x
ლეგენდარული ჯგუფი "guns n roses" "დაბრუნდა"
5 იანვარი, 15:42

image







რამოდენიმე დღიანი ჭორები იმის შესახებ, რომ "guns n roses"-ის ყოფილი გიტარისტი, სლეში დაბრუნდებოდა ყოფილ ბენდში გამართლდა. უკვე ოფიციალურად სლეში და ბასისტი დაფი დაუბრუნდნენ "guns n roses"-ის და ექსელთან ერთად გამოვლენ კონცერტზე "Coachella Music And Arts Festival." რომელიც გაიმართება 15-17 და 22-24 აპრილს. "guns n roses" ორჯერ მიიღებს ამ კონცერტზე მონაწილეობას, 16სა და 23 აპრილს. ბოლოს როცა სლეშმა და ექსელმა ერთად მიიღეს კონცერტზე მონაწილეობა ამ ბენდის სახელით იყო 1993 წლის 17 ივლისი.




ისტორია:


Guns N' Roses — ამერიკული მძიმე როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წელს. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე მეტი ასლიმსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი - შეერთებულ შტატებში. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მძიმე როკ-ჯგუფად. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. Guns N' Roses ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში, Hollywood Rose-ის წევრების, ექსლ როუზის (ვოკალი), იზი სტრედლინის (რითმ-გიტარა) და L.A. Guns-ის წევრების, ტრესი განზის (წამყვანი გიტარა), ოლე ბეიჩის (ბასი) და რობ გარდნერის (დასარტყმელი საკრავები) მიერ. ექსლი ორივე ჯგუფის წევრი იყო, ხოლო ტრესი განზი - მხოლოდ მეორე ჯგუფის. კოლექტივის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა მძიმე როკს, ბლუზს, პანკს და მუსიკის სხვადასხვა სტილს თანამედროვე პოპულარულ მძიმე მეტალთან. მას შემდეგ, რაც ტრესი განზმა და რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს ჯგუფის ერთ-ერთ პირველ შოუზე გამოსვლა, ექსლმა და იზიმ მიიწვიეს გიტარისტი სლეშიდა მისი საუკეთესო მეგობარი, დრამერი სტივენ ადლერი. 1986 წლის დასაწყისში ჯგუფმა ასეთი სახე მიიღო: ექსლ როუზი (ვოკალი), სლეში (სოლო გიტარა), იზი სტრედლინი (რითმ-გიტარა), დაფ მაკ-კეგენი (ბას გიტარა) და სტივენ ადლერი (დრამი). ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს სიმღერაWelcome to the Jungle, რომელიც შემდგომში ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა. ჯგუფის ალბომი Appetite for Destruction გამოვიდა 1987 წლის 21 ივლისს. მის პირველ სინგლად იქცა Welcome to the Jungle, რომელსაც თან ახლდა მუსიკალური ვიდეოს გამოსვლაც. თავდაპირველად ამ სიმღერას დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ Geffen Records-ის დამაარსებელს დევიდ ჯეფენს სთხოვეს, დაერწმუნებინა MTV-ის წარმომადგენლები, რომ ეთერში გაეშვათ მისი ვიდეო. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ამ არხზე დღის არც თუ ხელსაყრელ დროს გადიოდა, მან მაინც მიიქცია როკის მოყვარულთა ყურადღება. სიმღერაზე მასიური მოთხოვნა დაიწყო. 1990 წელს Guns N' Roses სტუდიაში დაბრუნდა ახალი, მომავალში ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ალბომის ჩასაწერად. ამ პერიოდში სტივენ ადლერს კოკაინთან და ჰეროინთან დიდი პრობლემები ჰქონდა. ადლერის პრობლემების ფონზე ჯგუფმა 30-ჯერ სცადა სიმღერის Civil War ჩაწერა. 1990 წლის აგვისტოში სტივენს ჯგუფი დაატოვებინეს. იგი შეცვალეს Cult-ის ყოფილი დრამერით, მეტ სორუმით. რამდენიმე თვის შემდეგ კოლექტივს დაემატა პიანისტი დიზი რიდი. იგი იყო ჯგუფის მეექვსე წევრი. 1991 წლის მაისში Guns N' Roses-მა დაითხოვა მენეჯერი ალან ნივენი, რომელიც დაგ გოლდშტეინით ჩაანაცვლა. 1994 წელს გილბი კლარკმა დატოვა ჯგუფი, რადგან ექსლი გრძნობდა, რომ მისი გამოცდილება სიმღერების წერისა არ იყო საკმარისი ჯგუფის მომავალი პროექტისთვის. ამავე წელს ჯგუფმა ჩაწერა როლინგ სტოუნზის სიმღერის Sympathy for the Devil ქავერ ვერსია ფილმისთვის ინტერვიუ ვამპირთან. გილბი კლარკის ნაცვლად ექსლის მეგობარ პოლ ტობიასის მიერ ჩაწერილი ნაწილი სიმღერაში სათანადოდ არ ჯდებოდა. როდესაც სლეშმა მოისმინა საბოლოო ჩანაწერი, აღმოჩნდა რომ მისი გიტარის სოლოს ნაცვლად პოლ ტობიასის გიტარის სოლო იყო ჩაწერილი.
1995 წლის დასაწყისში ოზი ოსბორნის გიტარისტმა ზაკ უაილდმა განაცხადა, რომ ექსლის პირადი თხოვნით იგი შეურთდა ჯგუფს ერთკვირიანი რეპეტიციისთვის.
სლეშმა შექმნა თავისი სოლო პროექტი Slash's Snakepit. 1996 წლის აგვისტოში ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ. ორი კვირის განმავლობაში ალბომზე ერთად მუშაობის შემდეგ, დაფი და მეტ სორუმი გაემგზავრნენ თავიანთი პროექტის Neurotic Outsiders ტურნეში და უკან დაბრუნდნენ სექტემბრის დასაწყისში, სულ ერთი კვირით. ამის შემდეგ სლეშს და ექსლს მარტო უხდებოდათ მუშაობის გაგრძელება. ოქტომბერში სლეშმა განაცხადა, რომ იგი ჯგუფში მხოლოდ სამი კვირით იყო დაბრუნებული და რომ მისი და ექსლის ურთიერთობა წინ ვეღარ მიიწევდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ექსლმა განაცხადა, რომ სლეში ჯგუფში აღარ იყო. სლეში შეცვალა Nine Inch Nails-ის ყოფილმა გიტარისტმა რობინ ფინკმა. 2012 წლის დასაწყისში Guns N' Roses წარდგენილი იქნება როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. კრიტიკოსები და ფანები მიიჩნევენ, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის აღდგენა.Appetite for Destruction გაყიდვების მხრივ ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად. ვოკალისტი ექსლ როუზი კრიტიკის საგნად იქცა მას შემდეგ, რაც ჯგუფი დაიშალა. მუსიკალური კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ მას, კლასიკური შემადგენლობის დაშლის შემდეგ, ახალი შემადგენლობით მოღვაწეობა აღარ უნდა გაეგრძელებინა.




42
5-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ბობ მარლი ცოცხალია?ბობ მარლი ცოცხალია?
იამაიკის ერთ-ერთი რესტორნის უკანა მხარეს, მუყაოს ყუთში ნაპოვნია უსახლკარო მოხუცი კაცი. ამ ...
სოფო ნიჟარაძემ ახალ კლიპზე მუშაობა დაასრულასოფო ნიჟარაძემ ახალ კლიპზე მუშაობა დაასრულა
ცოტა ხანში ქართველი მუსიკის მოყვარულები სოფო ნიჟარაძის ახალ კლიპს ვ...
ბათუმში ჰარდ როკ-ლეგენდები ჩამოვიდნენბათუმში ჰარდ როკ-ლეგენდები ჩამოვიდნენ
დღეს საღამოს ბათუმშის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ლეგენდარული...
ყველა დროის 10 ყველაზე ცუდი სიმღერაყველა დროის 10 ყველაზე ცუდი სიმღერა
The toptens.com-მა, რომელიც ტოპ 10-ის რეიტინგებს აქვეყნებს თითქმის ყველა სფ...
"ქალი, რომელსაც განგებამ ყველაფერი აჩუქა სიყვარულის გარდა""ქალი, რომელსაც განგებამ ყველაფერი აჩუქა სიყვარულის გარდა"
იგი უყვარდათ და იგი სძულდათ მას აკერპებდნენ და მას ა...
გოგონა, რომელიც ვიოლინოს შვილს ეძახისგოგონა, რომელიც ვიოლინოს შვილს ეძახის
21 წლის სალომე ხომასურიძე, წარმატებული მევიოლინეა. უამრავი კონკურსის გამ...
ჯასტინ ბიბერი სელენა გომესს არცხვენსჯასტინ ბიბერი სელენა გომესს არცხვენს
ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულ და ახალგაზრდა წყვილზე ბევრს საუბრობენ.ჯასტინ ბ...
30 წელი დინ რიდის გარდაცვალებიდან30 წელი დინ რიდის გარდაცვალებიდან
ზუსტად 30 წლის წინ გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და სა...
BBC Philarmonic-ის ექსპერიმენტი ელექტრონულ მუსიკასთან "Dubstep"-თანBBC Philarmonic-ის ექსპერიმენტი ელექტრონულ მუსიკასთან "Dubstep"-თან
ბრიტანული ცნობილი ელექტრონული ჯგუფის Nero-ს...