x
მეტი
  • 10.12.2016
  • სტატია:61810
  • ვიდეო:311381
  • სურათი:412236
ყველაზე გავლენიანი მმართველი ქალები

imageimage

ქალ მმართველებს, მსოფლიო ისტორიის მსვლელობაზე, კაცებზე ნაკლები გავლენა არ ჰქონდათ. ისინი ინტრიგებს ხლართავდნენ, ხელისუფლებისთვის იბრძოდნენ, ცვლიდნენ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას.

წარმოგიდგენთ მმართველი ქალების ოცეულს, რომლებმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ისტორიის ფორმირების საქმეში.

image

image

image

როგორც კი თამარი ტახტზე ავიდა, მაშინვე გადააყენა სამეფო მოხელეები, რომლებიც ხელისუფლებით ბოროტად სარგებლობდნენ, რითაც შეუმსუბუქა მდგომარეობა გლეხებს. გარდა ამისა, დასრულდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება და ქვეყანაში მეფის ცენტრალური ხელისუფლება დამყარდა. ხანგრძლივი შუღლისა და მტრობის ეპოქა დასრულდა და ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა. ამის შემდეგ, ახალგაზრდა მეფემ საგარეო პოლიტიკასაც მიხედა: თურქეთის წინააღმდეგ წარმოებული ომის შემდეგ, თურქეთის ნაწილი დაიპყრო და ახლო აღმოსავლეთში გაიმაგრა პოზიციები, შავი ზღვის სამხრეთით მდებარე ძველი ქართული მიწები დაიბრუნა, რომელიც კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, ვიდრე მას ბიზანტია დაიპყრობდა. თურქეთზე გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ირგვლივ კავკასიის ხალხები გაერთიანდნენ და ერთიანი საქართველოს იმპერია ჩამოყალიბდა. პოლიტიკური სტაბილურობის პირობებში, ქვეყანაში დაიწყო სოფლის მეურნეობის და კულტურის განვითარება.

თამარ მეფე ხელს უწყობდა ქრისტიანობის გავრცელებას ქვეყანაში, აშენებდა ეკლესია-მონასტრებს, მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე. სიკვდილის შემდეგ, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, თამარი წმინდანად შერაცხა.

imageკლეოპატრა

image

image

კლეოპატრა დამოუკიდებელი ეგვიპტის უკანასკნელი მმართველი იყო, ვიდრე ის რომაელებმა არ დაიპყრეს. როდესაც ტახტზე ავიდა, ეგვიპტე ფაქტიურად რომის პროვინცია იყო, მაგრამ კლეოპატრამ, თავისი პოლიტიკური თამაშებით, იმდენი მოახერხა, რომ ქვეყანას დამოუკიდებლობა კიდევ 20 წლით გაუხანგრძლივა.

image

ვიქტორია
image

image

ინგლისის დედოფალს ვიქტორიას, თანამედროვენი «ევროპის ბებიას» ეძახდნენ, იმის გამო რომ მას კავშირი ჰქონდა ევროპის სამეფო ოჯახებთან. მისი მმართველობის პერიოდში, კარდინალურად შეიცვალა ინგლის, ინგლისელი ხალხი და საერთოდ, მთელი მსოფლიო. ვიქტორიანული ეპოქა გამოგონებების, ტექნოლოგიური რევოლუციის და ჯენტლმენების ეპოქა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი ვიქტორია, გარეგნულად «მეოჯახე მონარქის» შთაბეჭდილებას ტოვებდა, პოლიტიკურ საკითხებში, მტკიცე და შეუვალი იყო. ასე, მაგ., ის თვლიდა, რომ ინგლისის კოლონიზაციურ პოლიტიკას, დაპყრობილი ქვეყნებისთვის სიკეთე მოჰქონდა, ხოლო ინგლისის მიერ სამხ. აფრიკისა და ავღანეთის წინააღმდეგ წარმოებული ომის გასამართლებლად, მან განაცხადა: «ჩვენ ჩვევად არა გვაქვს ქვეყნის ანექსია, თუ ჩვენ იძულებულები და ვალდებულები არა ვართ, გავაკეთოთ ეს».
imageელისაბედ Iimage

image

ელისაბედ II ისტორიაში «ქალიშვილი დედოფალის» სახელით შევიდა, რადგან არასოდეს ყოფილა გათხოვილი. თავად კი არაერთხელ უთქვამს, რომ «ინგლისზე არის დაქორწინებული». მისი გათხოვების შემთხვევაში, ევროპაში მოხდებოდა ძალთა გადანაწილება. მან იცოდა ამის შესახებ და ინგლისს უნარჩუნებდა წონასწორობას. მან თავისი სიკვდილითაც კი სარგებელი მოუტანა თავის ქვეყანას, როდესაც მემკვიდრედ, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI დაასახელა. ამით მან ორი სახელმწიფო გააერთიანა და შოტლანდია საბოლოოდ ინგლისზე დამოკიდებული გახდა.imageელისაბედ IIimage

image

ქალი «კეთილი გულით და რკინის ხასიათით» – ასე ახასიათებენ ელისაბედ II ბრიტანელები. ომის წლებში ის თავისი სურვილით ჩაეწერა თავდაცვის რაზმში და გახდა სამხედრო ვალდებულება მოხდილი, ერთადერთი დედოფალი. დღევანდელ დღეს, ის არის ყველაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე მმართველი მონარქი, ბრიტანეთის ისტორიაში.
imageჯეინ გრეი
imageimage

შეიძლება ითქვას, რომ ჯეინ გრეი ინგლისის ყველაზე ლეგენდარული დედოფალია. მას «9 დღის დედოფალს» ეძახიან - სწორედ ამდენ ხანს იყო ის ხელისუფლებაში. ჯეინ გრეი (ჰენრიხ VII შვილთაშვილი) ჰენრიხ VIII სიკვდილის შემდეგ ავიდა ტახტზე, მაგრამ ჰენრიხ VIII უკანონო შვილმა – მერიმ, შეიარაღებული აჯანყება მოაწყო და დედოფალს ჯერ ტახტი დაათმობინა, ხოლო შემდეგ, სიკვდილით დასაჯა და მიუხედავად ასეთი ხანმოკლე მმართველობისა, ის მაინც შევიდა ისტორიაში.

ჯეინი ტახტზე კანონიერად ავიდა და მეორე დღეს შეიტყო, რომ მერიმ თავი დედოფლად გამოაცხადა და მომხრეებისგან ჯარი შეკრიბა. მან გასცა ბრძანება არმიის ფორმირების შესახებ, თვითმარქვიას წინააღმდეგ საბრძოლველად.

და ვიდრე არმია იკრიბებოდა, დედოფალმა ბრძანა ვერცხლის მონეტების მოჭრა, არსებული სპილენძის მონეტების ნაცვლად, რომელიც მხოლოდ ვერცხლის თხელი ფენით იყო დაფარული ზემოდან. ამის გამო, ხალხი ჰენრიხ VIII გამყალბებელს ეძახდა.

მისი შემდეგი ბრძანება, პარლამენტის შეკრებას ეხებოდა, რომელსაც უნდა მიეღო კანონი ხალხის დადაღვის აკრძალვის, ეკლესიებისთვის მიწების ჩამორთმევის და გლეხებისთვის სამუდამო მფლობელობაში გადაცემის და ღარიბებისთვის სკოლების გახსნის შესახებ.

მმართველობის მეხუთე დღეს არმია უკვე მზად იყო მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. ორი დღის მანძილზე ხელისუფლებისთვის ბრძოლები მიმდინარეობდა და ქვეყანა ორ ბანაკად გაიყო. უმრავლესობა მერის მხარეს აღმოჩნდა და ასეთ ვითარებაში, ახალგაზრდა დედოფალი ყველამ მიატოვა.

imageევგენია მონტიჰოimage

imageევროპული მოდის კანონმდებელი, საფრანგეთის დედოფალი ევგენია, არა მარტო დადიოდა მაღალი წრის საზოგადოების წვეულებებზე, არამედ დიდ გავლენასაც ახდენდა პოლიტიკაზე. როდესაც მისი ქმარი (ნაპოლეონ III) ქვეყანაში არ იყო, ის ფაქტიურად, რეგენტის მოვალეობას ასრულებდა. ითვლება, რომ სწორედ მან უბიძგა მეუღლეს მექსიკურ ავანტიურაში ჩართვაზე. ასევე ის გახდა საფრანგეთ-პრუსიის ომის მიზეზი.

imageეკატერინე მედიჩიimage

image

საფრანგეთის სამეფო კარის მოდის მთავარი ფუძემდებელი, ეკატერინე მედიჩი, ისტორიაში «შავი დედოფლის» სახელით შევიდა. ის იყო მომწამვლელი, შვილის მკვლელი და ბართოლომეოს ღამის ავტორი. საშიში რეპუტაციის მიუხედავად, პოლიტიკის საკითხებში, ეკატერინე მეტისმეტად მიამიტი იყო. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ის იყო არა მმართველი, არამედ ქალი სამეფო ტახტზე.
imageისაბელ I კასტილიელი
image

image

1492 წელს შეგვიძლია «ისაბელ კასტილიელი» ვუწოდოთ, რადგან იმ წელს, სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და თითოეულ მათგანთან კავშირი ჰქონდა დედოფალს: გრანადის აღება, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა, ებრაელებისა და მავრების განდევნა ესპანეთიდან.
image მარია ანტუანეტაimage

image

მარია ანტუანეტა მომავალ მეფეზე 14 წლის ასაკში გათხოვდა. თავისი მმართველობის პერიოდში, მან «დაუფიქრებელი» მონარქის სახელი დაიმკვიდრა, რომელიც სახელმწიფო ხაზინის ფულს საკუთარ გართობაზე ხარჯავდა. სწორედ მას მიაწერენ ფრაზას: «თუ მათ არა აქვთ პური, მიირთვან ნამცხვარი!». მიუხედავად ამისა, რევოლუციონერების მიერ სასახლის აღების დროს, ის სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. image ანა იაროსლავის ასულიimage

image

ანა იაროსლავის ასული, იაროსლავ ბრძენის შვილი, საფრანგეთის დედოფალი იყო. ითვლება, რომ სწორედ მან ჩაიტანა საფრანგეთში სახარება, რომელზეც XVI საუკუნიდან მოყოლებული, საფრანგეთის მეფეები ფიცს დებდნენ ტახტზე ასვლის წინ.imageმარია ტიუდორი
image

imageის იყო ინგლისის პრინცესა და საფრანგეთის დედოფალი, 3 თვის მანძილზე. მისი და ლუდოვიკ XII ქორწინება, ინგლისის და საფრანგეტის მშვიდობიანი ურთიერთობის დასტური იყო, მაგრამ დედოფალზე 34 წლით უფროსი მეფე გარდაიცვალა და მარია სამშობლოში დაბრუნდა.

imageდედოფალი ანაimage

image

დედოფალი ანა იყო გაერთიანებული ბრიტანეთის პირველი მონარქი. სწორედ მისი მმართველობის დროს განიმტკიცა ინგლისმა პოზიციები შოტლანდიაში და ირლანდიაში. გარდა ამისა, ქვეყანაში შემოიღო ორპარტიული მმართველობა და ბრძოლა დაიწყო ე. წ. ესპანური მემკვიდრეობისთვის (ესპანეთის მეფე კარლ II გონებრივად და ფიზიკურად ავადმყოფი იყო და ისე გარდაიცვალა, მემკვიდრე არა ჰყოლია. სხვა მემკვიდრე ჰაბსბურგების შტოდან არავინ იყო. ამიტომ, მეფის სიკვდილის შემდეგ, ესპანეთის დიდი იმპერია, რომელშიც ამერიკის მიწების გარდა, ევროპის გარკვეული ტერიტორიებიც შედიოდა, “უპატრონოდ" დარჩა. ამ მემკვიდრეობისთვის საფრანგეთის და ავსტრიის სამეფო კარები იბრძოდნენ, რომლებსაც ნათესაობა აკავშირებდათ ესპანეთის სამეფო კართან). ინგლისის ჩარევის შემდეგ, ხანგრძლივი დაპირისპირება, უტრეხტის ზავით დასრულდა. შედეგად, ინგლისმა ესპანეთისაგან გიბრალტარი, მაონი (მენორკის კუნძულზე) და ჩრდილოეთ ამერიკაში, საფრანგეთის მთელი რიგი სამფლობელოები მიიღო.

image უ ძეტინი
image

image

უ ძეტინი ჩინეთს 40 წლის მანძილზე მართავდა, 665 წლიდან – გარდაცვალებამდე. მან მამაკაცის ტიტული «იმპერატორი» მიიღო და ჩინეთის 4 000 წლიან ისტორიაში, ასეთი ტიტულის მქონე, ერთადერთი მმართველი ქალი იყო.
მისი მმართველობის დროს ჩინეთის გაფართოვება მოხდა. კერძოდ, ჩინეთი დაპყრობით ომებს აწარმოებდა ცენტრალურ აზიაში და კორეაში. ფართომასშტაბიანი ექსპანსიის გარდა, მისი მმართველობა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ქვეყანაში დაიწყო კულტურის სწრაფი ტემპებით განვითარება, ხოლო დაოსიზმის და ბუდიზმის რელიგიები, სახელმწიფოს მფარველობაში გადავიდა.

imageმარგარეტ ტეტჩერი
image

image

რა თქმა უნდა, მარგარეტ ტეტჩერი არ იყო მონარქი, მაგრამ «რკინის ლედის» ვერ დავტოვებდით გავლენიანი მმართველების სიის მიღმა. ის მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე, საბჭოთა კავშირს უპირისპირდებოდა და ევროპის გაძლიერებას ცდილობდა. მისი ლობირებით, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რიგ ქვეყნებში, ამერიკული რაკეტები განალაგეს. გატდა ამისა, აქტიურად ზრდიდა დიდი ბრიტანეთის ატომურ პოტენციალს, რითაც ბტიტანეთის და დას. ევროპის პოზიციებს უფრო მეტად ამყარებდა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და ძლიერი პოლიტიკოსი, გასული საუკუნის ისტორიაში.

imageანა ბოლეინი
image

image

ანა ბოლეინს განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდი ბრიტანეთის მმართველი ქალების სიაში. მან იმდენი მოახერხა, რომ ჰენრიხ VIII გააუქმებინა ქორწინება ეკატერინე არაგონელთან და თავად გახდა ინგლისის დედოფალი, ხოლო ტახტზე ასვლის შემდეგ, მეფე აიძულა კავშირი გაეწყვიტა რომის პაპთან და კათოლიკურ ეკლესიასთან. ამის შემდეგ, თავად ჩაუდგა სათავეში ახალ, ანგლიკანურ ეკლესიას.
image დედოფალი მარგო
image

image

მარგარიტა და ჰენრიხ ნავარელის ქორწილი ბართოლომეოს სისხლიანი ღამით დასრულდა. ამ საშინელმა ღამემ, თითქოს დაღი დაასვა მათ ოჯახურ ურთიერთობას და წლების შემდეგ, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარგო, საფრანგეთის მეფის მეუღლე აღარ იყო, ის მაინც რჩებოდა სამეფო ოჯახის წევრად და დედოფლის ტიტულს ატარებდა, როგორც ვალუა და სამეფო ოჯახის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი.
imageიმპერატორი ცისი
image

image

იმპერატორი ცისის ტიტული, მისი სიცოცხლის ბოლოსთვის, ასე ჟღერდა: გულმოწყალე, ბედნიერი და მთავარი. მისი ისტორია საოცარია. ის მეხუთე, ყველაზე დაბალი დონის ხარჭა იყო და ჩინეთის იმპერატორი გახდა.
imageეკატერინე II
image

image

ეკატერინე II მმართველობის დროს, რუსეთის სახელმწიფოს ფართობი საგრძნობლად გაიზარდა. რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და ქვეყანამ ფეხი შავ ზღვაზე მოიკიდა. პოლონეთის სამგზის გაყოფის შემდეგ, მას დასავლეთის მიწებიც «წაეზარდა». ეროვნებით გერმანელ ეკატერინეს, მუდმივად ჰქონდა კავშირი ევროპასთან და მიმოწერა თავისი დროის ჭკვიან ადამიანებთან.

imageდედოფალი მინი
image

image

დედოფალი მინი ( 1851 - 1895), თანამედროვეთა მტკიცებით, ნიჭიერი დიპლომატი და ტაქტიკოსი იყო. ის ქმრის ნაცვლად, ფარულად, მართავდა ქვეყანას 20 წლის მანძილზე. დედოფალი მინი მარჯვედ აბალანსებდა ქვეყანაში მდგომარეობას, როდესაც ის დასავლეთმა «აღმოაჩინა» და არ აძლევდა ახალ მოკავშირეებს კორეისთვის დამოუკიდებლობის წართმევის უფლებას. ბოლოს, დედოფალი, მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანების მიერ, დაქირავებული მკვლელის მსხვერპლი გახდა.

4
893
8-ს მოსწონს
18
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
27 იანვარი, 20:03
:) იმედი მაქვს, არც მოხვდება ამ სისში. აქ მხოლოდ მმართველები არიან
მდაა....ირმა ნადირაშვილი,სიაში არარი.....
20 იანვარი, 0:02
დიდი მადლობა
19 იანვარი, 23:43
ძალიან კარგია ლალი.
0 1 4