x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური გეოგრაფიის თეორია
image















ნობელის პრემიის ლაურეატები ორ ტიპად იყოფიან: ზოგიერთი ათწლეულის განმავლობაში აქვეყნებს სტატიებს, წერს წიგნებს და ბოლოს აღწევს წარმატებას,
მაგალითად გარი ბეიკერი და ჯეიმს ჰეკმანი. მათგან განსხვავებით ზოგიერთი მხოლოდ რამდენიმე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ იგებს ნობელის პრემიას, ჯონ ნეშისა და ჯორჯ აკერლოფის მსგავსად. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება ამერიკელი ეკონომისტი პოლ კრუგმანი. მისი ნაშრომების გამოქვეყნება 1970 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ასპირანტურა დაამთავრა. მან ნობელის პრემია მიიღო 2008 წელს საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური გეოგრაფიის თეორიისათვის.


საერთაშორისო ვაჭრობაში მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე დომინირებდა დევიდ რიკარდოს და ჰექშერ-ოლინის თეორიები. დევიდ რიკარდოს აზრით საერთაშორისო ვაჭრობაში ქვეყნები მონაწილეობენ შეფარდებითი უპირატესობის გამო, ხოლო ელი ჰექშერისა და ბერტლი ოლინის თეორიის მიხედვით ქვეყანა ვაჭრობს იმ საქონლით, რომლის საწარმოებლად მას წარმოების ფაქტორთა შედარებით მეტი რაოდენობა
აქვს იმპორტიორ ქვეყანასთან შედარებით. თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს თორია პრაქტიკას დაშორდა. ეკონომისტებმა შეამჩნიეს, რომ ის ქვეყნები ვაჭრობენ ერთმანეთთან, რომლებიც მსგავსები არიან ერთმანეთთან. მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკა და დასავლეთ ევროპა, ამასთანავე ვაჭრობა უმეტესად მათ შორის შიდადარგობრივი იყო, ანუ მსგავსი საქონლით ვაჭრობდნენ. ამ ყველაფრის გამო იყო იმის საჭიროება, რომ დაწერილიყო ახალი თეორია.


ეკონომისტების მიერ ითქვა, რომ ვაჭრობა იწვევდა მასშტაბის ეფექტს, ანუ ბაზრის გაფართოების გამო ერთეული პროდუქციის წარმოება ფირმას იაფი უჯდებოდა,
აშშ-ში და გერმანიაში მოქმედ ფირმებს შეიძლებოდა გამოეშვათ ავტომობილები და ევაჭრათ ერთმანეთთან და ამით ორივე ქვეყანა ნახავდა სარგებელს. ეს და სხვა იდეები საჭიროებდა ფორმულიზებას, რაც მოახდინა პოლ კრუგმანმა.


image



სადაც l- შრომაზე დანახარჯებია, a – მუდმივი, ხოლო b - ცვალებადი დანახარჯები. X - წარმოებული პროდუქტია. როგორც ჩანს წარმოების ზრდა დანახარჯებს ამცირებს. ფასს ფირმები ამ შემთხვევაში შემდეგი ფორმულით აწესებენ:


image



სადაც w - მუშების ანაზღაურებაა.


თუკი ქვეყნები დაიწყებენ ვაჭრობას ამ მოდელის ფარგლებში, მაშინ მათი რიცხვი შემცირდება, თუმცა ზომა გაიზრდება. ეს ყველაფერი დაამტკიცა აშშ-ს და დასავლეთ ევროპის მაგალითმა. სავაჭრო ბარიერების მოხსნის შემდეგ ბაზარი გაიზარდა
და ფირმების ზომაც გაიზარდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი გავიდა ბაზრიდან. ჰექშერ-ოლინის მიხედვით გლობალიზაციის შედეგად ზოგიერთი ფირმა აგებს და გადის ბაზრიდან, თუმცა პოლ კრუგმანის მიხედვით წაგებულები არ არსებობენ, რადგან დახურული ფირმის პერსონალი უფრო მსხვილ ფირმაში გადადის და იქ იწყებს მუშაობას. როგორც ჩანს იგი დიდ ქვეყნებზე აკეთებდა აქცენტს და პატარა ქვეყნებს მისი თეორია ნაკლებად მიესადაგება.


კრუგმანის მოდელის თავისებურება ის იყო, რომ იგი კონკრეტულ ფირმებს არ განიხილავდა და მისი თეორია ზოგადი ხასიათის მატარებელი იყო. როგორც ცნობილია ბაზარზე არსებობენ როგორც მცირე, ასევე მსხვილი ფირმები, მაგალითად სწრაფი კვების ბაზარზე არის MCDONALDS-ი და პატარა საცხობი, ასე სიღრმისეული ანალიზი კი კრუგმანს არ ჩაუტარებია. ამის გამოსწორება სცადა მიჩიგანის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა მარკ მელიცმა 1999 წელს. მის მიერ შემოთავაზებული მოდელი მსგავსი იყო კრუგმანის მოდელის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ b პარამეტრი
განსხვავდება ფირმებისთვის. გლობალიზაციის შედეგად იგი მსხვილი ფირმებისთვის მცირდება, ხოლო პატარა ფირმები იძულებულები არიან რომ დაიხურონ.


კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც პოლ კუგმანი შეეხო, იყო ეკონომიკური გეოგრაფია. ეს საკითხი პირველად განიხილა მე-19 საუკუნეში ფონ ტუნენმა. მისი თქმით ქვეყანაში მოსახლეობა არათანაბრადაა განაწილებული, ზოგიერთ ქალაქში ბევრი ხალხი ცხოვრობს, ზოგში კი ცოტა. ამის ახსნა მოძებნა ალფრედ მარშალმა. ფირმები ცდილობენ თავიანთი საწარმოები ბაზართან ახლოს განალაგონ და ბევრი ფირმა გროვდება ერთ ადგილას, ასევე დანადგარების მწარმოებლებიც იქ მიდიან, რადგან ბევრი ფირმაა თავმოყრილი. მუშებიც იქ მიდიან, რადგან ადვილად დაიწყებენ მუშაობას. ამ იდეის ფორმულიზება მოახდინა პოლ კრუგმანმა.


ეკონომიკაში ორი სახის წარმოება არსებობს: სამრეწველო და სოფლის მეურნეობის. ხელფასები განსხვავებულია და ხელფასებში განსხვავება ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მუშები მათ შორის გადაადგილდნენ. ხელფასები განსხვავებულია იმის გამო, რომ სამრეწველო დარგში მოქმედებს მასშტაბის ზრდადი უკუგება და სწორედ იქ გადავა მუშების დიდი ნაწილი. თუკი ერთ რეგიონში იწარმოება სამრეწველო საქონელი, მაშინ
იქ გადავლენ მუშები და გაიზრდება მუშათა რაოდენობა, აგლომერაციის ეფექტის გამო კი წარმოებაც გაიზრდება, გაიზრდება ხელფასები და შედეგად იგი გადაიქცევა სამრეწველო ქალაქად დროთა განმავლობაში და მეორე რეგიონიდან მუშაკთა დიდი ნაწილი აქ გადმოვა. ამის შედეგად პირველი რეგიონი გახდება სამრეწველო ცენტრი, ხოლო მეორე პერიფერია.


პოლ კრუგმანის შრომა დააფასეს და 2008 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს ეკონომიკის დარგში. მის შრომებს დღესაც აგრძელებენ ეკონომისტები და სულ უფრო მეტს ამბობენ ეკონომიკურ თეორიაში.






















































0
254
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ბარბარიანი
გიორგი ბარბარიანი
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0