x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სუფრის "ეტიკეტის" 15 მნიშვნელოვანი წესი, რომლებიც უნდა ვიცოდეთ
კვება, ყველამ კარგად იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდაუვალი ქმედებაა ადამიანისა მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა სადილის ეტიკეტის წესები, ყველა ქვეყანაში განსხვავებული და ტრადიციულია. მაშასადამე, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სუფრის ეტიკეტის- სხვადასხვა პრაქტიკაა. იმისათვის, რომ ტურისტული ტურითა თუ მოგზაურობისას, გულუბრყვილობამ და უცოდინრობამ უხერხულ სიტუაციაში არ ჩაგვაგდოს, აუცილებელია ვიცოდეთ სუფრის ეტიკეტის 15 მნიშვნელოვანი წესი, რომელთაც ეხლავე წარმოგიდგენთ:




1. ჩანგალი ტაილანდში. ტაილანდი ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც ჩანგალი მაგიდაზე თითქმის არ გამოიყენება, თუმცა აქ სუფრის ეტიკეტის ეს წესი გამკაცრებულია. გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად ბრინჯიანი კერძის მირთმევისას ჩანგალი მხოლოდ დამხმარეა, რათა მისი საშუალებით ბრინჯი კოვზზე მოათავსონ, სხვა დანარჩენ, კერძების უმეტესობასაც ან მხოლოდ კოვზით, ან სულაც ხელით მიირთმევენ. ასე, რომ თუ ტაილანდში გადაწყვეტთ მოგზაურობას, გაითვალისწინეთ რომ ჩანგალი სუფრასთან არ გამოიყენოთ.


image




2. ჩხირები იაპონიაში. თუ იაპონიაში გადაწყვეტთ იმოგზაუროთ, მაშინ ნურასოდეს დადებთ ე.წ. ჩხირებს სადილში თავდაყირა. ამ ქვეყანაში კი საკვების მისართმევი ჭურჭლიდან ჩხირი ერთადერთია, რომელიც სამის- კოვზის, ჩანგლისა და დანის ფუნქციას ასრულებს ერთდროულად. ჩხირებს, სუფრასთან მოხმარების თავისებური წესები გააჩნია, სადილამდე ის განლაგებულია თქვენს წინ, მაგიდის პარალელურად, მოხმარების პროცესში კი, როგორც უკვე გაგაფრთხილეთ, არ ჩადოთ სადილში თავდაყირა, ვინაიდან, ასე მხოლოდ მაშინ იქცევიან, როდესაც გარდაცვლილს კრძალავენ. აი, ამიტომ არ უნდა დაუშვათ ეს საშინელი შეცდომა.


image




3. არ გამოიყენოთ მარცხენა ხელი... აღმოსავლეთის ახლო ქვეყნებში- ინდოეთსა და აფრიკის ზოგიერთ კულტურულ ქვეყნებში მარცხენა ხელით ჭამა ითვლება სიბინძურედ და ცოდვად. მხოლოდ კვება კი არა, მარცხენა ხელით თეფშთან მიკარება და საქმიანი დოკუმენტების გადაცემაც კი სასტიკად აკრძალულია. თუმცა, თუ ხართ ცაცია, შეგიძლიათ მარცხენა ხელით მიირთვათ სადილი, აკრძალვების ანალოგი კი ეხება თქვენს მარჯვენა ხელს.

image




4. ღვინო საქართველოში. საქართველოში არა ტრადიციულია ბოკალიდან ღვინის ნელ-ნელა წრუპვა, როგორც ეს სხვა დანარჩენ უამრავ ქვეყანაშია მიღებული. ღვინო საქართველოში ერთადერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი სასმელია სუფრაზე, რომელსაც სადღეგრძელოს შემდეგ ბოლომდე ცლიან ჭიქიდან.

image





5. ტაქო მექსიკაში. (ტაქო მექსიკური კერძია, რომელიც უამრავი ქვეყნის საყვარელ კერძადაც იქცა) მექსიკაში ტაქოს არასოდეს ჭამენ დანა-ჩანგლით, მიუხედავად იმისა, რომ ხელით ჭამის პროცესი მიუღებელი და ბინძურია.

image




6. ყავა იტალიაში. იტალიაში ყავას შესაბამის ნაღებთან ერთად მხოლოდ შუა დღემდე მიირთმევენ. კოფეინის შემცველი სასმელები იტალიაში სახვითი ხელოვნების ნიმუშები უფროა, ვიდრე მხოლოდ დასალევი საშუალება. ემპირიული კანონების შესაბამისად, იტალიაში არასოდეს არ უნდა შეუკვეთოთ კაპუჩინო შუა დღის შემდეგ, ვინაიდან მათივე მტკიცებით, ის უარყოფით გავლენას ახდენს კუჭზე. თუ დღის მეორე ნახევრის შემდგომ, დროის სხვა ნებისმიერ მონაკვეთში დაგჭირდებათ კოფეინის დოზა, ესპრესო შესაბამისი კულტურული არჩევანია.

image




7. ეპისკოპოსი Norwich-ი, დიდი ბრიტანეთი. "ეპისკოპოსი Norwich-ი", ეს არის ყველაზე პოპულარული ღვინო დიდ ბრიტანეთში, რომელიც სუფრაზე აუცილებლად მარცხენა მხარეს უნდა ჩატარდეს (ჩამოატაროთ) და შემოიაროს აუცილებლად მთელი სუფრა. თუ შემთხვევით ვინმე უარს იტყვის მასზე და ღვინო ვერ შემოივლის მთელს სუფრას ყველა წევრის ჩათვლით, მაშინ კულტურული შეუარცხმყოფელი სიტყვებით შეიმკობით. ასე, რომ დიდ ბრიტანეშთი სუფრის ასეთი მკაცრი ტრადიციაა, რომლის ეტიკეტის დაცვა აუცილებლად მოგიწევთ, თუ იქ მოხვდებით.

image





8. პური საფრანგეთში. პური, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში, სუფრაზე მაგიდის გაშლისთანავე, საფრანგეთში არ იდება, აქ სუფრის სრულიად განსხვავებული და თავისებური ეტიკეტია. პურს დებენ მოგვიანებით, რომელიც დესერტად, ან ყველთან ერთად უნდა მიირთვათ.

image




9. თევზი ჩინეთში. თევზი მეტად გავრცელებული და გემრიელი საკვებია მთელს მსოფლიოში, თუმცა ჩინეთში არსებობს თევზის მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ბაზრები. გარდა ბაზრებისა კი, თევზის ჭამის განსხვავებული ტრადიციაა დამკვიდრებული, რომლის თანახმად, ჭამის პროცესში თევზი არ უნდა გადაატრიალოთ მეორე მხარეს, ვინაიდან მათი ცრურწმენით, ასოცირდება წარუმატებლობასთან და მეთევზეების ნავის გადატრიალებასთან, ამიტომ თუ ჩინეთში მოხვდებით და მოგინდებათ სუფრასთან თევზის მირთმევა, ჭამეთ მხოლოდ ერთი, ზედა გვერდი და ნუ გადაატრიალებთ, ან მოაცილეთ ფხები და ისე მიირთვით მეორე გვერდი, რომლითაც დევს თეფშზე. აი, ასეთი ცრურწმენაა გავრცელებული თევზის ჭამასთან დაკავშირებით ჩინეთში, თუმცა ეს მათი სუფრის ეტიკეტია და სჯობს დავიცვათ.

image




10. პარმეზანი იტალიაში. ნურასოდეს მოითხოვთ იტალიის რესტორანში პარმეზანს (ყველის ფხვნილი), მიუხედავად იმისა, რომ იტალიის უმეტეს კერძს, მაკარონსა თუ პიცას ის ძალიან უხდება. მათი აზრით ეს იგივეა, რაც მედუზების კერძში შოკოლადის მუსი დაამატოთ. ასეთი შემთხვევისთვის ტრადიციული ყველია პეკორინო. ასე, რომ თუ ხართ იტალიაში და რესტორანში, ან სუფრასთან ვახშმობის დროს არ შემოგთავაზეს პარმეზანი, ნუ მოითხოვთ მას, რადგანაც იქ არსებულ არცერთ კერძს არ შეესაბამება იგი.

image





11. ხელით კვება ჩილეში. ზოგიერთი საკვები ხელით კვებას მოითხოვს, ზოგიერთის შემთხვევაში კი ხელით კვება უბრალოდ ცუდი ჩვევაა, ჩილეში კი ყველა პროდუქტს თუ კერძს მიირთმევენ კოვზის, დანისა და ჩანგლის გამოყენებით, ვინაიდან აქ კულტურულ მანერებს მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნები. საოცარია და ჩილეში კარტოფილი ფრისაც კი დანა-ჩანგლით მიირთმევენ.

image




12. სასმელი კორეაში. თუ კორეაში, ასაკოვანმა კორეელმა შემოგთავაზათ დასალევი, ის აუცილებლად ორივე ხელით უნდა გამოართვათ. ეს უხუცესთა პატივისცემის გამოვლენის მნიშვნელოვანი პრინციპია კორეის კულტურაში. გარდა ამისა კი, ჭიქის გამორთმევის შემდეგ უნდა დაუკრათ თავი და ფრთხილად მოსვათ ერთი ყლუპი. ასევე არ გაქვთ უფლება სუფრასთან დაიწყოთ ჭამა, სანამ არ დაიწყებს უხუცესი, ან თქვენზე უფროსი წევრი და ასევე ვერ ადგებით მაგიდიდან, სანამ არ დაამთავრებს სადილს უფროსი ან უხუცესი წევრი. სუფრის, კორეის ამ მკაცრი ეტიკეტის დაცვა აუცილებელია.

image




13. არაყი რუსეთში. რუსეთში არ არის მიღებული არყის სხვა სასმელებთან არევა და ასევე არ ილევა ის მოწრუპვით, როგორც სხვა დანარჩენ ქვეყნებში, ერთი ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ, მას ერთ ყლუპად, "გადაკვრით" სვამენ.

image




14. ყავა ბედუინებში. ახლო აღმოსავლეთში, ბედუინებში ყავა უნივერსალური სასმელია და როცა არ უნდა ეახლოთ, ყოველთვის გაგიმასპინძლდებიან საუკეთესოთი. მხოლოდ ერთი უცნაური თავისებურებით ხასიათდებიან, მირთმევის შემდეგ აუცილებლად უნდა ამოაყირავოთ ჭიქა თავდაყირა და ისე დადოთ ლანგარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაგისხამენ 2-ჯერ, 3-ჯერ და მეტჯერ.

image




15. სიმბოლური "ჟეტონი" ბრაზილიაში. ბრაზილიაში, რესტორანში ვახშმობის პროცესში, შესაბამისად უნდა გამოიყენოთ თქვენთვის განკუთვნილი ე.წ. ჟეტონი, რომლის ერთი მხარე მწვანეა, მეორე კი წითელი. თუ მიმტანს თქვენთან მოაქვს ის, რაც გიყვართ, ამ სიმბოლურ ჟეტონს დებთ მწვანე ზედაპირით ზევით, თუ აღარაფერი არ გსურთ, მაშინ წითელი ზედაპირით ზემოთ. შემთხვევით თუ დაგრჩათ მწვანე ზედაპირით ზემოთ და დაგავიწყდათ გადაბრუნება, მიმტანი უსასრულოდ მოგიტანთ საკვებს, რაც ფაქტია, რომ აბსოლიტურად არ ეთანხმება თქვენი კვების შესაძლებლობებს.

image

8
5470
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5470
  
2015, 31 დეკემბერი, 16:26
მადლობა ჩემო საყვარელო :*
2015, 31 დეკემბერი, 16:26
ამერიკის და ევროპის უმეტესი ქვეყნები :)
2015, 31 დეკემბერი, 16:26
:D მასე ვარ ზუსტად და კიდევ ხინკალს, ხელით ხინკლის და ხაჭაპურის ჭამას სულ სხვა გემო აქვს :)
2015, 31 დეკემბერი, 16:25
მადლობა ალექს ;)
2015, 31 დეკემბერი, 16:08
ძალიან კარგი სტატიაა, მაკა როგორც ყოველთვის სასარგებლო და შემეცნებითი
2015, 31 დეკემბერი, 15:14
ნეტავ ვინ სვამს არაყს წრუპვა-წრუპვით?
2015, 31 დეკემბერი, 13:43
ხაჭაპური გამახსენდა :D
დანაჩანგლით არ ვჩამ და სხვა რომ ჭამს ნერვები მეშლება :D
2015, 31 დეკემბერი, 12:40
გავზიარე
0 1 8