x
საშობაო ტორტი და ნამცხვარი
5 იანვარი, 19:42

image

image

საშობაო ტორტი

image

image

ინგრედიენტები:

image

კვერცხი – 4 ცალი
მარილი – ერთი მწიკვი
შაქარი – 175 გრ.
ვანილინი – 1, 5 გრ.
ნუშის ლიქიორი – 4 ს. კ.
ფქვილი – 125 გრ.
გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ
თეთრი შოკოლადი – 100 გრ.
დაფქული ნუში – 100 გრ.
ფორთოხლის წვენი – 4 ს. კ.
ნაღები – 500 გრ.
ფორთოხლის ჯემი – 4 ს. კ.
დაჭრილი ნუში – 50 გრ.
ფორთოხალი – 2 ცალი
კაკაოს ფხვნილი – 1 ს. კ.
პიტნის ფოთოლი – 7 ცალი

imageგამოდის 14 ულუფა

image

მომზადება:

image

1. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული > კვერცხის გული ათქვიფეთ 125 გრ. შაქართან ერთად > დაამატეთ ვანილინი, 2 ს. კ. ლიქიორი და ათქვიფეთ აქაფებამდე > ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად ისე, რომ თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ იქცეოდეს > ფრთხილად შეურიეთ ცილა უკვე გამზადებულ მასას > ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი > დაუმატეთ მასას და მოზილეთ ცომი.
2. ცომი მოათავსეთ 26 სმ. დიამეტრის მქონე, ძირზე ცხიმწასმულ ფორმაში > გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 25 წთ-ის მანძილზე > როდესაც გაცივდება, გაჭერით ორ ფენად.
3. გულსართის მოსამზადებლად, დაამტვრიეთ შოკოლადის ფილა და გაადნეთ წყლის აბაზანაზე > შეურიეთ დაფქული ნუში, ფორთოხლის წვენი და დარჩენილი ლიქიორი > ცოტა შეაგრილეთ.

4. ათქვიფეთ ნაღები დარჩენილ შაქართ ერთად > ფრთხილად შეურიეთ შოკოლადის მასას და 15 წუთით შედგით მაცივარში.
5. შეათბეთ ჯემი წყლის აბაზანაზე > გადაუსვით ტორტის ქვედა ფენას > ზემოდან გაანაწილეთ გულსართის ნახევარი > დააფარეთ მეორე ფენა > ზემოდან გადაუსვით დარჩენილი გულსართი > შედგით მაცივარში, მინიმუმ, 6 საათით.
6. ნუში მოხალეთ ცხიმის გარეშე > გაფცქვენით ფორთოხალი და მოაცილეთ თეთრი აპკები ლებნებს > ტორტის გვერდები გააფორმეთ მოხლილი ნუშით > ზემოდან მოაფიფქეთ კაკაოს ფხვნილი > გააფორმეთ ფორთოხლით და პიტნის ფოთლებით.image

საშობაო ნამცხვარი

image

image

ინგრიდიენტები:

image

შაქარი – 320 გრ.
თაფლი – 60 გრ.
ვანილინი – 1, 5 გრ.
კვერცხი – 3 ცალი
არაჟანი – 400 გრ.
ფქვილი – 340 გრ.
შვრიის ფანტელი – 120 გრ.
გამაფხვიერებელი – 3 ჩ. კ.
დარიჩინი – 3 ჩ. კ.
წვრილად დაჭრილი ნუში – 200 გრ.
ნაღები – 200 გრ.
რძე – 100 მლ.
მარგარინი – 1 ს. კ.


გამოდის 20 ნაჭერი

image

მომზადება:

image

1. ათქვიფეთ კვერცხი 120 გრ. შაქართან ერთად > დაამატეთ თაფლი, ვანილინი, არაჟანი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და შვრიის ფანტელი > დაუმატეთ კვერცხიან მასას > კარგად შეურიეთ ერთმანეთს და მოზილეთ ცომი.

2. გაანაწილეთ ცომი ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე.

3. გულსართის მოსამზადებლად, დარჩენილ შაქარს შეურიეთ დარიჩინი და ნუში > მიღებული ფხვიერი მასა გაანაწილეთ ცომზე.

4. გამოაცხეთ ნამცხვარი 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელშ, დაახლოებით, 20 წუთის მანძილზე.

5. ათქვიფეთ ნაღები > ფრთხილად შეურიეთ რძე > გადაუსვით ზემოდან ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს და დაჭერით მართკუთხედებად.



290
10-ს მოსწონს
21
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
45 კრეატიული ღვეზელი, რომლის შეჭმაც ნამდვილად დაგენანებათ45 კრეატიული ღვეზელი, რომლის შეჭმაც ნამდვილად დაგენანებათ
ღვეზელი, რა თქმა უნდა, ერთნაირი არ არის არც ვიზუალუ...
"გემრიელობები""გემრიელობები"
გამარჯობა ინტერმედიელებო ალბათ ამ ნამცხვრების ნახვამ მოგანდომათ მათი დაგემოვნება.მე მომდევნო სტა...
"ტროპიკანკა" - საზაფხულო ტორტი, რომელმაც ინტერნეტი "დაიპყრო""ტროპიკანკა" - საზაფხულო ტორტი, რომელმაც ინტერნეტი "დაიპყრო"
"ტროპიკანკა" - ეს არც თუ ისე ახალი ტორტი დღეს განს...
სნიკერსი - რეცეპტი და მომზადების წესისნიკერსი - რეცეპტი და მომზადების წესი
2კვერცხი , 1.5 ჭ შაქარი გავაკეთოთ კარგი გოგლი-მოგლი შევურიოთ 3 ს.კ. კაკა...
როგორ გამოაცხოთ ტორტის ბისკვიტი გაზქურაზე(ზემოდან)როგორ გამოაცხოთ ტორტის ბისკვიტი გაზქურაზე(ზემოდან)
როგორ გამოაცხოთ ბისკვიტი გაზქურაზე ზემოდან? ძალიან მარტივი...
ტარტი ტატენი: შეცდომა, რომელიც უგემრიელეს ნამცხვრად იქცატარტი ტატენი: შეცდომა, რომელიც უგემრიელეს ნამცხვრად იქცა
იყო და არა იყო რა... XIX საუკუნის ბოლოს, საფრა...
შავი ტორტი (მარტივი და გემრიელი)შავი ტორტი (მარტივი და გემრიელი)
თუ თქვენ ხართ, დამწყები დაისახლისი და ღუმელში არ გამოგდით ბისკვიტის გამოცხობა...
ნამცხვარი "შუ"ნამცხვარი "შუ"
მასალად საჭიროა: ერბო 200გრ შაქარი 6სუფრის კოვზი ლიმონი 1ცალი პურის ფქვილი 400გრ ...
ტორტის მორთვის უმარტივესი მეთოდიტორტის მორთვის უმარტივესი მეთოდი
ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ კერძი პირველ რიგში მადისაღმძვრელად უნდა გამოიყუ...