x
image
alex999
Mediator image
რომელი ქვეყნები ყიდიან და ყიდულობენ ყველაზე მეტ იარაღს?!
2015 წელს ახლო აღმოსავლეთში შეუჩერებლად მიმდინარეობდა კონფლიქტები, მაგრამ

ამ კონფლიქტებიდან არც გამარჯვებული და არც დამარცხებული გამოვლენილა.

გამარჯვებული მხოლოდ აშშ გახდა, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე

კონფლიქტებით იკვებებოდნენ. ამერიკულმა იარაღის გაყიდვის დილერებმა


2015 წელს საკმაოდ ბევრი იარაღი მიყიდეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს.

რეგიონებში საფრთხის არსებობასთან ერთად იარაღის გაყიდვადობაც ორმაგდება,

რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას დღითი-დღე უფრო აძლიერებს.


image


2015 წელს აშშ-მ მსოფლიო მასშტაბით 46, 6 მილიარდი დოლარის იარაღი და ტექნიკა

გაყიდა. ამ გაყიდვადობის ძირითადი ნაწილი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე

ომიანობის ოთხ რეგიონში გაყიდა.


image


საომარ რეგიონებში როლები რამოდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ გამარჯვებულად

არცერთი მხარე არ გამოცხადებულა. გასული წლის ივლისში ირანი დასავლეთთან

შეთანხმდა ბირთვული პროგრამის რეალიზებაში, რამაც ძალიან ბევრი ქვეყნის

უკურეაქცია გამოიწვია. მაგრამ 2015 წელში ისლამური სახელმწიფოს გაძლიერებასთან

ერთად ირანისადმი უკმაყოფილობა უკვე მეორე ხარისხოვანი გახდა, რადგან

ტერორისტულმა ორგანიზაციამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს საკმაოდ დიდი საფრთხე

შეუქმნა. სამაგიეროდ კიდევ ერთხელ ეკონომიკურად აშშ დარჩა გამარჯვებული.

თავდაცვის სისტემის მიზნით აშშ-მ ახლო აღოსავლეთს მილიარდობით დოლარის

ოდენობის იარაღი მიყიდა.


image


როგორც ზემოთ ვახსენეთ აშშ-მ 2015 წელს იარაღის გაყიდვადობით 46.6 მილიარდი

დოლარი შემატა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტს. 2013 წელს გაყიდეს 18.8 მილიარდი

დოლარის იარაღი, ხოლო 2014 წელს 12.4. ამ ციფრებს თუ შევადარებთ, მივხვდებით

რომ 2015 წელი აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.


image


იარაღის რეკორდული გაყიდვადობა აშშ-ს როლს ახლო აღმოსავლეთში არ ცვლის,

პირიქით 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო მოვლენად ჩათვლილ

ისლამურ სახელმწიფოსთან ომში კვლავ მოწინავე პოზიციას იკავებდა.

ობამას თაოსნობით აშშ-მ 2015 წელს იარაღის გაყიდვადობის რეკორდულ რაოდენობასთან ერთად ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში წარმატებული როლი ითამაშა, რასაც ასევე დაემატა ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით
შეთანხმება...


image


როგორც ვხედავთ 2015 წელი აშშ-სთვის საუკეთესო წელიწადი აღმოჩნდა.

ახლა გადავიდეთ 2015 წლის კიდევ ერთ აქტიურ ქვეყენაზე. ეს არის საუდის არაბეთი.

ბრიტანეთის თავდაცვის ინსტიტუტის კვლევითი კომპანიის განცხადებით, გასულ

წელს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მეტი იარაღი საუდის არაბეთმა შეიძინა.


image


უკანასკნელი მონაცემებით იარაღის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი

ინდოეთს ეკავა, მაგრამ საუდის არაბეთმა როგორც ჩანს 2015 წელს ინდოეთს გაუსწრო.


image


საუდის არაბეთმა 2015 წელს იარაღის შეძენისთვის 9.6 მილიარდი დოლარი დახარჯა.


image


არაბებმა ყველაზე მეტი იარაღი შეიძინეს აშშსგან, რუსეთისგან, საფრანგეთისგან,

გერმანიის და დიდი ბრიტანეთისგან...


image


გარდა ამისა, იარაღის შეძენის მიზნით დახარჯული თანხების რაოდენობით

საუკეთესო ათეულიდან 5 ქვეყანა ახლო აღმოსავლეთს ეკუთვნის.


image


2013 წლის სტატისტიკით იარაღის იმპორტიორობით ლიდერობდნენ

ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და საუდის არაბეთის გაერთიანებული საემიროები.


image


2014 წლის სტატისტიკით კვლავ ინდოეთი, საუდის არაბეთი, ჩინეთი და

საუდის არაბეთის გაერთიანებული საემიროები ლიდერობდნენ.


image


ანალიტიკოსების ვარაუდით ეს მონაცემები მომდევნო 10 წლის განმავლობაში

გაორმაგდება.



როგორც ჩანს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი ივსება, მაგრამ როგორ აისახება ეს

უახლოეს მომავალში მსოფლიოზე? საინტერესო კითხვაა, მაგრამ ამის პასუხს

მხოლოდ და მხოლოდ დრო გვიჩვენებს....


დაე მშვიდობა იყოს მთელს მსოფლიოში...

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი














2
322
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
322
  
2016, 6 იანვარი, 13:26
:-D :-D მადლობა სიხარულო
2016, 6 იანვარი, 13:24
ყოველთვის მომწონს სტატიების დასრულების შენეული მანერა :) გავაზიარე.
0 1 2