x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"პატარა ბიჭი რომ დავკარგე მერე დავაფასე"-თიკა ჯამბურიას ხუმრობა სკანდალად იქცა

image
მომღერალი თიკა ჯამბურია ბავშვობიდან პოპულარულია და მისი პირადი ცხოვრებისადმი ინტერესიც დიდია. ის დაქორწინებული გახლდათ ბექა ხოფერიაზე. ხუთწლიანი სიყვარულის ისტორია განშორებით დასრულდა. წყვილს ერთი ქალიშვილი ნინა ჰყავს. ბექა სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ასირიელი ინა ოსიპოვაა. წყვილმა პატარა და მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა. ახლადშექმნილი ოჯახი მესამე წევრს ელოდება, ინა ორსულადაა.

რაც შეეხება თიკა ჯამბურიას მის პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის. "ჩემს პირადში არაფერი არ ხდება, ჯერ არც მეჩქარება. 24 წლის ასაკში არ მინდა მეორე ოჯახის შექმნა. მინდა ჯერ ვისწავლო და მყარად ვიდგე, როგორც ფინანსურად, ასევე პიროვნულად და ეს ყველაფერი, პირველ რიგში ნინასთვის. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნინა და მისი მომავალია''-ამტკიცებს თიკა.

"ადამიანს რო კარგავ მერე აფასებო.... აი მე მაგალითად პატარა ბიჭი რო დავკარგე მერე დავაფასე"-ხუმრობს თიკა სოციალურ ქსელში. საზოგდოების ნაწილმა ეს ყველაფერი არასწორად გაიგო და თვლიან, რომ თიკას ყოფილი მეუღლე ენატრება. თუმცა მსგავსი მოსაზრებები აფსურდულია. თიკას ყოფილ ქმართან ურთიერთობა აღარ აქვს. "ჩემს შვილს მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, რადგან ბექას ახალი ოჯახი ჰყავს და ნინასაგან შორს არის, მოსკოვში ცხოვრობს. ნინასთვის ვერ იცლის, მეორე შვილს ელოდება"-აღნიშნავს თიკა. მომღერალს სურს დებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ სამომავლოდ, თუმცა არ იცის ეს რამდენად გამოვა.

ვუსურვოთ თიკას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...image

0
816
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
816
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0