x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ფინანსური კრიზისი
image












ფინანსური კრიზისი ნიშნავს ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულების მკვეთრ ვარდნას, ასევე შემოსავლის, ან ნაღდი ფულის სიმცირეს. ისტორიას მრავალი ფინანსური კრიზისი ახსოვს, რომელთაგან აღსანიშნავია აშშ-ში მომხდარი კრიზისი
1929-1932 წლებში, რომელმაც დიდი დეპრესიის სახელწოდება მიიღო. ბოლო ფინანსური კრიზისი, რომელმაც სერიოზული პრობლემები გამოიწვია, 2008 წელს მოხდა.


პირველი ფინანსური კრიზისი 1857 წელს მოხდა, რადგან ამერიკიდან ესქპორტი შემცირდა ევროპაში, სადაც რუსულმა საქონელმა დაიწყო შესვლა ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ. ეს კრიზისი ორი წელი გრძელდებოდა და 1400 ბანკის გაკოტრება
გამოიწვია. 1873 წელს პირველად წარმოიშვა ჭარბწარმოების პრობლემა ამერიკასა და ევროპაში, რაც ტექნოლოგიურ პროგრესთან და სპეკულაციურ ოპერაციებთან იყო დაკავშირებული. ამის შემდეგაც მოხდა სერიოზული ფინანსური კრიზისი რამდენჯერმე, თუმცა ჯობია ისევ 1929 წელს მივუბრუნდეთ.



1929 წლის 22 ოქტომბერს გამოვიდა ირვინგ ფიშერის სტატია, სადაც ის წერდა რომ აქციების ფასი დაეცემოდა და 2 დღის შემდეგ, 24 ოქტომბერს ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. იმ დროისთვის მისი შეხედულებები არასწორად ჩათვალეს და დიდი ავტორიტეტი დაკარგა ეკონომისტმა, თუმცა თუ დღეს გადავავლებთ მის ნაშრომს თვალს, მივხვდებით რომ ის სწორი იყო. ფინანსური კრიზისის ანალიზი მან 1933 წელს მოახდინა. მისი თეზისის მიხედვით მოსახლეობას საკმარისზე ბევრი ვალები ჰქონდა, რამაც გამოიწვია კრიზისი. აქციათა უმეტესი ნაწილი ნასესხები ფულით იყო შეძენილი. ეს ყველაფერი გამოიწვევდა იმას, რომ ფასები პროდუქტებზე შემცირდებოდა, ხოლო
უმუშევრობა გაიზრდებოდა. იმისათვის, რომ ისევ შეიძინონ ადამინაებმა პროდუქტები, სესხს იღებენ ბანკისგან და ერთგვარ სპირალს ქმნიან, რასაც „ბუშტებს“ უწოდებენ, გარკვეული დროის შემდეგ მოსალოდნელია რომ იგი „გასკდეს“.



შემდეგი სერიოზული კრიზის მოხდა 1987 წლის 19 ოქტომბერს და ამ დღეს „შავი სამშაბათი“ უწოდეს. ამ დროს ჯოუ-დონსის ინდექსი ( გვიჩვენებს აქციათა საშუალო ფასს მსხვილი 30 კომპანიისთვის საფონდო ბაზარზე ) კატასტროფულად დაეცა.
კრიზისის მიზეზი ის იყო, რომ კომპიტერულმა პროგრამამ ფასების შემცირების საპასუხოდ ავტომატურად დაიწყო აქციათა პაკეტების გაყიდვა ინვესტორებზე. ამის მიუხედავად ბაზარი რამდენიმე კვირაში დარეგულირდა. შედარებით ხანგრძლივი
გამოდგა ე.წ. „ ბუშტი“, რომელიც წარმოიშვა მაღალტექნოლოგიური კომპანიების ბაზარზე 1995-2001 წლებში. ახლადშექმნილი კომპანიების ქციათა ფასი სწრაფად იზრდებოდა სპეკულაციური ოპერაციების გამო. ეს ყველაფერი კი, ირვინგ ფიშერის თქმით, სერიოზულ კრახს გამოიწვევდა.მართლაც, მალე აქციათა ფასი ატასტროფულად დაეცა, თუმცა სიტუაცია მალევე დასტაბილურდა.


2005 წელს გამოვიდა რობერტ შილერის სტატია, სადაც მან თქვა, რომ შემდეგი „ბუშტი“ წარმოიქმნება უძრავი ქონების ბაზარზე და აშშ-ში ფასები 40%-ით დაეცემა ამ ბაზარზე. მისი პორგნოზი გამართლდა და მართლაც მალევე ყველაზე დიდი ფინანსური კრიზისი მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ზოგადად ეს მოვლენა შეიძლება შემდეგმა ფაქტორებმა გამოიწვიოს:


1.არასტანდარტული იპოთეკური ვალდებულებების ზრდა. ის ადამიანები,
რომელთაც შემოსავალი, ან სხვა აქტივი არ გააჩნიათ, იღებენ სესხებს და შემდეგ ვერ ახერხებენ გადახდას.


2.საპროცენტო განაკვეთის შემცირება. 1981 წლიდან 2005 წლამდე საპროცენტო განაკვეთი 5%-ით შემცირდა.


3.საბანკო და ფინანსური სექტორის არაადეკვატური რეგულირება. ობლიგაციების და აქციების ყიდვა დაიწყეს შვილობილმა კომპანიებმა, რომელთაც საკუთარი კაპიტალი არ გააჩნდათ. ისინი სწრაფად იღებდნენ სესხებს ბანკებისგან და მათ ფუნქცია დაუკარგა. დეპოზიტების დიდ ნაწილს ბანკები სესხად გასცემდნენ და ამან პრობლემები წარმოშვა.


4.მენეჯერების დაწინაურების არასწორი სისტემა. მენეჯერებს ჰპირდებოდნენ პრემიებს იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიის ღირებულებას გაზრდიდნენ, თუმცა მენეჯერები ამ დროს აქცენტს მოკლევადიან პერიოდზე აკეთებდნენ.


5.არასაკმარისი კონტროლი ფინანსურ ბაზარზე. რამდნიმე წლის წინ მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი ბერნარდ მედოფის სახელი, რომელმაც სწორედ კონტროლის არ არსებობის გამო 170 მილიარდი დოლარის მითვისება მოახერხა. მისი საქმე შემთხვევით
გამომჟღავნდა და 150 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.























0
294
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ბარბარიანი
გიორგი ბარბარიანი
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0