x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რაღაც ტილიან კონკურსს SMS-ებით იგებთ"-სტეფანე კოლეგებს აკრიტიკებს

image

საახალწლო კონცერტი და მასში მონაწილე მომღერალთა სია წელსაც დაპირისპირებისა და უკმაყოფილების საგნად იქცა. სტეფანე მღებრიშვილი კოლეგებს აკრიტიკებს და მათი ამხელა ამბიციები უკვირს: "იცი რაზე ვბრაზდები... ამ სფეროში რამდენი წელი ვარსებობ, ჩემზე უკეთ იცით ... რა აღარ გამიკეთებია როგორც მუსიკოსს, როგორც პროდიუსერს...

ისე რომ ამაში MTV, BBC, SKY, CNN, RAI და კიდევ ვერ ვიხსენებ ეხლა... ბოლო ბოლო პუტინის პრეს მდივანმა პირდაპირ ეთერში ჩემზე ილაპარაკა. ასევე გამიმართლა და ევროპის საუკეთესო, მსოფლიოში ცნობილ კლუბებში მქონია გამოსვლები 3G-თან ერთად...

ხო და პრეტენზია ნოლი მაქვს, ნოლი! თუ ვინმე არ დამიძახებს სადმე...


გემოვნებაზე არ დაობენ და ეს მხოლოდ ორგანიზატორის გემოვნების საკითხია. რაღაც ტილიან კონკურს ესემესებით იგებთ, ან ვერც იგებთ და მერე ტვინს ტყნ*ავთ თუ როგორ გაგიბედეს და არ დაგიძახეს.

პ.ს: ტვინი კი არ უნდა მო*ყნათ, საქმე უნდა გააკეთოთ და თავი მოაწონოთ სხვებს... იქნებ დაგიძახონ".


სტეფანეს ამ მოსაზრებას კოლეგები ჯერ არ გამოხმაურებიან. რამდენიმე კვირის წინ მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც: "ყოველ წელს შეიძლება იყოს ჩხუბი და სკანდალები თემაზე: ვინ იმღერებს ახალი წლის კონცერტზე?!

მომღერლების ერთი ნაწილი სად ჩარჩა? რომელ ეპოქაში? სადაც "გალუბოი აგანიოკს" მაღალი რეიტინგი აქვს? რატომ არ გკიდიათ იმღერებთ თუ არა სახელისუფლებო კონცერტზე?! შექმენით რამე ახალი. ჩაატარეთ სოლო კონცერტები და არ მითხრათ ახლა ფული არააო. რაც კარგია, რაც ახალია თავად წერს ფულს. შეიძლება ცოტას, მაგრამ წერს. აღარ დამთავრდა დაბლოკილების თემა. იქნებ გეფიქრათ იმაზე რომ დაბლოკილები კი არა, არააქტუალურები ხართ. დრო დროზე ჩქარა რომ მირბოდა ის ამბავია და ვინც დროს ჩამორჩა, ის ყველაზე მეტს ყვირის. ვაახ"image

0
637
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
637
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0