x
მეტი
  • 08.12.2016
  • სტატია:61747
  • ვიდეო:311220
  • სურათი:412166
იდუმალებით მოცული 12 ცხოველი

ბუნებაში ბევრი უცნაური ცხოველია, თევზი და ფრინველი, რომელთა არსებობის შესახებ, ადამიანების უმრავლესობამ არაფერი იცის. გთავაზობთ, ჩვენი პლანეტის ყველაზე საინტერესო ბინადრებს, რომლებიც თქვენს გაოცებას აუცილებლად შეძლებენ.

1. ცხვირმილაკებიანი ღამურა

ბინადრობს ფილიპინების ტროპიკულ ტყეებში და აქვს ყველაზე უცნაური სახე ძუძუმწოვრებს შორის. მისი შავი ყურები ყვითელი ლაქებით არის დაფარული, ხოლო მოელვარე ნარინჯისფერი თვალებით და მილაკების ფორმის ნესტოებით, ის მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟს ემსგავსება. ღამურების ეს სახეობა ლეღვით და სხვა ხილით იკვებება, თუმცა წინააღმდეგი არ არის, ხანდახან მწერებიც მიირთვას. იმყოფება გადაშენების ზღვარზე...
imageimage

image

2. გრძელყურა ღამურა

ღამურების ეს სახეობა, ქ. სომერსეტის ნაკრძალიში ბინადრობს. ქვემოთ მოცემულია პატარა გრძელყურა ღამურას ფოტოსურათი. მისი ყურები ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. ზრდასრულ ღამურებს ყურები არა გვერდებზე, არამედ, ზემოთ, თხემზე აქვს განთავსებული (იხ. მეორე ფოტო – ღამურა კალიით).

imageimage

image

3. ცხვირვარსკვლავა თხუნელა

ზოგადად, თხუნელებს ძალიან მგრძნობიარე ცხვირები აქვთ, ძლიერ განვითარებული ყნოსვის უნარით და სენსორული სისტემით. კარგად განვითარებული ცხვირი არის ცუდად განვითარებული მხედველობის სისტემის კომპენსაცია. რაც შეეხება ცხვირვარსკვლავას - ის კარგად ცურავს, თავისი ნათესავებისგან იმით განსხვავდება, რომ აქვს დიდი თვალები, დიდი წინა თათები და ძალიან სიმპათიური ვარსკვლავისებური ცხვირი, რომელის დაკეცვაც თხუნელას დინგისებურად შეუძლია. როგორც ყველა თხუნელა, იკვებება ჭიაყელებით, მატლებით და სხვა მწერებით. ბუნების ასეთი საოცრება ბინადრობს კანადაში და აშშ-ს ჩრდ. რეგიონებში.

imageimage

image

4. გონების მკარგავი თხები

ამერიკაში, ტენესის შტატში, სელექციონერები თხის განსაკუთრებულ ჯიშს ამრავლებენ, რომლებსაც ხალხში გონების მკარგველ თხებს ეძახიან. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ისინი გაშეშებული ფეხებით, ზურგზე ეცემიან. ეს თხები იმით არიან ცნობილები, რომ ძალიან იშვიათი გენეტიკური დაავადება — myotoma congenita აქვთ. როდესაც მათ რაღაცის ეშინიათ ან რაღაცა უკვირთ, კუნთების დამბლა ემართებათ და ცხოველები გადაადგილების უნარი ეკარგებათ. ასეთ მომენტებში, ისინი არანაირ ტკივილს არ განიცდიან და არც ცნობიერებას კარგავენ. ამ მდგომარეობაში იქამდე არიან, ვიდრე შიში არ გადაუვლით.

image

image

5. ანგორული კურდღელი

ამ კურდღლებს უხსოვარი დროიდან ამრავლებენ თურქეთში. ჯიშის მიხედვით, კურდღლის წონა 2-დან 6 კგ-მდე მერყეობს. "ანგორელები" ძალიან აქტიურები, მხიარულები და სოციალურები არიან. ამიტომ ძალიან გავრცელებული შინაური ცხოველები არიან ევროპაში. გარდა ამისა, კურდღლების სპეციალური საშენებიც არის, რომლებშიც კურდღლებს რბილი ანგორის შალისთვის მისაღებად ამრავლებენ.

imageimage

image

6. პატარაპირიანი მაკროპინა - თევზი გამჭვირვალე თავით

ეს უნიკალური თევზი 1939 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ მისი შესწავლა ვერ მოხერხდა. კერძოდ – მისი ცილინდრისებური თვალი, რომელსაც შეუძლია ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლა და პირიქით. თევზის ამ თვისების აღმოჩენა 2009 წელს მოხდა. მაშინ გახდა ცნობილი, რომ თევზის ღია მწვანე თვალები გამჭვირვალე სითხით სავსე თავის კამერაში მდებარეობს.

image

image

7. მარტოკბილა

ეს ზღვის “მარტორქა", რომელიც ჩრდილოეთის ზღვებში ბინადრობს, უცნაური ცხოველების კატეგორიაში, თავისი უზარმაზარი სხეულის გამო მოხვდა. და ასევე მარჯვენა ეშვის გამო, რომელიც მხოლოდ “ძლიერი სქესის" წარმომადგენლებისთვის არის დამახასიაღებელი. ეს სპირალისებური ეშვი, რომლის სიგრძე 3 მ. აღწევს, ცხოველის თავში არის “ჩახრახნილი". ხოლო ამ ძუძუმწოვარის წონა 1 ტონაზე მეტი არის. ამასთან, ამ მასის მესამედი ცხიმზე მოდის.

imageimage

image

8. ბრტყელკუდა გეკონი

ბრტყელკუდა გეკონები მადაგასკარის ტყეებში ბინადრობენ. მათ ყველაზე უცნაური თვალები აქვს ცხოველებს შორის. თვალებში მას “პატარა ხვრელები" აქვს, რომელიც ღამე ფართოვდება და ცხოველი, ყველაზე საუკეთესო ღამის ხედვის ხელსაწყოზე, უკეთესად ხედავს. მას თითქმის სრულ წყვდიადში შეუძლია გაარჩიოს საგნები და ფერებიც კი. ბინდში 350-ჯერ უფრო უკეთესად ხედავს, ვიდრე ადამიანი. გეკონს წამწამები არა აქვს და მის თვალებს გარემოსგან სპეციალური მემბრანა იცავს, რომელსაც ცხოველი დროდადრო ენით ასველებს, რომ თვალები არ გამოუშრეს.

imageimage

image

9. თევზი-ცული

წყლის ეს ბინადრები ძალიან პატარები არიან, მათ შორის ყველაზე დიდი 12 სმ-შეიძლება იყოს. ეს თევზი უსაფრთხო არის, მაგრამ ისეთი “სახე" აქვს, საშინელებათა ფილმის პერსონაჟი გეგონებათ. ბინადრობს ტროპიკულ და სუბტროპიკული ზღვების თბილ წყლებში და იკვებება პატარა ზომის კიბოსნაირებით.

image

image

image

10. აქსოლოტლი

ეს ეგზოტიკური გარეგნობის ცხოველი მექსიკაში, ტბა შოჩიმილკოში ბინადრობს. ადგილობრივები მას “წყლის მონსტრს" ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში, ის სალამანდრა არის. განსაკუთრებული გარეგნობის გარდა, მას ასევე უჩვეულო “ვარცხნილობაც" აქვს, რომელსაც ბუმბულის მსგავსი ლაყუჩები ქმნის.

image

image

image

11. ცხვირაბზეკილი მაიმუნი

მაიმუნების ეს სახეობა მხოლოდ ჩინეთში და ვიეტნამში, მთის ტყეებში ბინადრობს. ეს პრიმატების ერთ-ერთი იშვიათი ჯიშია, რომელიც ცივ გარემოზე არის ადაპტირებული. თბილი სეზონის დროს, პრიმატები ზევით ადიან მთებში, ხოლო ზაფხულში ქვემოთ ჩამოდიან. ცხოვრების დიდ ნაწილს ცხვირაბზეკილი მაიმუნები ხეებზე ატარებენ. მიწაზე იშვიათად ჩამოდიან და როგორც კი საფრთხეს იგრძნობენ, ყველაზე მაღალ ხეზე ადიან.

imageimage

image

12. თხის მწველელი

ეს ფრინველი მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში არის ცნობილი, როგორც შენიღბვის კარგი ოსტატი. ამასთან მას, ძალიან უცნაური სახე აქვს, ძალიან დიდი პირით და დიდი ყვითელი თვალებით. მართალია ეს ფრინველი მტაცებელია, მაგრამ ადამიანებს არ ერჩის. იკვებება მწერებით და ღამურებით. რაც შეეხება სახელს, მისი ძირითადი საკვები, მწერები, სწორედ ცხვრის ფარებთან დაფრინავენ და ფრინველიც მათ დასდევს და თხის რძესთან არანაირი შეხება არა აქვს.

imageimage


8
1503
11-ს მოსწონს
17
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
ეტყობა ზოგს ფოტოშოპი
6 იანვარი, 22:44
მადლობა :)
6 იანვარი, 19:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
6 იანვარი, 19:16
საოცრდ კარგი სტატიაა..ყოჩაღღ
6 იანვარი, 15:27
მადლობა, შეფასებისთვის.
6 იანვარი, 14:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8