x
image
მაიაცხვედიაშვილი
როგორ მოვაშოროთ ოფლის ლაქა ტანსაცმელს?
imageimage
















ტანსაცმელზე დარჩენილი ყვითელი ლაქების მოშორება ყველა ქალის პრობლემაა, რადგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და მაქსიმალურ შედეგს მაინც ვერ ვაღწევთ.


თურმე არსებობს რამდენიმე საშუალება, რომლებიც დაგვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში და ეს დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.საკმაოდ მარტივად და იაფად მოევლება ოფლის ლაქებს...


დალაქავებული ადგილი უნდა დავასველოთ თბილ წყალში და დავასხათ პერეკისი.10 წუთის მანძილზე დავტოვოთ, შემდეგ ამოვიღოთ და გრილი წყლით გავავლოთ, რომ მოშორდეს პერეკისი.შემდეგ კი ჩვეულებრივი რეჟიმით გავრეცხოთ.



ლაქების წინააღმდეგ ასპირინიც გამოდგება.დალაქავებული ადგილი უნდა დავასველოთ, დავფშვნათ ასპირინის ტაბლეტები, დავაყაროთ და დავტოვოთ რამდენიმე საათს.შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გავრეცხოთ.


შეგვიძლია მოვამზადოთ სარეცხი საშუალება, რომელიც ასევე კარგად უმკლავდება ოფლის ლაქებს: ერთ სუფრის კოვზ სარეცხ საშუალებას (სითხე) დაუმატეთ სუფრის 2 კოვზი სოდა და 4 სუფრის კოვზი პერეკისი.კარგად უნდა მოვურიოთ, დავასხათ დალაქავებულ ადგილზე და რბილი ჩოთქის საშუალებით უნდა ვცადოთ ლაქის მოშორება.მერე კი ჩვეულებრივ რეჟიმში გავრეცხოთ.


იმედია ეს მარტივი საშუალებები დიასახლისებს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ და გაგიიოლებთ საქმეს.

0
607
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0