x
image
მანჩო 777
ღვინო, რძე და სხვა " საშიში" პროდუქტები... რას უშვრებიან ისინი ჩვენს სახეს?
არავინ არ შემეკამათება იმაში, რომ ალკოჰოლის მცირე დოზით მიღებაც კი და მუდმივი გამოუძინებლობა ადრე თუ გვიან ჩვენს სახეზე აისახება, მაგრამ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ტკბილეული და ბევრისათვის სასარგებლო პროდუქტად მიჩნეული რძის ნაწარმი არანაკლებ ზიანს აყენებს ჩვენი სახის კანს.

ხანგრძლივი მეცნიერული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ყველაზე მეტად ადამიანის გარეგნობაზე მოქმედებს:


1. გლუტენი ანუ წებოგვარა, რომელიც შედის თითქმის ყველა სახის ცომეულის შემადგენლობაში და არღვევს საჭმლის მონელების პოროცესს;

2. რძე და რძის პროდუქტები;


3. შაქარი;

4. ალკოჰოლი.


როგორც სწავლულები ვარაუდობენ, სწორედ ეს პროდუქტები იწვევს სახეზე გამონაყარსა და ფერიმჭამელებს, სახის კანის ფერის შეცვლას, ნაადრევ ნაოჭებსა და თვალების ქვეშ დაკიდებულ უპეებს. მოდით, განვიხილოთ, რა გავლენას ახდენენ ისინი ადამიანის სახის კანზე.


image


ღვინო და ალკოჰოლის შემცველი სხვა სასმელები


საკმარისია ახალგაზრდა ქალმა საღამოობით ერთი ბოკალი ღვინო დალიოს, რომ მისი სახე აი, ასეთი გახდეს.


image

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ტიპიური სიმტომებია: ხაზები, ნაოჭი ან სიწითლე წარბებს შორის, დაკიდებული თვალის უპეები, გაფართოებული ფორები, სიწითლე ლოყებზე, ღრმად ჩაწოლილი ნაოჭები.


როგორ უნდა მოიქცეთ?- უნდა შეწყვიტით ალკოჰოლის მიღება მინიმუმ 2-3 თვის განმავლობაში, რათა საჭმლის მომნელებელმა სისტემამ შეძლოს აღდგენა, შემდეგ კი უნდა ეცადოთ, რომ კვირაში მხოლოდ 3 დღის განმავლობაში მიიღოთ მხოლოდ ერთი ბოკალი სასმელი, უმჯობესია მშრალი ღვინო, რომელშიც შაქრის შემცველობა მინიმუმია.


შაქარი


ნამცხვრები, ფქვილოვანი ნაწარმი, თეთრი ბრინჯი ადამიანის ორგანიზმში სწრაფად გარდაიქმნება შაქრად, რაც იწვევს ინსულინის დონის მომატებას, შედეგად კი შეიძლება მივიღით აი, ასეთი სახე.


image
ტიპიური სიმპტომები: ნაოჭებიანი, გამონაყარით დაფარული შუბლი ( სწორედ ეს ზონა ასახავს საჭმლის მონელების პრობლემებს), ჩამოკიდებული კანი თვალების ქვემოთ, გადაღლილი სახე, გამონაყარი მთელ სახეზე, ნაცრისფერი სახის კანი. არსებობს კიდევ ერთი საინტერესო სიმპტომი-წარბები. ინსულინის მკვეთრი მომატება ძალიან ცუდად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობაზე, რომელიც, თავის მხრივ, პასუხს აგებს წარბების სიხშირეზე, ასე რომ, თუ წარბები შეგითხელდათ და გცვივათ, იცოდეთ, რომ თქვენს კუჭქვეშა ჯირკვალს სტრესის ქვეშ უწევს მუშაობა.


როგორ უნდა მოვიქცეთ?- უარი უნდა თქვათ შაქრის დამატებით წყაროზე, როგორიცაა ცომეული ნაწარმი და ტკბილეული, ხილის წვენები, რაფინირებული შაქრის შემცველი ს ხვა პროდუქტები. მოკლედ, ეცადეთ თავიდან ნელ-ნელა შეამციროთ მათი ნორმა, ბოლოს კი სრულებით ამოიღოთ რაციონიდან.


რძე


აი, ნათელი მაგალითი იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს უწევს გამკლავება ჭარბ ლაქტოზასთან, რომელიც, რძის გარდა, შედის იოგურტის, ყველის და არაჟნის შემადგენლობაში.


image


ტიპიური სიმპტომებია: შესიებული ქუთუთოები, ტომრები და შავი წრეები თვალების ირგვლივ, წვრილი თეთრი გამონაყარი და ფერიმჭამელები ნიკაპზე (სწორედ ეს ზონა აგებს პასუხს რეპროდუქტიულ ორგანოებზე).


რა უნდა ვქნათ?- უარი უნდა თქვათ რძის ნაწარმზე 3 კვირის განმავლობაში. შედეგს თვალნათლივ ნახავთ.


გლუტენი


შეხედეთ ამ სურათს! ხომ არ გეცნობათ ასეთი ნიშნები სახეზე?


image


ტიპიური სიპმტომები: ლოყების შესიება და სიწითლე, პიგმენტაცია და გამონაყარი ნიკაპზე, როზაცეა ანუ ვარდისფერი გამონაყარი, დაფარული უხეში კანით, რომელიც მიგვანიშნებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევაზე.


როგორ უნდა მოვიქცეთ? - უარი უნდა ვთქვათ გლუტენის შემცველ პროდუქტებზე (ცომეული ნაწარმი, თეთრი ბრინჯი) და მივიღოთ საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის სასარგებლო პროდუქტები (უჯრედისი, კურაგა, ნიგოზი, ქლიავის ჩირი, ბოსტნეული) და კიდევ, ვსვათ რაც შეიძლება მეტი წყალი, სწორედ ეს დაგვიცავს შესიებული ლოყებისა და შეშუპებული თვალის უპეებისაგან.



ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!


0
679
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
679
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0