x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეს ხომ მარტივია-უბრალოდ ადექი და გააკეთე.
image



ყოველ ადამიანს მოეძებნება გულში ის სითბო, რომლის განაწილებაც შესაძლებელია.ეს მარტივია და ნებისმიერი, ვინც მოინდომებს, შეძლებს ამას.


1. მიუტანეთ ფინჯანი ყავა ან ჩაი თქვენს თანამშრომელს.


2. მოუმზადეთ საჩუქარი დედას თქვენს დაბადების დღეზე.მისთვისაც ხომ განსაკუთრებულია ეს დღე.



3. მაღაზიაში მარტოხელა მყიდველს უთხარით, რომ უხდება მის მიერ შერჩეული ნივთი.


4. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეთ სკოლის ფოტოსურათი და მონიშნეთ მასზე ყველა, ვისთანაც დიდიხანია არ გქონიათ ურთიერთობა.


5. გადაათვალიერეთ თქვენი გარდერობი.ამოიღეთ ისეთი ნივთები, რომლებსაც დიდიხანია აღარ ხმარობთ უკვე და მიეცით იმას, ვისაც ჭირდება და არ აქვს.


6. მიეხმარეთ კიბეებზე მათ, ვისაც უჭირთ მოძრაობა.


7. დაულაიქეთ უცნობ ადამიანს სელფი მაშინაც კი, თუ თქვენ არ მოგწონთ ეს სელფი.


8. უთხარით ადმინისტრატორს, ოფიციანტს, რომ იცით რა მძიმე და რთულია მათი სამუშაო და გესმით, რა ძალისხმევას მოითხოვს მათგან.


9. კაფეში ან რესტორანში დატოვეთ ჩაის ფული და პატარა წერილი მადლობით კარგი მომსახურეობისთვის.


10. იყიდეთ რამე ქუჩაში მდგომი გამყიდველისგან.მიეცით საჭმელი მათხოვარს.


11. გაესაუბრეთ უსახლკაროს.მოისმინეთ მისი ისტორია.


12. თუ გყავთ მეგობარი, რომელიც ახლახანს დაშორდა შეყვარებულს, გაამხნევეთ.


13. გაუღიმეთ ქალს, ვისი შვილიც ტირის (ასეთ სიტუაციებში ადამიანები ძირითადად უკმაყოფილოები არიან ხმამაღალი ტირილის გამო)


14. შეეკითხეთ მოხუცს როგორ ცხოვრობდა თქვენხელა რომ იყო-არ დაგეზაროთ და მოუსმინეთ.


15. ნახეთ თქვენი მშობლების ახალგაზრდობის საყვარელი ფილმი და მოუსმინეთ მათ საყვარელ სიმღერებს. უთხარით რამდენიმე სასიამოვნო სიტყვა მათ შესახებ.


16. მაღაზიაში რიგში დგომისას დაუთმეთ ადგილი ადამიანს, ვისაც მხოლოდ ერთი რამის ყიდვა უნდა.(წყალი მაგალითად).


17. მიესალმეთ უცნობ ადამიანს თქვენს სადარბაზოში.(ლიფტში).


18. შეიარეთ თქვენს სკოლაში ნებისმიერ დღეს და მოინახულეთ თქვენი საყვარელი მასწავლებლები.


19. მისწერეთ იმ ადამიანს, ვინც ოდესღაც დაგეხმარათ და ჰკითხეთ, ხომ არ სურს თქვენც რომ დაეხმაროთ რაიმეთი.


20. როცა ძველ მეგობრებთან შეხვედრაზე მიდიხართ, უყიდეთ რამე პატარა სუვენირები.


21. თუ მძღოლს ნახავთ რთულ სიტუაციაში, დაეხმარეთ.(პარკირებიდან გამოსვლა, ბორბალის გამოცვლა)


22. როცა სადმე შედიხართ, უკან მომავალსაც დაუკავეთ ხელით კარები.


23. თუ ქუჩაში დაგდებულ ნაგავს დაინახავთ, აიღეთ და ჩააგდეთ ბუნკერში.


24. თუ ვინმეს ჩაგრავენ, გამოექომაგეთ, თუნდაც უცხოს.


25. გაუკეთეთ მცირედი საჩუქარი მომსახურე პერსონალს-დამლაგებელს, კონტროლიორს, ფოსტალიონს. (შოკოლადი მაგალითად)


26. თუ მძღოლი ხართ, გზა დაუთმეთ ფეხით მოსიარულეს, გამომსვლელ მანქანას.


27. თუ უკვე წაიკითხეთ ჟურნალი ან გაზეთი, დუტოვეთ სხვას სადარბაზოში, ავტობუსში.


28. თუ მაღაზიაში რიგში ვინმეს ხურდა დააკლდა, თქვენ დაუმატეთ.


29. დასასვენებლად ჩამოსულ ტურისტებს დაეხმარეთ სურათის გადაღებაში.


30. საჭმლის ნარჩენები ბუნკერში არ ჩაყაროთ.გვერდზე ჩამოკიდეთ.

0
93
10-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0