x
მეტი
  • 19.01.2017
  • სტატია:62769
  • ვიდეო:313637
  • სურათი:413552
ბენიტესს ზიდანი ჩაანაცვლებს?! რა ხდება მადრიდში?

image




როგორც მოგეხსენებათ ამჯერად ბენიტესი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთვნელია, მაგრამ მისი შედეგით არავინ არ არის კმაყოფილი. უფრო მეტიც ფანებს სძულთ იგი და კლუბში ბევრ ფეხბურთელთან კონფლიქტი აქვს. ბარსელონასთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ ბენიტესს სრული ნდობა გამოუცხადეს და დრო კიდევ მისცეს, თუმცა გუშინდელი ფრის შემდეგ ( მოგეხსენებათ, რომ მადრიდმა ვალენსიასთან ფრედ 2-2 ითამაშა ) გენერალურმა საბჭომ ბენიტესის გადაყენება გადაწყვიტა.

„კატალონიის „ბარსელონასთან“ სამარცხვინო მარცხის შემდეგ, გენერალური საბჭოს საგანგებო სხდომა შედგა, თუმცა რაფაელ ბენიტესი გადარჩა და მას სრული ნდობას გამოუცხადეს. ახლა ანალოგიური სიტუაცია დაიხატა, მაგრამ საბჭოს ბენიტესის გათავისუფლების გადაწყვეტილება აქვს მიღებული. ამაში ეჭვი არ მეპარება. ფაქტია, რომ მადრიდის „რეალმა“ ვერცერთ ანგარიშგასაწევ ძალას ვერ სძლია. „მალმიოსთან“ და „რაიო ვალეკანოსთან“ გატანილი ბურთები ბევრს არაფერს წყვეტს.ბენიტესს გარკვეულწილად მხარს ვუჭერ და მის მდგომარეობაში შევდივარ, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა პროგრესს ველოდები და შედეგის ნაცვლად გუნდის ნგრევას ვხედავ."- აცხადებს ხორხე ვალდანო.


მაგრამ იბადება ერთი კითხვა, თუ ბენიტესი წავა ვინ მოვა მის ადგილას? გავრცელებული ინფორმაციით რეალს ზინედინ ზიდანი გაწრთვნის. ზიდანი მთავარი ფავორიტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ბლანკოსი“ ალტერნატიულ კანდიდატებზეც მუშაობს. თუმცა ხვალინდელი საბჭოს სხდომა უკვე ჩანიშნულია, შემდეგ კი სავარაუდოდ, ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ. ევროპულ პრესაზე დაყრდნობით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატთან, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი ზინედინ ზიდანს აქვს, რომელიც „კასტილიას“ უდგას სათავეში. 9 იანვარს, „ბლანკოსი“ 2016 წლის მეორე მატჩს გამართავს „დეპორტივოს“ წინააღმდეგ, სადაც კლუბს ახალი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ჟურნალისტები და ექსპერტებიც.


გთავაზობთ რამოსის პრესკონფერენციას გუშინდელი თამაშის შემდეგ:


„პირველივე წუთიდან სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოდით, მაგრამ გარემოებათა გამო გამარჯვება ვერ შევძელით, რაც ძალიან სამწუხაროა. შეხვედრა ინტენსიური და პროდუქტიული გამოდგა. აშკარას ცუდი მდგომარეობაა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. „ბარსელონამ“ დაკარგული ქულებით კარგი შანსი მოგვცა, რომლის გამოუყენებლობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებს. ბურთის ფლობა აშკარად ჩვენ გვქონდა, თამაშის სადავეები ხელთ ვიგდეთ და ვკომბინირებდით, მაგრამ არაერთი ხარვეზი შეიქმნა. ვალენსიელთა წინააღმდეგ „მესტალიაზე“ თამაში ძალიან რთულია. მითუმეტეს მაშინ, როდესაც 10 კაცით ასპარეზობ. ინტენსივობა სწორედ მაშინ დავკარგეთ, როდესაც არბიტრმა კოვაჩიჩს მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა. გაცილებით მეტი სირბილი მოგვიწია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დროის უმოკლედ მონაკვეთში შევძელოთ რეაბილიტირება. წლის უარყოფითი შედეგით დაწყება რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ თუ მოვეშვით უარეს შედეგებს მივიღებთ. მსაჯის შეფასებებისგან თავს შევიკავებ. მეც ვთვლი, რომ ბეილის მომენტში 100%-იანი თერთმემეტრინი იყო, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.“




1
206
3-ს მოსწონს
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
   ქართული კლავიატურა
2016, 6 იანვარი, 0:36
წარმატებული ფეხბურთელი არ ნიშნავს კარგ მწვრთნელს. მაგალითად მარადონა
0 1 1