x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134502
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
2015 წლის სკანდალური წყვილები, ქორწინებები და განქორწინებები
image
2015 წელი დატვირთული იყო ახალი ამბებით, ქორწინებებთა თუ განქორწინებებით. ცნობადი სახეების ცხოვრებაში არსებულ სიახლეებს საზოგადოების გამოხმაურებაც მოჰყვა. მილოცვები, ჭორები თუ კრიტიკა ჩვენი სტატიის გმირების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ.

image

თიკა ჯამბურიას ყოფილმა მეუღლემ, ბექა ხოფერიამ მეორედ შექმნა ოჯახი. მისი ახალი სიყვარული 24 წლის ინა ოსიპოვაა, გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. "ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ"-განაცხადა ბექამ. წყვილის ქორწინებას საზოგადოება არ ელოდა და ფაქტს დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ჟურნალისტებსა და ქვეყნის მოსახლეობას წყვილზე მეტად თიკა ჯამბურიას რეაქცია აინტერესებდა. მომღერალმა ყოფილ მეუღლეს დიდი ბედნიერება უსურვა.imageყველასათვის ცნობილი და საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოვდა. მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპროლემო"-ასე ახასიათებდა ნუკი მომავალ მეუღლეს. ბოლო ერთი წლის მანძილზე ტელეწამყვანი საკუთარ პირად ცხოვრებაზე არ საუბრობდა, ამიტომ ყველა თვლიდა, რომ ნუკისა და ბენის ურთიერთობა განშორებით დასრულდა. წყვილმა მოულოდნელად იქორწინა და საზოგადოებაც გაახარა.image

რუსკა მაყაშვილი ორიოდე დღის წინ მორაგბე სანდრო ნიჟარაძეზე დაქორწინდა. ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. უკვე სამი წელია მათი მეგობრობა სიყვარულმა ჩაანაცვლა. წყვილს ერთი სამეგობრო წრე ჰყავს და ერთმანეთსაც შესანიშნავად უგებენ. "სანდრო არაჩვეულებრივი ბიჭია, "წესრიგას" ვეძახი. ძალიან მოწესირიგებულია შინაგანადაც და გარეგნულადაც. რუსკა უფრო გადარეულია. არის მათში დიდი სიყვარული"-გვიამბობდა რუსკას დედა, ქალბატონი თამარი. image


იურისტმა მარიამ კუბლაშვილმა და მსახიობმა ლევან ხურციამ ჯვარი დაიწერეს და ეს ყველაფერი გრანდიოზული ქორწილითაც აღნიშნეს. მათი რომანი საზოგადოებისათვის დიდი სიურპრიზი იყო, ნიშნობის შემდეგ კი წყვილის დაქორწინება არავის გაჰკვირვებია.image

გადაცემა "რა? სად? როდის?'' არაჩვეულებრივმა სანახაობამ დააგვირგვინა, გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, საკუთარი გუნდის წევრსა და მეორე ნახევარს, ანი მარდალეიშვილს ცოლობა სთხოვა. ბეჭედი კი სწორედ შავ ყუთში აღმოჩნდა.image

მარიამ როინიშვილისა და ნოდიკო ტატიშვილის ხუმრობით ქორწინებამ სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა. ''ყველაზე ბედნიერები ვართ, მიყვარხარ, ნოდ''-წერდა მარიამი. საზოგადოების დიდ ნაწილს ეს წყვილი იმდენად მოეწონა, რომ ხუმრობამ გული ძალიან დაწყვიტა.image

თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის ერთად ხილვამ სრულიად საქართველო გააოცა. "როგორც კი დავინახე მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო"-განაცხადა თამუნამ. სანდროს კი გარკვეული პერიოდი დასჭირდა გრძნობების აღსაქმელად და გამოსახატად. წყვილი საზოგადოებაში თითქმის სულ ერთად ჩნდება და ერთად შესანიშნავადაც ატარებენ დროს. ისინი ხშირად გვანებივრებენ ერთად გადაღებული ფოტოებითა თუ ვიდეოებით. საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის, ნიშნობის შესახებაც ინტერნეტით გვამცნეს.image

ნანკა კალატოზიშვილი და ირაკლი კედია ერთმანეთს დაშორდნენ. "ცოტა დამღლელია ერთი და იგივე კითხვის მოსმენა. ამიტომ წაიკითხეთ ეს პოსტი და მეტს ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დიახ, მართალია. პირველად არ არის ჭორი. დავშორდი და ყველაფერი კარგადაა. მადლობა ყურადღებისთვის. მე აღარ შემაწუხოთ"-წერდა ნანკა სოცალურ ქსელში. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.image

ყველასათვის მოულოდნელი იყო სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის დაშორების ამბავი. წყვილი მომხდარს დიდი ხნის მანძილზე არ ადასტურებდა, დაშორების მიზეზებზე კი დღემდე არაფერს ამბობენ.image

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და ირაკლი ჯაფარიძე დაშორდნენ. "20 ივლისს გავაწერეთ ხელი და ოფიციალურ ქორწინებაში აღარ ვიმყოფებით. ძალიან მტკივა და ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი"-გვიამბო ქალბატონმა ლალიმ.image

ბერი ჭორი მოჰყვა ბიზნესმენ თემურ უგულავასა და მოდელ ნინი ნებიერიძის ურთიერთობას. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია. ოფიციალურად ჯერ ვერ დაქორწინდნენ, თუმცა უკვე ერთად ცხოვრობენ.




0
355
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0