x
image
მაიაცხვედიაშვილი
როგორ გამოვიყენოთ წითელი საცვლები ფინანსების,წარმატებისა და სიყვარულის მოსაპოვებლად?

image


ჩემდა გასაოცრად შემთხვევით აღმოვაჩინე მიმდინარეობა, რომელიც ადამიანებს მეტად უცნაური ხერხით სთავაზობს ფულის, სიყვარულის და წარმატების მოზიდვას.მთავარი ატრიბუტი წითელი საცვლებია.


ყველამ კარგად ვიცით, რომ წითელი ფერი ჯადოსნურია და მისი ტარება ააქტიურებს ჩვენს ირგვლივ წარმატებულ ფონს.როგორც ეს მიმდინარეობა ამტკიცებს, წითელი ტრუსების საშუალებით საოცარი ეფექტის მოხდენა შეიძლება.


პირველი და ყველაზე იოლი ვარიანტი მათი ჩაცმაა.ჩაიცვით წითელი საცვლები მნიშვნელოვანი შეხვედრის ან გამოცდის დროს.


image
როდესაც არსებული სიტუაციის შეცვლა გსურთ და მოგბეზრდათ ერთფეროვნება, ჩაიცვით წითელი საცვლები უკუღმა.შემოაბრუნეთ ისე, რომ წინა მხარე უკან მოხვდეს.ეს არც ისე იოლია, მაგრამ შედეგი არ დააყოვნებს.სიტუაცია მალევე შემოტრიალდება თქვენს სასარგებლოდ.


ჯადოსნური შედეგი მოაქვს წითელი საცვლის ჩანთით ტარებას.აუცილებელი არაა, რაიმე სურვილის ახდენის მიზნით ჩაიდოთ ერთ კონკრეტულ დღეს ჩანთაში.ატარეთ ყოველთვის და მუდმივი პოზიტივი იქნება თქვენს მიმართ ადამიანების მხრიდან.


რაიმე სურვილის ასასრულებლად შეგიძლიათ ღამით თავზე გაიკეთოთ და ისე დაიძინოთ.სურვილი, რომელიც ჩაიფიქრეთ, აგისრულდებათ.


ყველაზე ნამდვილი და რეალური შედეგის მომტანი კი ბოლო რიტუალია.უნდა შეიძინოთ ახალი წითელი საცვლები.წყალში გაავლოთ.მიუახლოვდეთ ჭაღს და მისკენ ზურგით შეტრიალდეთ.საცვლები რიგრიგობით ისროლეთ ისე, რომ ჭაღზე ჩამოეკიდოს ყველა.სანამ არ გაშრება, ყველა იქ უნდა ეკიდოს.შემდეგ კი შეგიძლიათ ჩამოიღოთ და ჩაიცვათ, როცა მოისურვებთ.ეს რიტუალი წარმატების, ფინანსების, ჯანმრთელობის და სიყვარულის მოსაპოვებლად ტარდება.არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ ისვრით საცვლებს ჭაღზე წარუმატებლად.მთავარია საბოლოოდ ჭაღზე ყველა გაჩერდეს.


imageimageimageimageimageimageimageთუ ოჯახში ჭაღი არაა, ნებისმიერ გასანათებელ საშუალებაზე შეგიძლიათ რიტუალის ჩატარება.




ამ სტატიას რომ წავაწყდი, დიდი ინტერესით წავიკითხე, მეგონა რაიმე კვლევებით ან სტატისტიკით დამტკიცებულ მეთოდზე საუბრობდნენ, მაგრამ შევცდი.ერთადერთი მაგიური ამ რიტუალში წითელი ფერია, რომელიც ისედაც ყველამ ვიცით, რომ ენერგიის ფერია.თუმცა რამდენად ჯადოსნურად მოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე, არ ვიცი.თუ დაინტერესდებით, სცადეთ.უარყოფითს არაფერს არ მოგიტანთ ეს რიტუალი, ოჯახის წევრებს და სტუმრებს კი კარგად გაამხიარულებს...



საინტერესო ისაა, რომ უამრავ სატიზე დევს ამ რიტუალის ჩატარების წესები და ეტყობა მოთხოვნა დიდია და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს ამ უცნაურ მეთოდს, ფულის და სიყვარულის მოზიდვას რომ გვპირდება.

4
649
7-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
649
  
2015, 28 დეკემბერი, 22:36
ხალხის გადურაკება თუ გინდათ ასეთი სისულელეები უნდა წააკითხოთ და გააკეთებინოთ.არ აწყენდა ამ სისულელეების მომგონს ფსიქიატრი.
2015, 28 დეკემბერი, 15:14
ნასვამები იყვნენ?
2015, 28 დეკემბერი, 14:36
ისე სხვათაშორის მეც წაკითხული მაქვს მსგავსი სტატია რომელიღაც რუსულ საიტზე.
2015, 28 დეკემბერი, 14:35
წითელი ტრუსიკის ჩაცმა რომ გამდიდრების საშუალება იყოს,ღარიბი და წარუმატებელი აღარავინ იქნებოდა.:))
0 1 4