x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
მცირე ბიზნესი
დღევანდელ სტატიაში განვიხილავ "მცირე ბიზნეს"-ს.ძალიან ხშირად ისმის "მცირე ბიზნესი" არასწორი ინტერპრეტაციით და ზუსტი განმარტება არ იცის მან ვისაცსჭირდება.იმისთვის რომ გახდეთ"მცირე ბიზნესი" პირველ რიგში საჭიროა დადგეთ საგადასახადო აღრიცხვაზე :მცირე ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არის მეწარმე ფიზიკური პირი (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე) და იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს შესაძლებელია ჰყავდეს დაქირავებული.გაითვალისწინეთ რომ "მცირე ბიზნესის" სტატუსის მქონე პირისთვის აკრძალულია შემდეგი საქმიანობები:

საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას, საქმიანობა, რომელიც საწიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციას (აქციზური საქონლის წარმოება), სავალუტო ოპერაციების განხორციელება;სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობასათამაშო ბიზნესი;პერსონალით უზრუნველყოფა;აქციზური საქონლის წარმოება.

მცირე ბიზნესის სტატუსის მისანიჭებლად მეწარმე ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრს ან ელექტრონულად წარადგენს განცხადებას შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge-ს მეშვეობით. საგადასახადო ორგანო განიხილავს განცხადებას და მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში გონივრულ ვადაში გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს. სერტიფიკატი ძალაშია შემდგომ საანგარიშო პერიოდებშიც, თუ ფიზიკურ პირს არ უუქმდება მცირე ბიზნესის სტატუსი.


მცირე ბიზნესის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აღნიშნული აქვს ერთობლივი შემოსავლთან დაკავშირებული 60%-ის ხარჯის (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.
სხვა შემთხვევებში, მცირე ბიზნესის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემოსავალი იბეგრება 5%-იანი განაკვეთით.რაც შეეხება სალარო აპარატს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია, მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აწარმოოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა უნდა აწარმოოს ხარჯების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ასახავს ხარჯის შესახებ ინფორმაცია ს. აღნიშნული ჟურნალის გახსნა შესაძლებელია ყოველ კალენდარულ წელზე და იგი გადამხდელმა უნდა შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.
თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი იყენებს დასაბეგრი შემოსავლის 3%-იანი დაბეგვრის უფლებას, იგი ვალდებულია ამ შემოსავალთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯი დაადასტუროს საქართველოს საგადასახდო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

სტატუსის გაუქმება შესაძლებელია თუ:

ა) მიმართა საგადასახადო ორგანოს წერილობითი განცხადებით მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების ან მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით
ბ) საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი აღემატება 150 000 ლარს.
გ) მეწარმე ფიზიკურმა პირმა აწარმოა მცირე ბიზნესისთვის აკრძალული საქმიანობა;
დ) პირისთვის სავალდებულო გახდა დღგ-ის რეგისტრაციაზე დადგომა
ე) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს 100 000 ლარს.


image

0
1033
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია87
ხატია87
1033
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0