x
image
alex999
Mediator image
24 საუკუნის შემდეგ, მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი, როდოსის კოლოსი ბრუნდება!(+ვიდეო)
ბრიტანული გამოცემის, The Times-ის თანახმად, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში

მზის ღმერთად ცნობილ ჰელიოსის ქანდაკებას 24 საუკუნის შემდეგ ბერძნები

კვლავ აღადგენენ.


image



ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება მის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით 5-ჯერ დიდი იქნება. საბერძნეთში პროგნოზირებენ, რომ მზის ღმერთი ჰელიოსი (როდოსის კოლოსი) მათ ელადის ძველ დიდებას დაუბრუნებს. ეკონომიკური კრიზის შემდეგ კი მხოლოდ ლეგენდარული მსოფლიოს საოცრება საბერძნეთს წლიურ შემოსავალს - 26 მილიონს მოუტანს.

image


ანტიკური ჰელიოსის ქანდაკება 30 მეტრს უდრიდა, ხოლო ახლანდელი

როდოსის კოლოსის სიმაღლე 150 მეტრს მიაღწევს. არქიტექტორების ვარაუდით

ლეგენდალური ჰელიოსის ქანდაკება(როდოსის კოლოსი) თურქეთიდანაც გამოჩნდება.


image


ამ მეგა-პროექტისთვის გამოყოფილია 183 000 000 ევრო. ქანდაკების გარშემო

აშენდება მუზეუმები, მაღაზიები და ბიბლიოთეკები, აქედან გამომდინარე

სტატისტიკოსების ვარაუდით, როდოსის კოლოსი საბერძნეთის ეკონომიკას წლიურად

მინიმუმ- 26 000 000 ევროს მოუტანს.


image



მოგახსენებთ, რომ როდოსის კოლოსის ქანდაკება ქრისტეს შობამდე მე-III საუკუნეში

მიწისძვრის შედეგად განადგურდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბერძნები მითოლოგიურ

ქანდაკებას კვლავ აღადგენენ და მსოფლიო ისტორიაშიც საკმაოდ წარმატებულ

ნაბიჯს გადადგავენ. როდოსის კოლოსის აშენება თუ მოხერხდა, ეს იქნება XXI-საუკუნის

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული მეგა-პროექტი.



ნახეთ ვიდეო

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი





0
524
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0