x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ლარის კურსის შემცირება დოლართან მიმართებაში
image









ლარის კურსის გაუფასურება დოლართან მიმართებაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა დღევანდელ ეკონომიკაში. ამასთან დაკავშირებით ბევრი სტატია დაიწერა და მრავალი რამ ითქვა. მე შევეცადე, რომ მცირედი ანალიზი გამეკეთებინა და განმეხილა თუ რა გავლენა მოახდინა ამ პროცესზე ეროვნულ ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ.


საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. არის საჯარო სამართლის იურიდიული
პირი. თავის ხელმძღვანელობაში სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციით,

საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ ცვევებსა და წესებს. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველოყოფა. მან უნდა უზრუნველყოს ფინანსური
სისტემის სტაილურობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას.



როგორც ცნობილია გაცვლით კურსზე სხვადასხვა ფაქტორები ახდენს გავლენას მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში: ინვესტორთა მოლოდინები, ივესტიციები, დანაზოგები, სავალუტო რეზერვები და ა.შ.

ლარის კურსი მყარდება, როდესაც ლარზე მოთხოვნა იზრდება, რასაც ქვეყანაში დოლარის დიდი ნაკადის შემოდინება განაპირობებს. რადგან საქართველოში თანხის დახარჯვა ძირითადად ლარშია შესაძლებელი, მოსახლეობას დოლარის ლარში გადაცვლა სჭირდება. ლარის კურსი უფასურდება, როდესაც ქვეყანაში ლარის მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დოლარის მოცულობა და ამასთან, ეკონომიკური ზრდის ტემპი არ არის იმდენად მაღალი, რომ ლარის მოცულობის
მნიშვნელოვნად ზრდის აუცილებლობა იყოს.



ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია რეფინანსირების განაკვეთი. ესაა განაკვეთი, რომელსაც უხდიან კომერციული ბანკები ცენტრალურ ბანკს აღებულ ფასიან ქაღალდებზე. ეს გავლენას ახდენს ასევე იმ პროცენტზე, რომელსაც აწესებენ ცენტრალური ბანკები. მაგალითად, თუ რეფინანსირების განაკვეთია 4%, მაშინ
მცოცავი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 11%-ს, ხოლო თუ რეფინანსირების განაკვეთი გახდება 3%, საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება პირდაპირპროპორციულად და იქნება 10%. განვიხილოთ ეს განაკვეთი წლების განმავლობაში.

image











როგორც ჩანს 2015 წლის 1 კვარტლიდან რეფინანსირების განაკვეთმა დაიწყო ზრდა. ეს ნიშნავს, რომ შესაბამისად კომერციული ბანკებიც დაიწყებენ საპროცენტო განაკვეთის
ზრდას და ნაკლები ადამიანი აიღებს სესხს და ნაკლები ფული იმოძრავებს ეკონომიკაში, რაც უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.


2014 წლის განმავლობაში წმინდა საერთაშორისო რეზერვები 124 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. საერთაშორისო ინვესტიციების მეშვეობით ეროვნულმა ბანკმა 100 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა სავალუტო ბაზარს. ეს მოვლენა დადებითად შეიძლება
აისახოს, რადგან უფრო მეტი ფული იმოძრავებ ბაზარზე და კარგია ეკომიკისათვის, ასევე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში შემცირდება.


იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვები შეინარჩუნოს, ბაზარზე პერიოდულად ახორციელებს ინტერვენციებს, ანუ ყიდულობს უცხოურ ვალუტას. ასეთ შემთხვევაში იზრდება ფულის მიწოდება. როგორც ჩანს 2014 წელს ამ ინტრუმენტს არ იყინებდა მასიურად და მხოლოდ 18-ჯერ მოახდინა ინტერვენცია, რაც წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია. ეს დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტის ამოღება არ მოხდა ეკონომიკიდან და არ გამოიწვია ამან ლარის კურსის კიდევ უფრო დაცემა.


ფინანსთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო
სფეროში; თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისწტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. მისი ინსტრუმენტებიდან აღსანიშნავია ასიგნება.

ასიგნება წარმოადგენს განსაზღვრული ფულადი თანხის გამოყოფას დამტკიცებული ხარჯების გასაწევად. როგორც ჩანს ეს თანხა წლების განმავლობაში სულ იზრდება
და 2015 წელს მაქსიმალურ მაჩვენებლს მიაღწია, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს ბიუჯეტის შემცირებას, თუმცა ამან შეიძლება დადებითი ეფექტი გამოიღოს თუკი ეს თანხები გაიწევა საზოგადოებრივ საქონელზე და ისევ ეკონომიკაში დაბრუნდება.


ასევე შეგვიძლია განვხილოთ მონაცენები, რომლებიც გვაქვს 2015 წლისათვის, თუმცა არც ეროვნული ბანკის და არც ფინანსთა სამინისტროს უშუალო ჩარევის შედეგად არ მომხდარა მათზე ზეგავლენა. ნებისმიერ ქვეყანაში, უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა საქონლითა და მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, ფაქტორული შემოსავლები, საინვესტიციო და საკრედიტო კაპიტალის შემოდინება.


image










როგორც ჩანს 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია, რასაც წესით არ უნდა მოეხდინა გავლენა
ლარის კურსის შემცირება, რადგანაც დიდი რაოდენობის უცხოური კაპიტალი შემოვიდა ქვეყანაში.


დეპოზიტების რაოდენობა განსაკუთრებით იზრდებოდა წლების მიხედვით და მაქსიმუმს მიაღწია 2014 წელს, ამასთან უცხოურ ვალუტაში უფრო მეტი ვალუტაა
განთავსებული დეპოზიტების სახით. ეს ნიშნავს, რომ ბანკში შედარებით მეტი უცხოური ვალუტა არის და არ მოძრაობს ეკონომიკაში. ეს ასევე ნიშნავს, რომ ლარის მიმართ ნდობა დაკარგულია და ხალხი უფრო უცხოურ ვალუტას ენდობა და ლარის კურსს ეს მოვლენები კიდევ უფრო შეამცირებს.


საგარეო ფაქტორად სახელდება ის, რომ დოლარი გამყარებულია სხვა ვალუტებთან მიმართებაში, მაგალითისთვის დოლარი გამყარებულია ევროსთან, იენთან და სხვა ვალუტებთან მიმართებაში. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლარის კურსი თავადაც შემცირებულია სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც და საგარეო ფაქტორი სერიოზულ გავლენას ვერ ახდენს ამ პროცესზე.


შევეცადე, რომ განმეხილა ის ფაქტორები, რომლებმაც გარკვეულწილად მოახდინეს გავლენა ლარის კურსზე, თუმცა მხოლოდ მათზე დაკვირვება სრულ სურათს ვერ მოგვცემს და ეს მოვლენა კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს.








































0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ბარბარიანი
გიორგი ბარბარიანი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0