულისრევა, მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები.

– მაღალი არტერიული წნევის დროს თავის გვირგვინის არეში მოჭერის შეგრძნება იქმნება.


0
15399
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
15399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0