x
საქართველოში მცხოვრები მუსლიმი სტუდენტის ემოციური მილოცვა ილია II-ს
5 იანვარი, 16:44

image
საქართველოში მცხოვრები მუსლიმი სტუდენტი ჯეიხუნ ნარზალოვი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 83 წლის იუბილეს ულოცავს და საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს წერილს, სახელწოდებით "ერთი მუსლიმის მილოცვა პატრიარქს":


"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 83 წლის გახდა. 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი.


1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.


– მე, ჯიხუნ მუჰამედალმა (ნარზალოვი), როგორც საქართველოს ერთ-ერთმა შვილმა, მინდა, ჩემი მუსლიმი ახალგაზრდა სამეგობროს სახელით, მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე. მინდა ვუსურვო ჯამრთელი და ბედნიერი, დღეგრძელი ცხოვრება.


იგი არა მარტო ქრისტიანების, არამედ ჩემი სულიერი მამაცაა. პატრიარქს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოში ერებსა და რელიგიებს შორის ურთიერთგაგებისა და ნამდვილ ტოლერანტობაში მისი უდიდესი წვლილისთვის. იგი ყოველთვის ცდილობს საქართველოში დანერგოს ერთიანობა და ქვეყანა გაამთლიანოს. უფალს ვთხოვ, რომ ეს ოცნება მას მალე აუხდეს. პატრიარქის მუსლიმებთან განსაკუთრებული ურთიერთობები არავისთვისაა საიდუმლო.


არც მე მავიწყდება, როდესაც მას ჩავეხუტე და მის მიმართ ჩემი სიყვარული გავამხილე. ჩვენ უფალი ერთი გვყავს და მხოლოდ უფლის მიმართ მისასვლელი გზები გვაქვს განსხვავებული. ჩვენ უფალთანაც გავერთიანდებით, როგორც აქ ვართ ერთიანნი. უფალი იყოს უწმიდესისა და უნეტარესის – ილია მეორეს, საქართველოსა და ჩვენი მფარველი ამინ!!" – წერს ჯეიხუნი.


შეგახსენებთ, რომ ჯეიხუნ მუჰამედ ალი (ნარზალოვი) იყო მონაწილე 2015 წლის დასაწყისში პარლამენტის წინ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი სტუდენტების ორგანიზებით გამართული აქციისა, რომელიც მიმართული იყო რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფის ან მრწამსის შეურაცხყოფის წინააღმდეგ.



550
7-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
"ზურგს უკან მღვდელი რომ მღვდელს ძირს უთხრის, შემზარავი მოსასმენია""ზურგს უკან მღვდელი რომ მღვდელს ძირს უთხრის, შემზარავი მოსასმენია"
მამა პეტრე კოლხი მუდმივად ახერხებს საზოგადოე...
"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სად...
წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზეწინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ერისკაცობაში ლუკა პროსკურა) დაიბადა, რუსეთში ჩერნიგო...
სასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულებასასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულება
ლოცვა, რომლის დახმარებითაც უამრავი ადამიანი განიკურნა და განთავისუ...
დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უ...
სასულიერო პირები: "ჩვენ მოვაწყობთ რევოლუციას"სასულიერო პირები: "ჩვენ მოვაწყობთ რევოლუციას"
ქუთაისში, სასულიერო პირები და ქალაქში არსებული სხვადასხვა ეკლესი...
ნეო პაგანიზმი-ევროპის მომავალი ახალი რელიგია?!ნეო პაგანიზმი-ევროპის მომავალი ახალი რელიგია?!
ნეოპაგანიზმი იგივე კერპთაყვანისმცემლობა ბოლო წლებში ევროპის მთელ...
არქიმანდრიტ ბართლომეს პრეზიდენტის  დაწყევლისთვის  ეპიტემია დაედოარქიმანდრიტ ბართლომეს პრეზიდენტის დაწყევლისთვის ეპიტემია დაედო
საპატრიარქო არქიმანდრიტ ბართლომეს ფირცხალაიშვი...