x
image
natia.a
ქალის 9 ვარცხნილობა, რომელიც მამაკაცებს ყველაზე მეტად მოსწონთ
image





ერთ-ერთი მოდური გამომცემლობის რედაქტორებმა ჩაატარეს გამოკითხვა მამაკაცებს შორის და გამოავლინეს, ქალის რომელი ვარცხნილობებია მათთვის ყველაზე მიმზიდველი. გაირკვა, რომ მამაკაცების უმრავლესობას ქალბატონების ის ვარცხნილობები მოსწონთ, რომელთა გაკეთება სუსტი სქესის წარმომადგენლებს სწრაფად და მარტივად შეუძლია.


1. წინ ჩამოგრძელებული ბობ-კარე

image

ქალის ღია მხრები და ყელი ძლიერი სქესის წარმომადგენლების ყურადღებას იქცევს და თავბრუს ახვევს. ამ ვარცხნილობის მქონე ქალებს მამაკაცები თამამებად და სექსუალურებად თვლიან.



2. შუაზე გაყოფილი სწორი გრძელი თმა

image

გრძელი თმა ყოველთვის იყო ქალისთვის ერთ-ერთი საამაყო ატრიბუტი. ძლიერი სქესის წარმომადგენლების აზრით, ჯანმრთელი და ძლიერი თმის მქონე ქალბატონი საკმაო ყურადღებას აქცევს საკუთარ ჯანმრთელობას, სწორ კვებას, მისდევს ცხოვრების ჯანსაღ წესს. მაგრამ გოგონებს უნდა ასოვდეთ, რომ გრძელი, გაშლილი თმის ტარებისთვის მთავარი პირობაა თმის ბზინვარება, სიჯანსაღე და მოვლილობა.


3. მსუბუქი დაუდევრობა

image

მამაკაცებს მოსწონთ, როცა ქალის თმა ოდნავ არის აშლილი, თითქოს მსუბუქმა სიომ დაუბერა. ამგვარი ვარცხნილობის მთავარი პირობაა სუფთა, ბზინვარე და აბრეშუმისებური თმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი საწინააღმდეგო იქნება და გოგონა სექსუალურის მაგივრად გაწეწილისა და "ფეთხუმის" შთაბეჭდილებას დატოვებს.


4. ორი ნაწნავი

image

მამაკაცები აღიარებენ, რომ ორი ნაწნავის მქონე გოგონები მათთვის ნაბოკოვის ცნობილი რომანის პერსონაჟთან ასოცირდებიან და სურვილს უღვიძებენ იზრუნონ თავიანთ "ლოლიტებზე".


5. მკაცრი "ცხენის კუდი"

image

მაღლა აწეული "კუდი" ჭკვიანი და მომხიბვლავი გოგონას იმიჯს ქმნის. მამაკაცებს მათ დანახვაზე უნებურად სკოლის წლები ახსენდებათ, როცა ამგვარი ვარცხნილობის მქონე ლამაზმანი ყველა ბიჭის ოცნება იყო.


6. სუპერ მოცულობა

image

ვარცხნილობები, რომლებიც თმას მოცულობას სძენს მამაკაცების უმეტესობას აღაფრთვანებს. ძლიერი სქესის წარმომადგენელტა მტკიცებით, ასეთი ვარცხნილობა ძალიან სექსუალურია.


7. მოკლე ვარცხნილობა

image

მამაკაცები თვლიან, რომ მოკლე ვარცხნილობის მქონე ქალები თავისუფლები და დამოუკიდებლები არიან, რაც ბევრ კაცს ხიბლავს.


8. კოსა

image

ქალის მკაცრად შეკრული "კოსა" ძლიერი სქესის წარმომადგენლებს სექსუალური მასწავლებლის შესახებ ფანტაზიებს უღვიძებს. ის კი, როგორც ცნობილია, მამაკაცური ფანტაზიების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა...


9. კულულები

image

დახვეული თმა მშვენიერ სქესის წარმომადგენლებს ეხმარება ნაზი რომანტიკული იმიჯის შექმნაში. გაშლილი კულულების მქონე ქალები მამაკაცებს ძალიან ნაზებად და დაუცველებად ეჩვენებათ.

2
12321
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
12321
  
2016, 3 თებერვალი, 13:13
მე არ მომწონს უთმო ქალები,....
2016, 8 იანვარი, 3:30
რაღა დარჩა? :)
0 1 2