x
beko777
სიმართლის ღია წერილი ჩემს პატრიარქს
4 იანვარი, 22:17

image83 წლის შესრულდი ჩემო პატრიარქო დღეს შენ... ჰო, შენობით მოგმართავ შენი შვილი და სულაც არ განვიცდი სინდისის ქეჯნას ამის გამო, რადგან შენობითაა შენი - მამის და ჩემი - შვილის, პატივისცემა ყველა ლოცვაში ნათქვამი.


ჰო დაბადების დღე უნდა მოგილოცო და ჯანმრთელობა უნდა გისურვო ჩემო პატრიარქო, ადამიანო რომელიც ერთადერთიღა (!) შემორჩი ამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ნათქვამ სა-ქართველოს, რომლისაც სჯერათ, სჯერათ და მერე როგორ სჯერათ... ერთადერთი ხარ დღემდე, რომელსაც ბოლომდე ენდობიან, რომლის სიტყვასაც უსმენენ და რომლის უბრალოდ დაძახილზეც კი, სრულიად ქართველობა (!) დადგება ნებისმიერი საქმისთვის, მხოლოდ შენი ერთი მოწოდება და მხოლოდ შენი ერთი სიტყვა ჩემო პატრიარქო... მას ვისაც ღმერთის სწამს, შენი სჯერა... შენი და სხვისი არავისი! აბსოლუტურად არავისი ვინც გარშემო გყავს ჩემო პატრიარქო, გარემოცვას, რომ ეძახიან და ვიმეორებ - მხოლოდ შენდამი რწმენითა და სიყვარულით სცემს პატივს ქართულ ეკლესიას შენი მილიონობით შვილი, ჩემსავით უბრალო და ჩემსავით ცოდვილი, მხოლოდ შენი სჯერა ჩემს ხალხს ჩემო პატრიარქო... აღარცა მღვდლების, აღარცა მამაოების და აღარცა სხვათა ანაფორიანთა უმეტესისა და ვერც ვამტყუნებ ჩემო პატრიარქო შენს შვილებს, ჩემს ძმებს, აბა როგორი გასამტყუნებელნი არიან როცა უდიდეს უმსგავსობას ხედავენ და ამჩნევენ ჩემო პატრიარქო?


imageღმერთთან სასაუბროდ შუამავლები არ დამჭირვებია მე, ერთ უბრალო ცოდვილ ქართველს, შენს შვილს ჩემო პატრიარქო, ყოველთვის პირისპირ ვდგები ხოლმე მის წინაშე ტაძარში და ისე ვსაუბრობთ ხოლმე მე და ღმერთი ჩემო პატრიარქო... შენც ასე არა ხარ, მაშინ როცა ხედავ, რომ ერს უჭირს? ასე ხარ...! მე მახსოვხარ ერთადერთო კაცო ადამიანო 1989 წლის 9 აპრილის გამთენიისას დილის 03:00 საათზე, მე მახსოვხარ ერთადერთო კაცო ადამიანო 2008 წლის რუსული ოკუპაციის დროსაც 10 აგვისტოდან ჩემო პატრიარქო, ჩვენი დაჭრილ-დასახიჩრებულ-დახოცილი მეომრები, რომ გამოგყავდა ბრძოლის ველიდან, მე შენი და ჩემი საყვარელი ადამიანის ეთო კაკულიას სიკვდილის წინა დღეებშიც მახსოვხარ ჩემო პატრიარქო, 82 წლის კაცმა, რომ მეოთხე სართულზე ჩიტივით imageამოიფრინე - ხალხის საყვარელ მომღერალს ჩემი დახმარება სჭირდებაო და ეთოს სახლის ზღუბლზე, რომ დაუძახე შენს შვილს - ეთეეერიიი, მოვედი და შემოვიდეოო...? მაშინაც მახსოვს შენი ღიმილი ჩემო პატრიარქო, სიყვარულით დაბნეულმა და კიბოთი დასნევებულმა ეთომ ნარდი ვითამაშოთო, რომ შემოგთავაზა... მაშინაც მახსოვხარ ჩემო პატრიარქო ხობში რეზიდენციის გახსნის დროს, ათასობით ადამიანს შორის, რომელიც გარს გეხვეოდა მე, რომ გამომარჩიე და თავზე მომეფერე და სიყვარულით დამლოცე (ამ მოვლენის ამსახველი სრულიად შემთხვევით გადაღებული ფოტო სამარადისო სახსოვრად დამრჩება ჯემალ კასრაძისგან საჩუქრად), ჰო, ჩემო პატრიარქო მე შენ ბევრგან მახსოვხარ... მიუხედავად იმისა, რომ არც შენთან ერთად სპეციალურად გადაღებული სურათები მაქვს და არც სელფები ჩემო პატრიარქო, შენ ისედაც ჩემს გვერდით ხარ ყოველთვის...


მე ისიც ვიცი ჩემო პატრიარქო, გერგეტობის დღესასწაული მართმადიდებლური მრევლის სიყვარულის დღედ, როცა გამოაცხადე, გარს რომ გეხვივნენ შავ ანაფორებში გახვეულნი, ერთ-ერთს ისიც უთქვამს თურმე - აგერ, უწმინდესო ვიღაცამ ხალხს სიყვარულის დღე დაუდგინე 15 აპრილი და საქართველო იმას აღნიშნავს და შევაჩვენოთო (საპატრიარქოს განცხადებაში ერთხელ დაწერეს კიდეც ამის შესახებ)... გაგღიმებია, სიყვარულით გაგღიმებია და ისე შეგიხედავს იმ უგუნურთათვის - სიყვარულის დღე აჩუქა ადამიანმა ხალხს და ამას უწუნებთო? - გითქვამს თურმე... ხოდა შენ ჩემს გვერდით ხარ ჩემო პატრიარქო ყოველთვის.


imageკიდევ მეტი მინდოდა მეთქვა, კიდევ მეტი მინდოდა დამეწერა, მაგრამ შევჩერდი... მე ხომ უბრალოდ პირველად და სახალხოდ მომინდა იმის თქმა რაც უკვე გითხარი ჩემო პატრიარქო - ერს მხოლოდ შენი სჯერა და კიდევ კარგი, შემორჩა სასულიერო იერარქიაში ღვისმსახურთა ნაწილი, რომელსაც შენი ესმის და არა დაქოქილი ჯიპის მატორის ხმა, არა ბიზნესებიდან დაუბეგრავად აკრეფილი ფულების შრიალი, არა პატარა გოგონების აღსარების ჩაბარების დროს ტუჩთა ცმაცუნი... ნუ განვიკითხავ? არა - არ განვიკითხავ! რწმენა მინდა, რომ გაძლიერდეს ჩემო პატრიარქო უფრო მეტად შენი... და ქართული, მართმადიდებლური ეკლესიის!


ხოდა ნუ გეშინია ჩემო პატრიარქო, ნუ გეშინია - შიგნით არვიცი, მაგრამ გარეთ ბევრნი ვართ, ბევრნი ვართ და კბილებით დაგიცავთ... ყოველთვის! როცა არ უნდა დასჭირდეს ერს, ერთადერთ ადამიანს... ილია მეორეს... დაბადებიდან 83-ე წელს გილოცავ და ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს ჩემო პატრიარქო, გაძლება, მხნეობა და ჯანი.


image

333
4-ს მოსწონს
8
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
სანახაობა შედგა! დროა ხალხს პური მივცეთ!სანახაობა შედგა! დროა ხალხს პური მივცეთ!
ქრისტინა აგილერა, 78 წლის სიმინდის გამყიდველი ბებო და ქართულ სიმღერაზ...
თქვენთვის უცნობი ჩემი ეთო კაკულიათქვენთვის უცნობი ჩემი ეთო კაკულია
მორჩა... 2015 წლის 26 ივნისს, ნაშუადღევს 2 საათზე - ყველაფერი მორჩა... - ჰო,...
რეალური (!) ბათუმი 2016 წლის ივლისის შუა წელსრეალური (!) ბათუმი 2016 წლის ივლისის შუა წელს
ერთი აჭარის ზღვისპირეთიღა დაგვრჩა ქართველებს ზაფხულის პერიოდში გა...
ლეგენდარული ეკა ყუშიტაშვილის პირადი ფოტოებილეგენდარული ეკა ყუშიტაშვილის პირადი ფოტოები
"გოგონა რომელსაც გაუჩალიჩეს" - ასე შეიძლება დასათაურდეს ამ ადამიანი...
20 საბედისწერო კადრი - ბოლო წამი20 საბედისწერო კადრი - ბოლო წამი
ამ ფოტოებს, რომ გადახედავს ადამიანი მიხვდება, რომ ცხოვრება არცთუისე მშვენიერ...
"ლაგუნა-ვერეს" განადგურებული ღია აუზი შუა თბილსიში"ლაგუნა-ვერეს" განადგურებული ღია აუზი შუა თბილსიში
აქამდეც იდგა ეს პრობლემა თბილისში, ახლაც დგას და მომავალში ...
24 წლის პოლიციის ულამაზესი ლეინტენატი (ფოტოსესია)24 წლის პოლიციის ულამაზესი ლეინტენატი (ფოტოსესია)
ქართველებს, რომ არცერთ პროფესიაში ლამაზი ქალების დეფიციტი არ...
ეთერ კაკულიას ოჯახის და ახლობლების განცხადებაეთერ კაკულიას ოჯახის და ახლობლების განცხადება
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადო...
ჩახდილი უკანალი გურიის საიმიჯო კლიპშიჩახდილი უკანალი გურიის საიმიჯო კლიპში
მაისში ოზურგეთის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე კაიაკინგის საერთაშორის...
ლიზა ბაგრატიონი მეგობარ მამაკაცთან ერთად ნიუ-იორკშილიზა ბაგრატიონი მეგობარ მამაკაცთან ერთად ნიუ-იორკში
მომღერალი, ლიზა ბაგრატიონი, ყოველთვის აქტიურად იყო ჩართულ...