x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
ცნობილი ადამიანების ყველაზე სულელური გამონათქვამები - მათგან ამას არავინ ელოდა!
image
ზოგჯერ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ადამიანები - მსახიობები, სპორტსმენები, მომღერლები და ა. შ. ნამდვილად გვაკვირვებენ მოულოდნელი, უცნაური და ზოგჯერ ცოტა სულელური გამონათქვამებით. ამგარი შეცდომები შეიძლება ნებისმიერ მოუვიდეს, მაგრამ, პუბლიკა მათგან ამას ყველაზე ნაკლებად ელის. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ამგვარ გამონათქვამს:


1. "ვფიქრობ, გეი ქორწინება არის ის, რაც მამაკაცსა და ქალს შორის უნდა იყოს" არნოლდ შვარცენეგერი.

image

საინტერესოა, ავსტრიაში დაბადებულმა ამერიკელმა მსახიობმა, ბიზნესმენმა, პოლიტიკოსმა, ყოფილმა ბოდიბილდერმა მართლა არ იცოდა სიყვა "gay"-ს მნიშვნელობა თუ რაიმე სხვა სიტყვაში აერია?



2. "აბა, სად გაიმართება წელს კანის ფესტივალი?" - კრისტინა აგილერა.

image

როგორც ჩანს, 33 წლის მომღერლის პიარ სამსახური მთლად კარგად ვერ მუშაობს.


3. "მე ნამდვილად მინდა ბრუკლინის მონათვლა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რომელ რელიგიაზე" - დევიდ ბეკჰემი.

image

39 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ეს განცხადება თავისი ახალდაბადებული შვილის შესახებ გააკეთა.


4. "მოწევა კლავს. თუ მოკვდებით თქვენი სიცოცხლის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავთ"– ბრუკ შილდსი.

image

აი, ასეთ გაფრთხილებას აძლევს 49 წლის მსახიობი მწეველებს.


5. "ნამდვილად არ მახსოვს ყველა იმ კლუბის სახელი, რომლებიც მოვინახულეთ" - შაკილ ო'ნილი.

image

შეიძლება ეს წინადადება კონტექსტის გარეშე უაზრობად სულაც არ მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს იყო სპორტსმენის პასუხი შეკითხვაზე: მოინახულეთ თუ არა პანთეონი საბერძნეთში ვიზიტისას?


6. " არასოდეს მინდოდა იაპონიაში წასვლა. უბრალოდ იმიტომ, რომ თევზის ჭამა არ მიყვარს. არადა ვიცი, რომ ეს ძალიან პოპულარულია იქ, აფრიკაში." - ბრიტნი სპირსი.

image

32 წლის მომღერალმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ გეოგრაფიის გაკვეთილებს უფრო დიდი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ.


7. "საკვები ბალანსირებული დიეტის მნიშვნელოვანი ნაწილია" - ფრან ლეიბოვიცი.


image

ვინ წარმოიდგენდა! საინტერესო სიახლეა!


8. "უცნაური რამ მახასიათებს: თუ ვინმესთან ერთად მძინავს, თითქოს ის ჩემს კრეატიულობას ჩემივე საშოდან მართმევს" - ლედი გაგა.


image





0
742
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0