x
image
თეონა გორდეზიანი
რა იწვევს სიწითლეს და როგორ დავძლიოთ ეს პრობლემა...
image
არსებობენ ადამიანები, რომლებიც

უმნიშვნელო მღელვარების დროსაც

წამოწითლდებიან ხოლმე.

მედიცინაში ამ მდგომარეობას ერითრო-


ფობიას უწოდებენ, რაც სიტყვასიტყვით

სიწითლის შიშს ნიშნავს.

დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც

უწოდებენ, სახის ამგვარი წამოწითლება

დაკავშირებულია ნერვული სისტემის

არასწორ მუშაობასთან. კერძოდ

ვეგეტაციური ნერვული სისტემა

არასწორად რეაგირებს გარეგან გამღიზი-

ანებელზე. შედეგად ადამიანი მცირედი

მღელვარების დროსაც წითლდება. ეს

საკმაოდ სერიოზული პრობლემაა,

რადგან არა მარტო ფიზიოლოგიური,

არამედ სოციალური ხასიათიც აქვს და შესაძლოა ადამიანი ნევროზამდე და

დეპრესიამდეც კი მიიყვანოს.

ერითროფობიის მქონე ადამიანები

ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან

ურთიერთობის, ფართო აუდიტორიის

წინაშე გამოსვლის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სოციოფობია ახასიათებთ და არცთუ იშვიათად პირადი ცხოვრებაც მოუწყობელი აქვთ.

ერითროფობია თითქმის ყოველთვის ერწყმის სოციოფობიას ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობის შიშს და ზოგჯერ სულ უბრალო ყოფით საქმიანობას, მაგალითად უცნობ გამყიდველთან რამის ყიდვას, გამოცდის ჩაბარებასაც. ზოგჯერ ეს ადამიანს მეტყველების უნარსაც აკარგვინებს.

განასხვავებენ სამი სახის გაწითლებას:

1) ძლიერად გამოხატულ სიმორცხვეს

2) კონფლიქტურ ფორმას ( ერითროფობიის პრობლემა)

3) ფორმას, რომელსაც ოფლიანობაც სდევს თან.

აქედან გამომდინარე გამოდის, რომ ბლაშინგ-სინდრომი დაავადებაა, მაგრამ არა, ბლაშინგ-სინდრომი უბრალოდ სოციოფობიის გამოვლინებაა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომელიმე დაავადების შედეგი იყოს. თავს იჩენს ხშირად მენოპაუზის პერიოდში, სახისა და ყელის მოულოდნელი გაწითლება, ალები.

საინტერესოა რატომ ვითარდება ბლაშინგ-სინდრომი აღელვების დროს? ამ დროს ხდება სისხლძარღვების ანომალიური გაფართოება, რის გამოც სისხლი ძლიერ აწვება სახეს.

ერითროფობიის მკურნალობა გულისხმობს ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას. ინიშნება ბ3 და ბ5 ვიტამინები, რადგან ისინი ამაგრებენ სისხლძარღვთა კედლებს.

ეფექტურია ოპერაციული მკურნალობა. იგი პაციენტთა 95%-ს შველის. ქირურგიული მკურნალობის მეთოდია ენდოსკოპიური სიმპატექტომია. ამ დროს სპობენ ნერვულ იმპულსთა გამტარ სიმპათიკურ ნერვულ ღეროებს. ავადმყოფი ოპერაციის მეორე დღესვე მიდის შინ. ბლაშინგ-სინდრომი ქრება.

დასაწყისში, როგორც უკვე აღინიშნა ადამიანს სიწითლე შესაძლოა გამოუვლინდეს უმნიშვნელო მღელვარების დროსაც კი, ეს უბრალოდ გარემოს, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპლექსი შესაძლოა იყოს. კომპლექსი კი თავის მხრივ რაღაც რიგი ფაქტორებიდან შესაძლოა მომდინარეობდეს.

მოზარდებს გარდატეხის ასაკში ( მარტო ამ პერიოდში არა) განსაკუთრებით აწუხებთ ეს პრობლემა. ამ ფაქტორიდან გამომდინარე ხშირად არიან დისკომფორტში და ვერ ახდენენ საზოგადოებაში სრულყოფილ რეალიზაციას. ამ პრობლემის აღმოჩენის პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება თავად ეცადონ დაძლიონ იმ ეტაპამდე, სანამ მიხვდებიან, რომ ეს პრობლემა რეგულირებადია.

გააკეთეთ სწორედ ის, რისიც თვლით, რომ ნამდვილად გრცხვენიათ და სიწითლეს გამოიწვევს. მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუნდაც მეგობრებთან ან უბრალოდ ნაცნობებში გამოდით სიტყვით, გამოთქვით თქვენი აზრი, კარგი იქნება თუ სათქმელს წინასწარ დაალაგებთ გონებაში, რომ სიმორცხვეს დაბნეულობამაც არ შეუშალოს ხელი და უფრო მეტი სიწითლე არ გამოიწვიოს.

ესაუბრეთ თქვენს თავს დღეში 10 წუთი მაინც სარკეში. მოყევით ან წაიკითხეთ რაიმე ტექსტი, ამით მეტყველების უნარსაც დახვეწთ და იმის კომპლექსიც მოგეხსნებათ, რომ

საუბრის დროს ცუდი მიმიკები გახასიათებთ.

ხშირად გადით სწორედ ისეთ გამოცდებზე, იარეთ ტრენინგებზე, იურთიერთეთ ისეთ ადამიანებთან, ნებით აღმოჩნდით ისეთ გარემოში სადაც თვლით, რომ გრცხვენიათ და სიწითლეს გამოიწვევს და დისკომფორს შეგიქნიტ...ნელ-ნელა ამ ყველაფერს თვითონ გააკონტროლებთ და კომპლექსებს მოიხსნით კიდეც.

გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ მიხვდებით, რომ სიწითლის დაძლევა თქვენში კონტროლირებადი არაა და თქვენს ძალებს აღემატება, მაშინ ზევით ჩამოთვლილ მიზეზებში იპოვეთ თქვენი თავი და მიმართეთ კომპეტენტურ ფსიქოლოგს ან ფსიქოთერაფევტს კონსულტაციისთვის.



2
3435
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
3435
  
2019, 9 თებერვალი, 15:26
დიდი სიზუსტით ემთხვევა ის სიმპტომები რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ.
2019, 9 თებერვალი, 15:24
გამარჯობათ სად კეთდება ეს ოპერაცია და როგორი მეთოდით, დძალიან მწვავე შემთხვევაა, თვით მკურნალობას არ ექვემდებარება.
0 1 2