x
რა იწვევს სიწითლეს და როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა...
4 იანვარი, 18:00

image არსებობენ ადამიანები, რომლებიც

უმნიშვნელო მღელვარების დროსაც

წამოწითლდებიან ხოლმე.

მედიცინაში ამ მდგომარეობას ერითრო-

ფობიას უწოდებენ, რაც სიტყვასიტყვით

სიწითლის შიშს ნიშნავს.

დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც

უწოდებენ, სახის ამგვარი წამოწითლება

დაკავშირებულია ნერვული სისტემის

არასწორ მუშაობასთან. კერძოდ

ვეგეტაციური ნერვული სისტემა

არასწორად რეაგირებს გარეგან გამღიზი-

ანებელზე. შედეგად ადამიანი მცირედი

მღელვარების დროსაც წითლდება. ეს

საკმაოდ სერიოზული პრობლემაა,

რადგან არა მარტო ფიზიოლოგიური,

არამედ სოციალური ხასიათიც აქვს და შესაძლოა ადამიანი ნევროზამდე და

დეპრესიამდეც კი მიიყვანოს.

ერითროფობიის მქონე ადამიანები

ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან

ურთიერთობის, ფართო აუდიტორიის

წინაშე გამოსვლის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სოციოფობია ახასიათებთ და არცთუ იშვიათად პირადი ცხოვრებაც მოუწყობელი აქვთ.

ერითროფობია თითქმის ყოველთვის ერწყმის სოციოფობიას ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობის შიშს და ზოგჯერ სულ უბრალო ყოფით საქმიანობას, მაგალითად უცნობ გამყიდველთან რამის ყიდვას, გამოცდის ჩაბარებასაც. ზოგჯერ ეს ადამიანს მეტყველების უნარსაც აკარგვინებს.

განასხვავებენ სამი სახის გაწითლებას:

1) ძლიერად გამოხატულ სიმორცხვეს

2) კონფლიქტურ ფორმას ( ერითროფობიის პრობლემა)

3) ფორმას, რომელსაც ოფლიანობაც სდევს თან.

აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ბლაშინგ-სინდრომი დაავადებაა, მაგრამ არა, ბლაშინგ-სინდრომი უბრალოდ სოციოფობიის გამოვლინებაა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომელიმე დაავადების შედეგი იყოს. თავს იჩენს ხშირად მენოპაუზის პერიოდში, სახისა და ყელის მოულოდნელი გაწითლება, ალები.

საინტერესოა რატომ ვითარდება ბლაშინგ-სინდრომი აღელვების დროს? ამ დროს ხდება სისხლძარღვების ანომალიური გაფართოება, რის გამოც სისხლი ძლიერ აწვება სახეს.

ერითროფობიის მკურნალობა გულისხმობს ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას. ინიშნება ბ3 და ბ5 ვიტამინები, რადგან ისინი ამაგრებენ სისხლძარღვთა კედლებს.

ეფექტურია ოპერაციული მკურნალობა. იგი პაციენტთა 95%-ს შველის. ქირურგიული მკურნალობის მეთოდია ენდოსკოპიური სიმპატექტომია. ამ დროს სპობენ ნერვულ იმპულსთა გამტარ სიმპათიკურ ნერვულ ღეროებს. ავადმყოფი ოპერაციის მეორე დღესვე მიდის შინ. ბლაშინგ-სინდრომი ქრება.

დასაწყისში, როგორც უკვე აღინიშნა ადამიანს სიწითლე შესაძლოა გამოუვლინდეს უმნიშვნელო მღელვარების დროსაც კი, ეს უბრალოდ გარემოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპლექსი შესაძლოა იყოს. კომპლექსი კი თავის მხრივ რაღაც რიგი ფაქტორებიდან შესაძლოა მომდინარეობდეს.

მოზარდებს გარდატეხის ასაკში ( მარტო ამ პერიოდში არა) განსაკუთრებით აწუხებთ ეს პრობლემა. ამ ფაქტორიდან გამომდინარე ხშირად არიან დისკომფორტში და ვერ ახდენენ საზოგადოებაში სრულყოფილ რეალიზაციას. ამ პრობლემის აღმოჩენის პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება თავად ეცადონ დაძლიონ იმ ეტაპამდე, სანამ მიხვდებიან, რომ ეს პრობლემა რეგულირებადია.

გააკეთეთ სწორედ ის, რისიც თვლით, რომ ნამდვილად გრცხვენიათ და სიწითლეს გამოიწვევს. მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუნდაც მეგობრებთან ან უბრალოდ ნაცნობებში გამოდით სიტყვით, გამოთქვით თქვენი აზრი, კარგი იქნება თუ სათქმელს წინასწარ დაალაგებთ გონებაში, რომ სიმორცხვეს დაბნეულობამაც არ შეუშალოს ხელი და უფრო მეტი სიწითლე არ გამოიწვიოს.

ესაუბრეთ თქვენს თავს დღეში 10 წუთი მაინც სარკეში. მოყევით ან წაიკითხეთ რაიმე ტექსტი, ამით მეტყველების უნარსაც დახვეწთ და იმის კომპლექსიც მოგეხსნებათ, რომ

საუბრის დროს ცუდი მიმიკები გახასიათებთ.

ხშირად გადით სწორედ ისეთ გამოცდებზე, იარეთ ტრენინგებზე, იურთიერთეთ ისეთ ადამიანებთან, ნებით აღმოჩნდით ისეთ გარემოში სადაც თვლით, რომ გრცხვენიათ და სიწითლეს გამოიწვევს და დისკომფორს შეგიქნიტ...ნელ-ნელა ამ ყველაფერს თვითონ გააკონტროლებთ და კომპლექსებს მოიხსნით კიდეც.

გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ მიხვდებით, რომ სიწითლის დაძლევა თქვენში კონტროლირებადი არაა და თქვენს ძალებს აღემატება, მაშინ ზევით ჩამოთვლილ მიზეზებში იპოვეთ თქვენი თავი და მიმართეთ კომპეტენტურ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაფევტს კონსულტაციისთვის.


613
2-ს მოსწონს
3
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ნუ დატოვებთ მობილურ ტელეფონს  საძინებელში!ნუ დატოვებთ მობილურ ტელეფონს საძინებელში!
როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ათიდან რვა ადამიანს მობილური ტელ...
როგორ ავიცილოთ ოფისში მუშაობით გამოწვევული დაავადებები?როგორ ავიცილოთ ოფისში მუშაობით გამოწვევული დაავადებები?
გამოდის , რომ ოფისში მჯომარე სამუშაომ შეიძლება თქვენს ...
რატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელებირატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელები
დღეს ფართოდ მოვიხმართ ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგეტიკულ სასმელებს,...
მანდარინის კანის უნიკალური სამკურნალო თვისებებიმანდარინის კანის უნიკალური სამკურნალო თვისებები
ვის არ უყვარს მანდარინი? ალბათ ასეთი ხალხი ძალიან ცოტაა. ხშირად...
ეს ხრიკი სირბილს 6-ჯერ უფრო ეფექტურს ხდისეს ხრიკი სირბილს 6-ჯერ უფრო ეფექტურს ხდის
ეს რა არის? მხოლოდ და მხოლოდ უკუღმა სირბილი. ეს ძალიან საინტერე...
რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი?რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ წელს გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ჯანმრთელო...
ხახვის სასარგებლო თვისებებიხახვის სასარგებლო თვისებები
ხახვი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვები მსოფლიოში. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ...
რა საკვები ამაღლებს გონების ,,ხარისხს''რა საკვები ამაღლებს გონების ,,ხარისხს''
ადამიანის ტვინი სასარგებლო ნივთიერებების მიწოდებას ითხოვს. არასწორად ...
კარტოფილი უამრავ დაავადებას შველისკარტოფილი უამრავ დაავადებას შველის
ყოველდღიურ მენიუში კარტოფილის ჩართვით ორგანიზმს აუცილებელი, შეუცვლელი ამი...
ამ მარტივი მეთოდით სამუდამოდ დაივიწყებთ წელის ტკივილსამ მარტივი მეთოდით სამუდამოდ დაივიწყებთ წელის ტკივილს
თუ კი თქვენ იტანჯებით მკვეთრი ტკივილებით ზურგისა და კისრი...
რატომ უნდა მივირთვათ გოგრის თესლი?რატომ უნდა მივირთვათ გოგრის თესლი?
გოგრის სეზონია და გადავწყვიტე მისი თესლის სასარგებლო თვისებებზე გავამახვილო ...
ჯანმრთელობისთვის ყველაზე სახიფათო 10 პროდუქტიჯანმრთელობისთვის ყველაზე სახიფათო 10 პროდუქტი
სამწუხაროდ, დღეს ჯანმრთელი პროდუქტების რაოდენობა უფრო მცირეა ვიდ...