x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დეპრივაცია

imageდეპრივაცია
სტატიის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ:თუ რა არის დეპრივაცია?დეპრივაციის რა
სახეობები არსებობს? რა შედეგები მოყვება მას ბავშვის განვითარებაში? და როგორ
უნდა შევამციროთ მისი უარყოფითი ზემოქმედება ჩვენზე.
მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან, ძალზედ
პოპულარული გახდა ტერმინი -დეპრივაცია.


დეპრივაცია არის სასიცოცხლო სიტუაციების შედეგად
წარმოქმნილი განსაზღვრული მდგომარეობა, როცა სუბიექტი გარკვეული ხნით და ოდენობით
მოკლებულია, თავისი საარსებო ფსიქიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების
საშუალებას.

გამოყოფენ - სენსორულ, ემოციურ და სოციალურ
დეპრივაციას. განვიხილავ ერთ-ერთ მათგანს თავისი მაგალითით.


ჩვილისთვის დეპრივაციის ყველაზე მძიმე ფორმაა
ემოციური დეპრივაცია, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მძიმეა შედეგები. ემოციურ
დეპრივაციად მიიჩნევენ - ალერსის, მზრუნველობის, სითბოს და თანაგრძნობის ხანგრძლივ
მოკლებას, ანუ ხანგრძლივ ემოციურ იზოლაციას. მას ზოგჯერ ”დედობრივი მზრუნველობის
დეფიციტსაც” უწოდებენ. ემოციური დეპრივაციის შედეგად ადგილი აქვს ბავშვის
ფსიქიკური და ინტელექტუალური განვითარების დარღვევას.


რ. შპიცი დააკვირდა 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვების 2 ჯგუფს. პირველ ჯუფში იყვნენ
ჯამრთელი ბავშვები, რომლებაც დაკარგეს მშობლები და იზრდებოდნენ ბავშვთა სახლებში.
მეორე ჯგუფში იყვნენ ბავშვები, რომლებიც იზრდებოდნენ ”ციხეში”, პატიმარი დედების
გვერდით. მათი ცხოვრების პირობები და განვითარების დონე, უფრო ცუდი იყო, ვიდრე პირველი ჯგუფის
ბავშვების. 1 წლის შემდეგ, პირველი ჯგუფის ბავშვებს გამოუვლინდათ განვითარების
შეფერხება (განსაკუთრებით დაზიანდა ემოციური და მოტორული სფერო, ზოგი გარდაიცვალა კიდეც);
ხოლო მეორე ჯგუფის ბავშვებმა განვითარებაში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადეს და
გაასწრეს პირველი ჯგუფის ბავშვებს.


ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბავშვებს არ აქვთ
ტაქტილური და ვერბალური სტიმულაცია, რაც ხელს უშლის ინტერმოდალური აღქმის
განვითარებას. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ პრობლემები, შეგრძნების ორგანოებიდან
შემოსული ინფორმაციის ინტეგრირებაში, გარემოდან შემოსული ინფორმაცია თრგუნავს და
მათი რეაქცია სტიმ­ულზე არაორგანიზებულია, ისინი იბნევიან და შიშს გამოხატავენ.


ასევე, ბავშვის განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს
გადაჭარბებული სტიმულაციაც, რომელიც ბავშვის შესაძლებლობებს აღემატება. ბოლო დროს
მომრავლდა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები/ცენტრები, სადაც ცდილობენ
ბავშვებს (ჩვილებსაც) ასწავლონ - წერა, კითხვა, მათემატიკა, ხელოვნება და ა.შ. არ
არსებობს არანაირი საბუთი, რომ ასეთი პროგრამებით ნასწავლი ბავშვები უფრო
”ჭკვიანები” არიან. პირიქით, პატარების სტიმულებით გადატვირთვამ, რომლისთვისაც
ისინი მზად არ არიან, შეიძლება გამოიწვიოს გარიყულობა, რომელიც ხელს უშლის სპონტანური
ინტერესის და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ფორმირებას. ასეთ ”განსაკუთრებულ”
პირობებს, დაახლოებით იგივე ეფექტი აქვთ ბავშვის განვითარებაზე, როგორც
დეპრივაციას.


კერძო და ასევე საჯარო ბავშვთა სახლებში მაქსიმალურად უნდა იქნას
უზრონველყოფილი ბავშვთა კომფორტი და უსაფრთხოება.ის გულისხმობს, ყურადღების კონცენტრაციას
უშუალოდ ბავშვთა აღზრდასა და განვითარებაზე, რომელიც არა მხოლოდ კვებას და
ჩაცმა-დახურვას ნიშნავს, არამედ ჩახუტებასა და შექებას. სოციალური ურთიერთობებს და
სითბოს გამოხატვას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქიკის განვითარებისთვის,
რადგან მას სწორედ ამ დროს უყალიბდება ნდობა სამყაროს მიმართ. გარშემომყოფების
მხრიდამ უყურადღებობა გამოიწვევს ბავშვში, გაუცხოებისა და გარიყულობის სურვილს.უნდა
დავაკომპლექტოთ ასეთი სექტორები და ინსტიტუტები, კვალიფიციური კადრებით, რათა
თავიდან ავიცილოთ ის დიდი სტრესი და მდგომარეობა, რასაც ფსიქოლოგიური
ტერმინოლოგიაში დეპრივაციად მოიხსენიებენ.

0
743
2-ს მოსწონს
ავტორი:მეგი წულაძე
მეგი წულაძე
743
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0