x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ნანუკა ჟორჟოლიანის "გულახდილმა ჩაცმულობამ" საზოგადოება აღაფრთოვანა
image
ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, ბევრი წვალების შემდგომ, სასურველ წონას მიაღწია და მიღწეულ შედეგსაც წარმატებით ინარჩუნებს. ის შესანიშნავად გამოიყურება, რასაც ბევრი ცნობადი თუ უცნობი სახე აღნიშნავს. დიეტური კვება და ვარჯიში ჟურნალისტის სილამაზის საიდუმლოდ იქცა. ამჯერად ქართული საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანის ჩაცმულობამ, კერძოდ კი მისმა დეკოლტემ მიიპყრო. როგორც წესი, ქართველები მსგავს ჩაცმულობებს აპროტესტებენ, თუმცა ამჯერად პირიქითაა, მისი ჩაცმულობით ყველა აღფრთოვანებულია. ნანუკას ფოტომ ბევრი მოწონება დაიმსახურა, რაზეც "ლაიქების" სიმრავლეც მიგვანიშნებს.

"წავედი მე ნიჭიერზე"-წერს ნანუკა და ფოტოსაც აქვეყნებს.

"ვაუ წარმოუდგენელ ვიდზე ხარ!"-წერს მომღერალი სოფო ნიჟარაძე.

ჟურნალისტის ჩაცმულობამ მოხიბლა ინგა გრიგოლიას ქალიშვლი, მარიამი: "შენ უკვე აღარ ხუმრობ შოკში ვარ. ვაიმე ნანუკა სუპერ. იცი, რა ვიდზე ხარ?!"


"ასე ჯერ არაფერი მოგხდენია, თვალს ვერ გაშორებ ისეთი ლამაზი ხარ და ისე გიხდება ეს ვარცხნილობა"-ალინა გაგლოევა.

დავით ტეფნაძე: "მაგარ ფორმაში ხარ. ფოტო რომელიც დამჯდარმა უნდა გახსნა".

ანი ნადარეიშვილმა და დიანა ჯოჯუამ კი მოწონება გულებით გამოხატეს.image

ფოტოთი აღფრთოვანებულნი არიან ნანუკას გულშემატკივრებიც. ჟურნალისტისგან მსგავს ჩაცმულობას საზოგადოება მიჩვეული არ არის და რეაქციაც შესაბამისი იყო.

რამდენიმე დღის წინ, ნანუკამ კვლავ მიიპყრო ყურადღება. მაშინ, მას ისეთივე სამოსი ეცვა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ორიოდე დღის წინ. როგორც გაირკვა, ქალბატონები მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობადი დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსის მსგავსად გამოეწყვნენ და ერთმანეთს სულაც არ ბაძავდნენ.image

0
1028
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1028
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0