x
image
Lerato
ქალების ყოველდღიური პრობლემები იუმორისტული ხედვით – ამოიცანით საკუთარი თავი და იხალისეთ
image


ქალებს ცხოვრება ზოგჯერ რთულად ეჩვენებათ, როდესაც, მაგალითად, Youtube-ზე მაკიაჟის ვიდეო გაკვეთილის ყურების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდის მერე ენოტს უფრო ჩამოემსგავსნენ, ვიდრე გალამაზდნენ. ან დილით გამოღვიძებისას ჩუბაკასავით (პერსონაჟი "ვარსკვლავური ომები"-დან) გამოიყურებიან. ამის მსგავს პატარ-პატარა პრობლემებზე, რომელიც ქალებს თავს თითქმის ყოველდღიურად ხდებათ, შეგვიძლია კარგად ვიხალისოთ რუმინელ მხატვარ კასანდრა კალინთან ერთად. მისი სახალისო ილუსტრაციები იმ სირთულეებზე, რომელსაც ქალები აწყდებიან, პირდაპირ რეალობას ასახავს.

21 წლის გრაფიკოს-დიზაინერი და კომიქსების მხატვარი, რომელიც ამჟამად მონრეალში

ცხოვრობს, ქალთა თემებზე ილუსტრაციებს აკეთებს: "ცხოვრებისეული გამოცდილება შთამაგონებს შევქმნა მსგავსი ტიპის კომიქსები. ვხალისობ როდესაც საკუთარ მოუქნელობაზე და ისეთ სულელურ უბედობაზე ვსაუბრობ, როგორიცაა ხუჭუჭა თმით დაბადება.


1. ვიწყებთ ლაინერით თვალის შეღებვას იმ იმედით, რომ ბუნებრივი გამოგვივა. მაგრამ ტფუ! მრუდი ხაზი! ახლა ვიწყებთ გასწორებას... სულ ცოტა... კიდევ ცოტა.. შედეგი – ჩაშავებული თვალები.

image


2. ვიღაცას სთხოვ ფოტო გადაგიღოს – 1. როგორი გინდა გამოვიდეს 2. სინამდვილეში როგორი გამოდის

image

3. ფრჩხილზე ლაქის წასმის და გაშრობის "ურთულესი" პროცესი


image
4. როგორ გინდა გამოიყურებოდე ძილის პროცესში და რეალურად როგორ გამოიყურები



image


5. მაკიაჟის გაკეთებას სწავლობ ვიდეო გაკვეთილიდან. აუცილებლად უნდა სცადო! შედეგი – ენოტივით "ზღაპრულად" გამოიყურები


image

6. ცუდ განწყობაზე ხარ, საკუთარ თავთან განმარტოება გსურს, თუმცა, ირგვლივმყოფები ამას თავისებურად აღიქვამენ და მოსვენებას არ გაძლევენ. შედეგი – წონასწორობის დაკარგვა

image

7. დიდი ხანია პაემანზე არ ყოფილხარ – ეპილაცია ვიღას ახსოვსimage

8. სელფი დაბერილი ტუჩებით – რაღაც კარგი არ გამოდის, უკმაყოფილებას ვერ მალავ

image

9. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი ოთახი შენს ტანსაცმელს უკავია, მაინც სახეზე სასოწარკვეთილი გამომეტყველებით ბოლო ხმაზე კივი: " არაფერი მაქვს ჩასაცმელი!"

image

10.

image

11. კონსულტანტი: "მშვენიერი საჩუქარია ბავშვისთვის!" მომხმარებელი: "რა ბავშვი, ჩემთვის მინდა..."

image

12. რა ხდება როდესაც საცურაო კოსტიუმს იზომავ

image

13. შინაგანი ბრძოლა – რომელი სძლევს?

image

14. ინტერნეტთან წვდომა არ არის – "ახლა რაღა მოვუხერხო ჩემს ცხოვრებას?"

image

15. ბრენდული შავი ელეგანტური სვიტერი – ფასი მისაღები, ზომა კი – შენი არ არის. არა და სხვა ფერი არ გინდა, მით უმეტეს თუ თბილისში ცხოვრობ. შედეგი – ხასიათი რამდენიმე დღის მანძილზე გიფუჭდება


image

16. სარკესთან გადაღებული სელფი – როგორი გსურს რომ იყოს და სინამდვილეში როგორი გამოდის

image

17. რომანტიული განწყობა ქალის თვალით

image

18.

image

19. ერთი სული გაქვს თვალისმომჭრელ რუჯს როდის მიიღებ, ლამის პლიაჟზე დასახლდი. შედეგი – სათქმელადაც საშიშია ...

image

20. თვეების მანძილზე დიეტებით დაიტანჯე თავი და როგორც იქნა საოცნებო შავი კაბა მოირგე. ახლა შეგიძლია ცხოვრებით ბოლომდე დატკბე!


image


21. ულამაზესი კულულები – ზოგიერთებს სურვილი უჩნდება თმა მოგქაჩოს – ეს ნამდვილად მომაბეზრებელია!

image

22. ჩექმა, ჩექმა და ისევ ჩექმა... 6 წყვილი მაინც გაქვს, თუმცა, ფეხსაცმლის მაღაზიას გულგრილად მაინც ვერ ჩაუვლი– გესმის ვიტრინიდან როგორ გეძახიან: "წამიყვანე, შენთან მინდა, აქ არ დამტოვო..."

image

23. ხვეულ თმაზე ოცნებობ? სულ ტყუილად...

image

24. ერთ დღეს გახსენდება, რომ თურმე ვარჯიშიც აუცილებელი ყოფილა. შედეგი –ან საერთოდ ვეღარ ინძრევი ან ძლივს მოძრაობ

image

2
730
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
730
  
2015, 31 დეკემბერი, 0:33
დიდი მადლობა, მაკა
2015, 30 დეკემბერი, 23:12
რა კარგი იყო ლეელ :D
0 1 2